წვდომის მენიუ

ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელისთვის და შპს „პაჩოსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 307

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2020 22:47

მიღების თარიღი მარტი 12, 2020

ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელისთვის და შპს „პაჩოსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ფიზიკურმა პირმა პაატა ურიადმყოფელმა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/933, 02.04.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, ფიზიკური პირის პაატა ურიადმყოფელის მიერ ნაწილობრივ იყო შევსებული მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადების ფორმა და ასევე წარმოდგენილი იყო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი შეუვსებელი განცხადების ფორმა. განცხადებებს თან ერთვოდა შპს „პაჩოს“ (ს/ნ 445553936) მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.

2020 წლის 24 თებერვალს შპს „პაჩოს“ დირექტორის პაატა ურიადმყოფელის სახელზე გაიგზავნა წერილი (წერილი №გ-19-03/622). წერილის თანახმად პაატა ურიადმყოფელს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციის გავლა სურდა შპს „პაჩოს“, მაშინ კომპანიას უნდა წარმოედგინა იურიდიული პირისთვის განკუთვნილი შევსებული განცხადების ფორმა მასში მითითებული თანდართული დოკუმენტაციით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის  განესაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-03/622, 24.02.2020წ.). გაგზავნილი წერილის ჩაბარება მეილით დაადასტურა პაატა ურიადმყოფელმა 2020 წლის 26 თებერვალს. განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2020 წლის 5 მარტის ჩათვლით. განმცხადებელს ინფორმაცია კომისიაში მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია.

კომისიის 2020 წლის 12 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „პაჩოს“ წარმომადგენელი პაატა ურიადმყოფელი. კომპანიას შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2020 წლის 10 მარტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომპანიამ 2020 წლის 11 მარტს გვაცნობა, რომ აღარ სურს ავტორიზაციის გავლა მაუწყებლობის სფეროში (წერილი Nშ-20-6/1266).

სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელს და შპს „პაჩოს“ (ს/ნ 445553936) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელს და შპს „პაჩოს“ რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს  პირს    უფლებას,    განმეორებით    მიმართოს    კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელისთვის და შპს „პაჩოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4.      გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ   კოლეგიაში   (ქ.   თბილისი,   დავით   აღმაშენებლის   ხეივანი   მე-12   კმ.;   N6) ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელისთვის და შპს „პაჩოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ფიზიკურ პირ პაატა ურიადმყოფელისთვის და შპს „პაჩოსთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები