შპს „ბათუმი ტვ 2“-ისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2020 19:17
მიღების თარიღი მარტი 19, 2020
შპს „ბათუმი ტვ 2“-ისთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა შპს „ბათუმი ტვ 2“-მა (ს/ნ 445498337) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/1173, 06.03.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, წერილის თანახმად კომპანიას სურდა ავტორიზაციის გავლა ინტერნეტითა და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით უფასო გასართობ ტელემაუწყებლობაზე. წერილს თან ახლდა:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
გ) აუდიტორული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალის მისი განაღდებული ნაწილის, აქტივებისა და პასივების შესახებ;
დ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ე) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციის ერთი ფურცელი;
ვ) შესაბამისობის დეკლარაცია;
ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს 2020 წლის 9 მარტს გაუგზავნა წერილი და განუმარტა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გასავლელად კომპანიამ უნდა შეავსოს კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული განცხადების ფორმის დანართი №2. განცხადებას უნდა დაურთოს მასში მითითებული თანდართული დოკუმენტაცია სრულყოფილად. კომისიამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის შპს „ბათუმი ტვ 2“-ს განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/853, 09.03.2020წ.).
კომპანიამ 2020 წლის 12 მარტს კომისიაში წარმოადგინა დაზუსტებული განცხადებები (წერილი №გ-20-6/1313 და №გ-20-6/1314). დაზუსტებული განცხადებების თანახმად კომპანიას სურს ავტორიზაცია გაიაროს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა და სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6-24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - საკაბელო ქსელები, ქ. ბათუმი; ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო); ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.04.2020;
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 12 მარტს წარმოდგენილი განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტები შეუსაბამოდ არის შევსებული, კერძოდ მე-8 პუნქტში მითითებულია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო) მაუწყებლობა, მაშინ როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია არ წერია განცხადების მე-6 პუნქტში.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და საერთო ტელემაუწყებლობის კონცეფცია. ხარვეზით არის წარმოდგენილი:
ა) შესაბამისობის დეკლარაცია. მასში მითითებული ინფორმაცია არ ემთხვევა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში არსებულ ინფორმაციას;
ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალის, მისი განაღდებული ნაწილის, აქტივებისა და პასივების შესახებ არ არის დადასტურებელი აუდიტორული კომპანიის მიერ;
გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ; ფორმაში შეტანილია 2010-2016 წლის ინფორმაცია, მაშინ როდესაც კომპანია დაარსდა 2017 წელს. დ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; არ არის მითითებული რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა ასევე მასში არ არის ასახული მაუწყებლობის დაწყებისთვის საჭირო ხარჯები.
კომისიის 2020 წლის 19 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ბათუმი ტვ 2“-ს წარმომადგენელი. კომპანიამ შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე გაეგზავნა 2020 წლის 16 მარტს ელექტრონულ მისამართზე (წერილი Nგ-20-03/1004). 2020 წლის 18 მარტს შპს „ბათუმი ტვ 2“- მა გვაცნობა, რომ შეტყობინება სხდომის გამართვის თაობაზე მიიღო თუმცა სხდომას კომპანიის წარმომადგენელი ვერ დაესწრება (წერილი N შ-20-6/1451).
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შპს „ბათუმი ტვ 2“-ს განსაზღვრულ ვადაში კომისიაში სრულყოფილად არ წარმოუდგენია საავტორიზაციო განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს „ბათუმი ტვ 2“ (ს/ნ 445498337) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე”მაუწ ყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს შპს „ბათუმი ტვ 2“-ს, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბათუმი ტვ 2“-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ბათუმი ტვ 2“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ბათუმი ტვ 2“-სთვის ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
