შპს „იპნეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2020 15:03
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
შპს „იპნეტის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იპნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №20-6/314, 23.01.2020) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იპნეტის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ იყო შევსებული შემდეგი ველები: საწარმოს ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, ვებგვერდი, ასევე არ იყო შევსებული საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრები, მონაცემები საწარმოს დამფუძნებლებისა და საწესდებო კაპიტალში მათი წილების (%) შესახებ. ავტორიზაციის კატეგორიებში არ იყო მითითებული, თუ რა მომსახურებაზე სურდა ზემოაღნიშნულ კომპანიას ავტორიზაციის გავლა. თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი კომპანიის წესდება და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2020 წლის 30 იანვრის Nგ-20-22/54 გადაწყვეტილებით შპს „იპნეტს“ გაენსაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის№20-6/314, 23.01.2020) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „იპნეტს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2020 წლის 3 თებერვალს ფაქტობრივ, საცხოვრებელ და ელექტრონულ მისამართებზე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიას არ ჩაბარდა მითითებულ მისამართებზე. განმეორებით კომპანიას გადაწყვეტილება გაეგზავნა 2020 წლის 6 თებერვალს ელექტრონულ მისამართზე. 2020 წლის 13 თებერვალს კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია არასრულყოფილად (კომისიაში რეგისტრაციის №20-6/756, 13.02.2020).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „იპნეტის“ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №20-6/314, 23.01.2020);
2.განემარტოს შპს „იპნეტს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იპნეტისთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „იპნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „იპნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდამე–2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
