შპს „სთოუნერს ბეის“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2020 17:40
მიღების თარიღი მარტი 05, 2020
შპს „სთოუნერს ბეის“ საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (23.01.20 Nშ-20-6/311) მიმართა შპს „სთოუნერს ბეიმ“ ინტერნეტდომენის გაუქმების მოთხოვნით შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სთოუნერს ბეის“ საჩივარი არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ იყო მითითებული საჩივრის ავტორის მისამართი, შპს „სთოუნერს ბეის“ მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადავო დომენის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელზედაც საუბარი იყო საჩივარში. აღნიშნული ინფორმაციის/ დოკუმენტაციის წარმოსადგენად შპს „სტოუნერს ბეის“ კომისიის წერილით (Nგ-20- 03/276 30.01.2020) განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში შპს „სთოუნერს ბეის“ არ წარმოუდგენია კომისიის მიერ დამატებით გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის
დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
|
შპს „სთოუნერს ბეის“ |
არ მოუთხოვია |
დამატებითი |
ვადა |
|
ინფორმაციის/დოკუმენტაციის |
წარმოსადგენად, |
ხოლო კომისიის |
მიერ |
განსაზღვრულ ვადაში კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სტოუნერს ბეის“ საჩივარი (23.01.20 Nშ-20-6/311) ინტერნეტდომენის გაუქმების მოთხოვნით შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სთოუნერს ბეისთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე- 12 კმ.; N6) შპს „სტოუნერს ბეისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტოუნერს ბეისთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
