შპს „დათაჰაუს გლობალისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 14:11
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020
შპს „დათაჰაუს გლობალისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „დათაჰაუს გლობალმა” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი№20-7/631, 06.02.2020) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის გამოყოფის თაობაზე.
შპს „დათაჰაუს გლობალი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ დამტკიცებული Q.708 რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) ენიჭებათ შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.
კომისიას მიაჩნია, რომ „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შპს „დათაჰაუს გლობალს” უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი 2-208-7 (5767) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დათაჰაუს გლობალს”, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU-ს) მიერ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად გამოყოფილი საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (ISPC) შემდეგი ფორმატით: 2-208-7 (5767) საერთაშორისო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე) აცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU) შპს ”დათაჰაუს გლობალისთვის” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) 2-208-7 (5767) გამოყოფის თაობაზე, მისი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად.
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;
5. ეცნობოს შპს „დათაჰაუს გლობალს” საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის (ISPC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№6) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
