წვდომის მენიუ

შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 24

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2020 10:33

მიღების თარიღი იანვარი 16, 2020

შპს   ,,სერვისბოქსის“  მიმართ   შპს   ,,საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში მიმდინარეობს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“   საჩივრის   განხილვა   შპს   ,,სერვისბოქსის“,   შპს  ,,მალტისოფტისა“   და სს ,,სილქნეტის“  მიმართ  და  მოსამზადებელი  სხდომა  დანიშნულია  30  დეკემბერს,  შპს ,,სერვისბოქსმა“ დავის დასრულებამდე, 24 დეკემბერს, ცალმხრივად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეტობინების გარეშე, შეუწყვიტა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება   შპს   ,,სერვისბოქსის“   ყველა  აბონენტს, რომლებიც სარგებლობენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ ინტერნეტ მომსახურებით, რომელთა რიცხვი აჭარბებს 4000 მომხმარებელს. განმცხადებლის განმარტებით, მასიური უკმაყოფილების ტალღა მოადგა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ ქოლცენტრსა და სერვისცენტრს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, განმცხადებელმა მოითხოვა კომისიის მონიტორინგის სამსახურის მივლინება და ადგილზე რეალური ვითარების დაფიქსირება. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ განმარტებით, აღნიშნული ქმედებით შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109   მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, შპს ,,სერვისბოქსი“ ვალდებული იყო მომსახურების ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვეტამდე, უზრუნველყო მომხმარებლებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება 10 სამუშაო დღით ადრე მაინც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შპს ,,სერვისბოქსი“ ვალდებულია თავის ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის პირობების თაობაზე, რაც არ არის განხორციელებული. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ განცხადებით, შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ, ასევე დარღვეულია მათ შორის არსებული, 2017 წლის 1 თებერვალს დადებული, 2020 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც ეხება ქსელზე დაშვებასა და მომსახურების კეთილსინდისიერად განხორციელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ 2019 წლის 30 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა” და შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენლები, კომისიამ 2019 წლის 30 დეკემბრის   №19-16/750 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სერვისბოქსის“ წინააღმდეგ შპს

,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადების განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განსაზღვრა 2020 წლის 16 იანვარი, რის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე. კომისიის 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლები. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2019 წლის 24 დეკემბრის განცხადება კომისიაში შემოტანილია შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2019 წლის 10 დეკემბრის საჩივართან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და კომისიამ ის არ უნდა განიხილოს როგორც ცალკე საჩივარი. აქედან გამომდინარე, უნდა შეწყდეს შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მასალები დაერთოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 2019 წლის 10 დეკემბრის საჩივრის მასალებს.

შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის განცხადების   გათვალისწინებით,   კომისიას მიაჩნია,  რომ უნდა  შეწყდეს  შპს ,,სერვისბოქსის“ წინააღმდეგ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” განცხადების განხილვის მიზნით კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-16/749 გადაწყვეტილებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მასალები დაერთოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 2019 წლის 10 დეკემბრის საჩივარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის   მე-5 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 451 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს შპს ,,სერვისბოქსის“ მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 2019 წლის 24 დეკემბრის განცხადების განხილვის მიზნით კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის №გ-19-16/749 გადაწყვეტილებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების მასალები დაერთოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” 2019 წლის 10 დეკემბრის საჩივარს.

2.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს ,,სერვისბოქსისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

3.  გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს ,,სერვისბოქსისთვის“  და  შპს   ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,   N6) შპს ,,სერვისბოქსისთვის“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  (მე-2  პუნქტის  გარდა)  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია). 

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები