შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2020 23:13
მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (№შ-20-10-239; 29.01.2020 და №შ-20-10-360; 05.02.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-20-10-239; 29.01.2020) თანახმად, შპს „სერვისბოქსის“ განცხადების (Nშ-20-6/258; 21.01.2020) საფუძველზე, ამავე დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2020 წლის 23 იანვარს, განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება კომპანიის აბონენტ, თ. ტაბატაძეთან, რომლის განცხადებით, 2020 წლის 18 იანვარს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ აბონენტისგან ჩაიბარა 2018 წლის 25 თებერვლის N1448 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული მოწყობილობა STB MAC C4: 2F: AD: 33: 91: 52 და აბონენტს ჩააბარა N23585 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მოწყობილობა STB MAC C4:2A: FE: 41: 29: 09, საიდანაც აბონენტი შემოწმების დღის მდგომარეობით იღებდა მომსახურებას.
2020 წლის 29 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 29 იანვრის სამსახურებრივი ბარათი (№შ-20-10-239) თანდართული მასალებით, საიდანაც ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე ირკვევა, რომ შემოწმების დროს, 2020 წლის 23 იანვარს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებდა სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „ტვ4“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი”, „პალიტრა ტვ“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „აჭარა“, „სპორტ ტვ“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta geo2”, “Setanta sport 1”, “Setanta sport 2”, “რაგბი ტვ”,“Авто 24”, „Драйв“, “fight box”, “Viasat sport”, “Vip megahit”, “Vip premiera”, “Vip comedy”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 Ru”, “Amedia hit”,”Amedia premium”, “A1”, “A2”, “Наше любимое кино”, “HCT”, “XXI”, “Paramount comedy”, “Paramount Cannel”, “Дом Кино премиум”, “Spike”, “Film box”, “Феникс”, “Еврокино”, “Cinema”, “Дом Кино”, “Мир сериала”, “Иллюзион +”, “Иллюзион Ru”, “Retro”, “ენკი ბენკი”, „Nickolodeon”, “Карусель”, “Уникум” (Детский), „Детский мир“, „Мульт“, “Nick jr”, “O!”, “Duck tv”, “Food”, “Зоопарк”, “Space tv” (ინდური), “Доктор”, “Загородная жизнь”, “Здоровое ТВ”, “Совек”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Visata Nature”, “Наука”,” „Моя планета”, ”History”, “Живая планета”, “Психология XXI”, “Вопросы и ответы”, “Домашние животные”, “Мир увлечений”, “Мама”, „Первый вегетарианский”, „Планета HD”, “Calaxy”, “Россия К”, “Оружие”, “T24”, “WF”, “Охота и рыбалка”, “Усадьба”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“, “Mtv hits”, “Mtv ru”, “VH classic”,”Ru TV” (Music one), “Music box ru”, “Music box ge”, “Шансон”, “360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “RTVi”, “English club”, “Da Vinchi”, “Рен ТВ”, “ЦТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Перец”, “Пятница”, “TV 3”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “CTC”, “THT 4”, “Medeniyyet TV”, “Birbasa”, “Домашний”, “Интер +”, “Мужской ТВ”, “ТВЦ”, “THT comedy”, “Успех”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “Vostok TV”, “Xezer”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “Euronews”, “CBC”, “Россия 24”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „მარაო“, „ობიექტივი“, „“GDS , „მაესტრო“, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „არტარეა“, „სტარვიზია“, „Food geo“, „მოლი ტვ“, „კომედი არხი“, „სამეფო არხი“ საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს). აღნიშნული შემოწმების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ აბონენტებთან საკუთარი მომსახურების მიწოდების შეთავაზებას ახორციელებს ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. კერძოდ, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ აბონენტ თ. ტაბატაძეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უცვლის სატელევიზიო სიგნალის მიმღებ მოწყობილობას და თავად ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 29 იანვრის სამსახურებრივი ბარათის (№შ-20-10-239) თანახმად, 2020 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „სპორტ ტვ“,“რაგბი ტვ”, “Авто 24”, “fight box”, “HCT”, “XXI”, “Paramount comedy”, “Paramount Cannel”, “Дом Кино премиум”, “Spike”, “Film box”, “Cinema”, “Дом Кино”, “Карусель”, „Мульт“, “Nick jr”, “O!”, “Duck tv”, “Food”, “Space tv”, “Доктор”, “Совек”, “Наука”, ”Моя планета”, “History”, “Живая планета”, “Мама”, „Планета HD”, “Россия К”, “T24”, “WF”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“, “Mtv hits”, “Mtv ru”, “VH classic”, “360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “English club”, “Рен ТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “Medeniyyet TV”, “Birbasa”, “Домашний”, “Интер +”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “Vostok TV“ , “Xezer”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “CBC”, “Россия 24”, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „მოლი ტვ“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.). შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-20-10-360; 05.02.2020) თანახმად, შპს „სერვისბოქსი“ ასევე ითხოვს კომისიამ შეისწავლოს არღვევს თუ არა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გათვალისწინებულ ვალდებულებას. კერძოდ, აქვს თუ არა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორციას“ საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებელთათვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 31 იანვარს, 3 და 5 თებერვალს განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორციის“ ვებ-გვერდის მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდზე წვდომა შეზღუდულია (თან ერთვის ე.წ. სქრინ შოტები).
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 თებერვალი, რის თაობაზეც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამავე შეტყობინებით კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2020 წლის 12 თებერვალს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი №20-6/748) ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ადასტურებენ მის მიერ სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერებას. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 20 თებერვალს.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის №20-10-509 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2020 წლის 12 თებერვალს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში დამატებით წარმოდგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის N შ20-6/748), კერძოდ: „სპორტ ტვ“,“რაგბი ტვ”, “Авто 24”, “fight box”, “HCT”, “XXI”,“Дом Кино премиум”, “Spice”, “Film box”, “Cinema”, “Дом Кино”, “Карусель”, „Мульт“,“O!”, “Duck tv”, “Food”, “Space tv”, “Доктор”, “Совек”, “Наука”, ”Моя планета”, “History”, “Живая планета”, “Мама”, „Планета HD”, “Россиа К”, “T24”, “WF”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“,“Mtv ru”,“360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “English club”, “Рен ТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “Madeiyyet TV”, “Birbasa” (Real tv), “Домашний”, “Интер +”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “”Vostok TV , “Xazar”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “CBC”, “Россия 24”, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „მოლი ტვ“. რაც შეეხება შემოწმების №40 აქტის შედეგად გამოვლენილ დარჩენილ სამაუწყებლო არხებს, კერძოდ: ,,Paramount comedy”, ,,Paramount Cannel”, “Nick jr”, “Mtv hits”, “VH classic“ გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საცნობარო წერილიდან ირკვევა, რომ ,,MTV Networks Europe Inc”-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება იმყოფება დასრულების პროცესში (წარმოდგენილი დოკუმენტაცია თან ერთვის).
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 20 თებერვლის №20-10-518 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა ,,MTV Networks Europe Inc”-ის საცნობარო წერილი რიგი სამაუწყებლო არხების: ,,Paramount comedy”, ,,Paramount Cannel”, “Nick jr”, “Mtv hits”, “VH classic“ რეტრანსლირების მართლზომიერი ტრანზიტის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა დამატებით მიმართა კომპანიას დაედასტურებინა წარმოდგენილი სანებართვო წერილის ნამდვილობა, რაც კომპანიამ ასევე წერილით დაადასტურა.
კომისიის 2020 წლის 20 თებრვლის სხდომაზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ მომსახურების დაწყების პროცესში უკვე დაწყებული იყო მოლაპარაკებები ყველა მაუწყებელთან ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით. მაუწყებლებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მოლაპარაკებებისთვის დასჭირდებოდათ გარკვეული დრო, სიჯისის გამოუგზავნეს წერილები, რომლითაც შესრულებული იქნებოდა სიჯისის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. შესაბამისად, უკანონოდ მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით სიჯისის მიმართ არცერთი მაუწყებლის პრეტენზია კომისიაში არ იქნება შემოსული. სიჯისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიჯისის მ/წ იანვარში ხელშეკრულებების დადების სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, აბონენტებს შესთავაზა უსასყიდლოდ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება. სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აბონენტ თ. ტაბატაძის მიერ წარმოდგენილი ქვითრიდან დასტურდება, რომ აბონენტს გადახდილი აქვს სიჯისის ინტერნეტ მომსახურების საფასური. სიჯისის მიერ მიწოდებული ტელევიზიის ტრანზიტისთვის აბონენტების მიერ მომსახურების საფასურის გადახდის არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი არ იარსებებს, ვინაიდან, 3 თვის განმავლობაში სიჯისის აბონენტები ამ მომსახურებას იღებენ უფასოდ. მომსახურება ფასიანი გახდება 2020 წლის 1 მარტიდან და გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. იმისთვის, რომ კომპანია „მარტივის“ უფლებები არ დარღვეულიყო, სიჯისიმ მიმართა კომისიას თხოვნით, რომ „მარტივს“ აბონენტებისთვის მომსახურება არ შეეწყვიტა და იმავე თხოვნით მიმართა სასამართლოს, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სიჯისის წარმომადგენლის განმარტებით, სიჯისიმ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ აბონენტებისთვის მომსახურება მიეწოდებინა და 3 თვის განმავლობაში აწვდის მომსახურებას უფასოდ. რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად, სიჯისი იყო უფლებამოსილი, უსასყიდლო მომსახურების შემთხვევაში არ გაეფორმებინა ხელშეკრულება და ამ უფლებას გამოიყენებენ 1 მარტამდე. სიჯისის წარმომადგენლის განმარტებით, სიჯისის ვებ გვერდი მუშაობდა წლების განმავლობაში, რაც კომისიას ექნებოდა შემოწმებული. ბოლო პერიოდში რამდენიმე კიბერთავდასხმის შედეგად, სიჯისის ვებ გვერდიდან მოპარული იყო გარკვეული ინფორმაცია, რის გამოც ჩაიკეტა ვებ გვერდი და 1 მარტიდან განახლებული სახით ამუშავდება. შესაბამისად, სიჯისის მიერ რეგლამენტით დადგენილი ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული.
კომისიის 2020 წლის 20 თებრვლის სხდომაზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი.მახარაძემ გამოაქვეყნა სიჯისის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილის შინაარსი და განმარტა, რომ უფლებამფლობელი კომპანია ამ წერილით ადასტურებს, რომ მასსა და სიჯისის შორის დასრულების პროცესშია არაექსკლუზიური 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება. ვინაიდან დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი წერილები ბოლომდე არ იძლეოდა უფლებამოსილების დადასტურებას, მიწერეს საკონტაქტო პირს და დაადასტურებინეს ეს გარემოება. კომისიაში სულ ახლახან შემოვიდა საპასუხო წერილი, რომლითაც ადასტურებენ, რომ სიჯისის გააჩნია სანებართვო წერილი მათი კონტენტის რეტრანსლირებაზე.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიის წერილის (შ-20-03/595, 21.02.2020) პასუხად, კომისიაში წარმოადგინა (შ-20-6/993, 24.02.2020) აბონენტ თ. ტაბატაძისთვის მიწოდებული მომსახურებების (მაუწყებლობის ტრანზიტი და ინტერნეტ მომსახურება) ტარიფებისა და ბილინგის შესახებ ინფორმაცია, აბონენტ თ. ტაბატაძესა და სიჯისის ქოლცენტრს შორის საუბრის ჩანაწერი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 29 იანვრის №შ-20-10-239 სამსახურებრივი ბარათი.
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 23 იანვრის №40 შემოწმების აქტი.
3. 2020 წლის 23 იანვარს ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო- ვიზუალური ჩანაწერი (CD).
4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და აბონენტს შორის 2020 წლის 18 იანვარს დადებული №23585 და 2018 წლის 25 თებერვალს დადებული
№1448 მიღება-ჩაბარების აქტები; სატელევიზიო სიგნალის მიმღები მოწყობილობის STB MAC C4:2A: FE: 41: 29: 09 ფოტოსურათი.
5. კომისიის 2020 წლის თებერვლის შეტყობინებები და აღნიშნული შეტყობინებების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 5 თებერვლის №შ-20-10-360 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით.
7. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2020 წლის 17 თებერვლის წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგგისტრაციის თარიღი: შ-20-6/869, 18.02.2020).
8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის №შ-20-10-509 სამსახურებრივი ბარათი.
9. კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ახსნა-განმარტება.
10. აბონენტ თ. ტაბატაძის მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: შ-20-6/993, 24.02.2020) აბონენტ თ. ტაბატაძისთვის მიწოდებული მომსახურებების (მაუწყებლობის ტრანზიტი და ინტერნეტ მომსახურება) ტარიფებისა და ბილინგის შესახებ ინფორმაცია. მომხმარებელ თ. ტაბატაძესა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქოლცენტრის საუბრის ჩანაწერი.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზებული საქმიანობის სახე - მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა.
2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე.
3. 2020 წლის 23 იანვარს, 11:00 საათზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტ თ. ტაბატაძესთან, მისამართზე: ქ. რუსთავი, რუსთავის სახლი მე-19 მკრ-ნი, ბინა 6, ოთახი 54, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №40. აბონენტის განცხადებით, 2020 წლის 18 იანვარს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ აბონენტისგან ჩაიბარა 2018 წლის 25 თებერვლის N1448 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაცემული მოწყობილობა STB MAC C4: 2F: AD: 33: 91: 52 და აბონენტს ჩააბარა N23585 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მოწყობილობა STB MAC C4:2A: FE: 41: 29: 09, საიდანაც აბონენტი დღევანდელი დღის მდგომარეობით იღებს მომსახურებას. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტი თ. ტაბატაძე.
4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “რუსთავი 2”, „იმედი“, „ტვ 4“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „ერთსულოვნება“, „ქართული არხი”, „პალიტრა ტვ“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „აჭარა“, „სპორტ ტვ“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta geo2”, “Setanta sport 1”, “Setanta sport 2”, “რაგბი ტვ”,“Авто 24”, „Драйв“, “fight box”, “Viasat sport”, “Vip megahit”, “Vip premiera”, “Vip comedy”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 Ru”, “Amedia hit”,”Amedia premium”, “A1”, “A2”, “Наше любимое кино”, “HCT”, “XXI”, “Paramount comedy”, “Paramount Cannel”, “Дом Кино премиум”, “Spike”, “Film box”, “Феникс”, “Еврокино”, “Cinema”, “Дом Кино”, “Мир сериала”, “Иллюзион +”, “Иллюзион Ru”, “Retro”, “ენკი ბენკი”, „Nickolodeon”, “Карусель”, “Уникум” (Детский), „Детский мир“, „Мульт“, “Nick jr”, “O!”, “Duck tv”, “Food”, “Зоопарк”, “Space tv” (ინდური), “Доктор”, “Загородная жизнь”, “Здоровое ТВ”, “Совек”, “Viasat History”, “Viasat Explorer”, “Visata Nature”, “Наука”,” „Моя планета”, ”History”, “Живая планета”, “Психология XXI”, “Вопросы и ответы”, “Домашние животные”, “Мир увлечений”, “Мама”, „Первый вегетарианский”, „Планета HD”, “Calaxy”, “Россия К”, “Оружие”, “T24”, “WF”, “Охота и рыбалка”, “Усадьба”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“, “Mtv hits”, “Mtv ru”, “VH classic”,”Ru TV” (Music one), “Music box ru”, “Music box ge”, “Шансон”, “360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “RTVi”, “English club”, “Da Vinchi”, “Рен ТВ”, “ЦТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Перец”, “Пятница”, “TV 3”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “CTC”, “THT 4”, “Medeniyyet TV”, “Birbasa”, “Домашний”, “Интер +”, “Мужской ТВ”, “ТВЦ”, “THT comedy”, “Успех”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “Vostok TV”, “Xezer”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “Euronews”, “CBC”, “Россия 24”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „მარაო“, „ობიექტივი“, „“GDS , „მაესტრო“, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „არტარეა“, „სტარვიზია“, „Food geo“, „მოლი ტვ“, „კომედი არხი“, „სამეფო არხი“.
5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება, როგორც 2020 წლის 23 იანვრის №40 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
6. 2020 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების: „სპორტ ტვ“,“რაგბი ტვ”, “Авто 24”, “fight box”, “HCT”, “XXI”, “Paramount comedy”, “Paramount Cannel”, “Дом Кино премиум”, “Spike”, “Film box”, “Cinema”, “Дом Кино”, “Карусель”, „Мульт“, “Nick jr”, “O!”, “Duck tv”, “Food”, “Space tv”, “Доктор”, “Совек”, “Наука”, ”Моя планета”, “History”, “Живая планета”, “Мама”, „Планета HD”, “Россия К”, “T24”, “WF”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“, “Mtv hits”, “Mtv ru”, “VH classic”, “360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “English club”, “Рен ТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “Medeniyyet TV”, “Birbasa”, “Домашний”, “Интер +”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “Vostok TV“ , “Xezer”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “CBC”, “Россия 24”, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „მოლი ტვ“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები და სხვ.).
7. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის №20-10-509 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, 2020 წლის 12 თებერვალს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში დამატებით წარმოდგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის N შ 20-6/748), კერძოდ: „სპორტ ტვ“,“რაგბი ტვ”, “Авто 24”, “fight box”, “HCT”, “XXI”,“Дом Кино премиум”, “Spice”, “Film box”, “Cinema”, “Дом Кино”, “Карусель”, „Мульт“,“O!”, “Duck tv”, “Food”, “Space tv”, “Доктор”, “Совек”, “Наука”, ”Моя планета”, “History”, “Живая планета”, “Мама”, „Планета HD”, “Россиа К”, “T24”, “WF”, “Дикий”, “Дикая рыбалка”, “Дикая охота”, “Телекафе”, “Время”, “Fine living”, “Travel”, “Travel adventure”, “Поехали”, “Бобер”, “Docu box”, „Fast fun box“,“Mtv ru”,“360 Tune box”, “Музыка первого”, “THT music”, “Сарафан”, “English club”, “Рен ТВ”, “RTR планета”, “ОРТ”, “Fashion box”, “Колеидоскоп”, “Madeiyyet TV”, “Birbasa” (Real tv), “Домашний”, “Интер +”, “DW”, “France 24”, “France 24 fra”, “”Vostok TV , “Xazar”, “НТВ Мир”, “UA TV”, “Az TV”, “CBC”, “Россия 24”, „ჭადრაკი ტვ“, „მეგა ტვ“, „დია“, „მოლი ტვ“. რაც შეეხება შემოწმების № 40 აქტის შედეგად გამოვლენილ დარჩენილ სამაუწყებლო არხებს, კერძოდ: ,,Paramount comedy”, ,,Paramount Cannel”, “Nick jr”, “Mtv hits”, “VH classic“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი საცნობარო წერილიდან ირკვევა, რომ ,,MTV Networks Europe Inc”-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის რეტრანსლირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება იმყოფება დასრულების პროცესში.
8. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 20 თებერვლის №20-10-518 სამსახურებრივი ბარათისა და კომისიის 2020 წლის 20 თებრვლის სხდომაზე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის განმარტების შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ კომისიაში წარმოადგინა ,,MTV Networks Europe Inc”-ის საცნობარო წერილი რიგი სამაუწყებლო არხების: ,,Paramount comedy”, ,,Paramount Cannel”, “Nick jr”, “Mtv hits”, “VH classic“ რეტრანსლირების მართლზომიერი ტრანზიტის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა დამატებით მიმართა კომპანიას დაედასტურებინა წარმოდგენილი სანებართვო წერილის ნამდვილობა, რაც კომპანიამ ასევე წერილით დაადასტურა.
9. აბონენტ თ. ტაბატაძის მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტიდან და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: შ-20-6/993, 24.02.2020) ბილინგის შესახებ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აბონენტ თ. ტაბატაძეს მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება - ოპტიკური ექსკლუზივი (opt) (18 ლარი) და CGC IPTV (0 ლარი). ასევე ირკვევა, რომ 3 თებერვალს, თანხის (30 ლარი) გადახდის შემდეგ, აბონენტს ავანსის სახით ერიცხება 12.85 ლარი (30.85 ლარი – 18 ლარი). შესაბამისად, აბონენტსთვის IPTV-ით მომსახურებისთვის თანხა არ დარიცხულა და ამ მომსახურებისთვის მას თანხა არ გადაუხდია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აბონენტ თ. ტაბატაძეს მიეწოდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქოლცენტრის მეშვეობით.
10. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორციის“ ვებგვერდზე წვდომა შეზღუდულია, რაც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორციის“ წარმომადგენლის განმარტებით, გამოწვეულია კიბერთავდასხმის გამო. მისივე განმარტებით, ვებ გვერდი განახლებული სახით ამუშავდება 1 მარტიდან.
11. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.
4. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.
„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.
6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.
10. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი (ელექტრონულად) ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება ბოლო მომხმარებელს მიეწოდება უფასოდ.
11. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებული წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მართლზომიერად ხორციელდებოდა მაუწყებლობის ტრანზიტი, ხოლო მომხმარებელ თ. ტაბატაძეს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება მიეწოდებოდა უფასოდ, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სიჯისის ვებ გვერდი მუშაობდა წლების განმავლობაში და ტექნიკური მიზეზების გამო მასზე წვდომა დროებით შეზღუდულია და როგორც, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, მ/წ 1 მარტიდან გაიხსნება განახლებული სახით, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, შესაბამისად, უნდა შეწყდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-12 პუნქტისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებული წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ო.ვოტს).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
