ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 19:13
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანმა (ს/ნ T0695207) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/1199, 06.03.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კერძო საერთო ტელერადიომაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანს შეტყობინება 2020 წლის 19 მარტს სხდომის ჩატარების შესახებ გაეგზავნა 2020 წლის 16 მარტს (წერილი N გ-20-03/1006). შეტყობინება ჩაბარდა ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კომისიის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი. მან 2020 წლის 18 მარტს სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ ვერ დაესწრება კომისიის სხდომას ვინაიდან მიემგზავრება საზღვარგარეთ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ვინაიდან ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეუსაბამობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტთან კომისია ვერ განახორციელებს აღნიშნული ფიზიკური პირის ავტორიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანს (ს/ნ T0695207) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანისთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ინდოეთის მოქალაქე საჯი შაჯაჰანისთვის ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
