წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-13 / 636

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2020 13:46

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (№38/1-2/12-91-ს, 26.06.2020), მოთხოვნილი გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილებზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.

მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები, რაც კომისიამ, შეთანხმების მიზნით საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2020 წლის 22 ივლისს აცნობა წერილობით.

შერჩეული რადიოსიხშირეების მინიჭებაზე და გამოყენებაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, კომისიას, წერილობით (№38/1-2/12-115ს, 31.07.20)აცნობა სიხშირეების კონკრეტული გადანაცვლების (პუნქტების მიხედვით) მოთხოვნით. აღნიშნული განხილული იქნა კომისიაში და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სიხშირეების საბოლოო ვერსიით მინიჭების შესაძლებლობა.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეები, 2020 წლის 20 აგვისტოდან 1წლის ვადით, ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად;

2. სახელმწიფო საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);

4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ჩაბარებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ნ. ასპანიძე);

ელისო ასანიძე       წევრი

ვახტანგ აბაშიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები