შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელ“-ისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 19:09
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელ“-ისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელმა“ (ს/ნ422737140) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1198, 06.03.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელი“ ითხოვდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა:საერთო ტელერადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი;
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - ფასიანი; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 02.06.2020;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
2. შესაბამისობის დეკლარაცია;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. სს „სილქნეტში“ გაგზავნილი წერილი არხის გავრცელებასთან დაკავშირებით;
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 6 მარტს შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტში არ იყო მითითებული თუ რომელი მულტიპლექსით აპირებდა კომპანია მაუწყებლობის განხორციელებას. არ იყო წარმოადგენილი მულტიპლექსოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობისა და შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელ“-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ; ასევე განცხადების მე-6 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში არ იყო მითითებული თუ რომელი თანამგზავრული ოპერატორის საშუალებით აპირებდა კომპანია მაუწყებლობის განხორციელებას. არ იყო წარმოადგინილი თანამგზავრულ ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელ“-ის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ; განცხადებაში არ იყო მითითებული სატელევიზიო და რადიო არხის ბრენდული სახელწოდებები ასევე კომპანიის ფაქტობრივი მისამართი.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას.
განცხადებებზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);
გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);
დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი N2) და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი N3).
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/866, 10.03.2020წ.).
კომპანიამ 2020 წლის 13 მარტს კომისიაში წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება და თანდართული განმარტება. დაზუსტებული განცხადების თანახმად შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელს“ სურს ავტორიზაცია გაიაროს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა; ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა:საერთო ტელერადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - სს „სილქნეტის“ საკაბელო ქსელი; ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2020 წლის ივნისი;
განცხადებაში მითითებული განმარტების თანახმად პროექტი დაფინანსდება დირექტორის მიერ და ძირითადი შემოსავალი მიიღება ინვესტორებისგან საზღვარგარეთიდან. პროექტი დაიწყება ივნისში რა დროისთვისაც წარმოდგენილი იქნება აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა საწესდებო კაპიტალის და აქტივებისა და პასივების შესახებ.
კომისიის 2020 წლის 19 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელის“ წარმომადგენელი. კომპანიას შეტყობინება 2020 წლის 19 მარტს სხდომის ჩატარების შესახებ გაეგზავნა 2020 წლის 16 მარტს (წერილი N გ-20-03/1005). შეტყობინება ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 2020 წლის 18 მარტს სატელეფონო საუბრისას კომპანიის დირექტორმა ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანმა განმარტა, რომ ვერ დაესწრება კომისიის სხდომას ვინაიდან მიემგზავრება საზღვარგარეთ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელს“ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოუდგენია:
ა) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელს“ (ს/ნ 422737140) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიას ფერსთ ინდიან ბიზნეს რიფორთარ ჩანელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
