წვდომის მენიუ

ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-20-12 / 524

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2020 13:23

მიღების თარიღი ივნისი 25, 2020

ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა ი/მ „ლარისა მახარძემ“ (ს/ნ 61008015655) (კომისიაში რეგისტრაციის№შ-20-6/2968, 05.06.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, წერილის თანახმად კომპანიას სურდა ავტორიზაციის გავლა ინტერნეტის საშუალებით უფასო საერთო ტელემაუწყებლობაზე. წერილს თან ახლდა:

ა)ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

გ)შესაბამისობის დეკლარაცია;

დ)განსახორციელებელი   საქმიანობის   დაფინანსების   გეგმა   და   ინფორმაცია   დაფინანსების წყაროების შესახებ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს 2020 წლის 11 ივნისს გაუგზავნა წერილი და აცნობა, რომ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გასავლელად ლარისა მახარაძემ უნდა შეავსოს კომისიის 2012 წლის 22 ივნისის №431/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული განცხადების ფორმის დანართი№1, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირისთვის. წერილში ასევე განუმარტა, რომ ხარვეზით ჰქონდა წარმოდგენილი:

ა)განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ დოკუმენტში არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზეა გაწერილი გეგმა; ასევე დოკუმენტი არ შეიცავდა ინფორმაციას თუ რა თანხებით აპირებდა მაუწყებლობის დაწყებას; დოკუმენტიდან გასავლებში არ სჩანდა ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების შეძენის თანხები;

ბ)განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას.

წერილში მითითებული იყო, რომ  განცხადებას თან უნდა დაერთოს მასში მითითებული თანდართული დოკუმენტაცია სრულყოფილად. კომისიამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის ი/მ ლარისა მახარაძეს განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-20-03/1903 11.06.2020წ.).

ი/მ ლარისა მახარაძეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში უნდა წარმოედგინა 2020 წლის 18 ივნისის ჩათვლით. ინდივიდუალურმა მეწარმემ 2020 წლის 22 ივნისს კომისიაში წარმოადგინა დაზუსტებული განცხადება (წერილი №გ-20-6/1313 და№გ-20-6/1314) და თანდართული დოკუმენტაცია. თუმცა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებშიც ფიქსირდება შემდეგი ხარვეზები:

ა)არ არის წარმოდგენილი ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ბ)განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია არ შეიცავს პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას. ასევ კონცეფცია არ შეიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს.

კომისიის 2020 წლის 25 ივნისის სხდომას ესწრებოდა ი/მ ლარისა მახარაძე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ი/მ „ლარისა მახარაძეს“ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში სრულყოფილად არ წარმოუდგენია საავტორიზაციო განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას ი/მ „ლარისა მახარაძეს“ (ს/ნ 61008015655) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს ი/მ „ლარისა მახარაძეს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი N64)  ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები