ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2020 17:05
მიღების თარიღი ოქტომბერი 29, 2020
ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ“ (ს/ნ 435894757) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/5313 და №შ-20-6/5316, 12.10.2020) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სათემო რადიომაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სვანური;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 8 საათი;
ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ე.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: ვ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 10 დეკემბრამდე;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული რადიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „ლილე”.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება, 2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი ასევე გამგეობის წევრების პირადობის მოწმობის ასლები;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; კონცეფციის თანახმად სვანეთის რადიოს ძირითადი მისიაა ადგილობრივი თემის მაქსიმალური ჩართულობითა და თანამონაწილეობით შექმნას ისეთი პროგრამები, რომლებიც იქნება ინფორმაციული, საგანმანათლებლო, გასართობი, ხელმისაწვდომი ინტერნეტის საშუალებით და უზრუნველყოფს სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის ყოფითი, კულტურული, არქიტექტურული და სხვა მრავალფეროვნების წარმოჩენას. სვანეთის სათემო რადიოში გაერთიანდებიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ზემო სვანეთის 17 თემის და ქვემო სვანეთის 8 თემის წარმომადგენლები, რომლებიც ახალ ამბებს და გადაცემებს მოამზადებენ ორ ენაზე: ქართული და სვანური. რადიოს მიზანი იქნება თემში მცხოვრები ადამიანების გააქტიურება, მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და თემისთვის აქტუალურ ან საინტერესო საკითხებზე სოციალური ადვოკატირების კამპანიის წარმოება.
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ასევე საბანკო ამონაწერები;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 12 ოქტომბერს ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი: ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც არ იყო დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც ასევე არ იყო დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი Nგ-20-03/3316, 15.10.2020წ.). ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ“ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2020 წლის 21 ოქტომბერს (№შ-20-6/5438). თუმცა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში ფიქსირდება შემდეგი ხარვეზი, კერძოდ არ არის წარმოდგენილი აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ.
ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“ შეტყობინება (№გ-20-03/3416) კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის გამართვის თაობაზე გაეგზავნა 2020 წლის 27 ოქტომბერს ელექტრონულ მისამართზე, კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. მოწვევა კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით გაეგზავნა 2020 წლის 28 ოქტომბერს ელექტრონულ მისამართზე. კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ წარმომადგენელი თამარ ნაკანი.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“ (ს/ნ 435894757) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანიN64) ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
