წვდომის მენიუ

შპს „ილიონისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 308

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2020 22:51

მიღების თარიღი მარტი 12, 2020

შპს „ილიონისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ილიონმა“ (ს/ნ 400213700) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/988, 24.02.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ილიონი“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - ფასიანი;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - ავტორიზაციის გავლიდან 30 დღეში;

როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ილიონი TV“.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ილიონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შპს „ილიონის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 24 თებერვალს შპს „ილიონის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა; ფულად გასავლებში არ იყო ასახული ის თანხები რაზეც საუბარი იყო დაფინანსების გეგმის დანართში. ასევე გეგმაში უნდა იყოს ასახული არა მარტო მუშაობის დაწყებისთვის განკუთვნილი ხარჯები არამედ შემოსავლები და გასავლები სახეების მიხედვით;

ბ)     მნიშვნელოვანი    წილის    მფლობელ    პარტნიორთა/აქციონერთა    ქონებრივი    დეკლარაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი, კერძოდ აღნიშნული დოკუმენტი შედგება რვა ფურცლისგან თუმცა წარმოდგენილი იყო მხოლოდ ოთხი ფურცელი;

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-03/677, 27.02.2020წ.). აღნიშნული წერილით კომპანიას ასევე განესაზღვრა განმარტების წარმოდგენა დაფინანსებასთან და სამაუწყებლო კონცეფციასთან დაკავშირებით. გაგზავნილი წერილი კომპანიას ჩაბარდა იმავე დღეს - 2020 წლის 27 თებერვალს. შპს „ილიონს“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2020 წლის 6 მარტის ჩათვლით. კომპანიას ინფორმაცია კომისიაში მითითებულ ვადაში არ წარმოუდგენია.

კომისიის 2020 წლის 12 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ილიონის“ წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2020 წლის 11 მარტს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   უარი   ეთქვას   შპს   „ილიონს“   (ს/ნ   400213700)   მაუწყებლობის   სფეროში   ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს შპს „ილიონს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ილიონისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

4.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს „ილიონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.     გადაწყვეტილება    ძალაში    შევიდეს    მისი    დამოწმებული    ასლის    შპს    „ილიონისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები