შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2020 14:26
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020
შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „დათაჰაუს გლობალმა” (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №20-7/631, 06.02.2020) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფის თაობაზე.
შპს „დათაჰაუს გლობალი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ განისაზღვრა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის სტრუქტურა და ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდის (MNC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ დამტკიცებული E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) მიერ დამტკიცებული ETS 300 523 რეკომენდაციების შესაბამისად; ამავე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია ანიჭებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ამ კანონისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ვადით და ადგენს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) ენიჭებათ კომისიის მიერ - შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბერის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „დათაჰაუს გლობალს“ უნდა მიენიჭოს მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-14 მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „დათაჰაუს გლობალს“, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) ETS 300 523 რეკომენდაციების შესაბამისად, მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდი (MNC) 282-14 მობილური ქსელის აბონენტების საერთაშორისო იდენტიფიცირებისთვის ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე) აცნობოს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (ITU) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) 282-14 გამოყოფის თაობაზე, მისი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოსაქვეყნებლად;
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფს (მ. ჯღამაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ დასტურის მიღების შემდეგ;
5. ეცნობოს შპს „დათაჰაუს გლობალს” მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდის (MNC) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) საცნობარო ბიულეტინში გამოქვეყნების შესახებ;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ გაგზავნა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№6) შპს „დათაჰაუს გლობალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
