შპს „M-STUDIO“-ს ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 12:25
მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020
შპს „M-STUDIO“-ს ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „M STUDIO”-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4199, 17.08.2020) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „M STUDIO”-ს ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის შევსებული ვებგვერდის ველი, არ არის შევსებული საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრები, მონაცემები დამფუძნებლებისა და საწესდებო კაპიტალში მათი წილების (%) შესახებ, ასევე ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის ხელმოწერილი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში გაურკვეველია, თუ რაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა. არ არის წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-22/627 გადაწყვეტილებით შპს „M STUDIO”-ს განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (№შ-20-6/4199, 17.08.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „M STUDIO”-ს კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2020 წლის 24 აგვისტოს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „M STUDIO”-ს მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/4199, 17.08.2020);
2. განემარტოს შპს „M STUDIO”-ს, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „M STUDIO”-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „M STUDIO”-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „M STUDIO”-სთვის ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
