შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 11, 2020 19:03
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
კომუნიკაციების კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2020 წლის 18 მაისს განცხადებით მიმართა შპს „გრინ ნეთვორქსმა“ (ს/კ 440889692) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/2585 18.05.2020 ), შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ440889692) წილის 100%-ის შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889200) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
კომისიის 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო მოთხოვნილი დოკუმენტაციის, კერძოდ წილის შეძენასთან დაკავშირებით შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ440889692) პარტნიორთა კრების ოქმის წარმოუდგენლობის გამო. საკითხის განხილვა გადაიდო 2020 წლის 4 ივნისამდე.
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომაზე საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ შპს „გრინ ნეთვორქსმა“ (ს/კ 440889692) №შ-20-6/2919 03.06.2020 წერილით მიმართა კომისიას, შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) წილის 100%-ის შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889200) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განუხილველად დარჩეს შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) განცხადება, შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889692) წილის 100%-ის შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889200) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნის შესახებ.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გრინ ნეთვორქსისათვის“ (ს/კ 440889692) გადაგზავნა (ო. ვოტ);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გრინ ნეთვორქსისათვის“ (ს/კ 440889692) ჩაბარებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გრინ ნეთვორქსისათვის“ (ს/კ 440889692) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძე)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
