შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2020 12:14
მიღების თარიღი ივნისი 18, 2020
შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში: „კომისია“) ერთობლივი განცხადებით (№ შ-20-6/2512, 13.05.2020) მიმართეს შპს „ახალმა ქსელებმა“, შპს „ახტელმა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ სს „სილქნეტის“, შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ წინააღმდეგ დავის დაწყების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება დაზუსტდა კომპანიების ერთობლივი განცხადებებით (№შ-20-6/2642, 20.05.2020 და №შ-20-6/2921,03.06.2020). საბოლოოდ დაზუსტებული განცხადების (შემდგომში: „ერთობლივი საჩივარი“) თანახმად, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მოთხოვნას აყენებენ შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ.
2. „შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (Nგ-20-16/484, 04/06/2020) შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივარი (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) მიღებულ იქნა განსახილველად საჩივრის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) შპს „სერვისბოქსისათვის“ მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას; ბ) შპს „სერვისბოქსისა“ და სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტთა ანგარიშსწორებისთვის დამაბნეველი საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებას.
3. ერთობლივ საჩივარში მოთხოვნილია, შპს„სერვისბოქსს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა 2020 წლის იანვრიდან 1 მაისის ჩათვლით მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. საჩივრის ავტორების მტკიცებით, შპს „სერვისბოქსის“ მიერ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა კონკურენტი კომპანიების რეპუტაციის შელახვას და მას შედეგად მოჰყვა - აბონენტების უკმაყოფილება, გადინება და საჩივრები კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში. ამასთანავე, კომპანიებს მიადგათ მატერიალური ზიანი.
4. გარდა ამისა, ერთობლივი საჩივრის ავტორები ითხოვენ შპს „სერვისბოქსს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. კერძოდ, ერთობლივ საჩივარში მითითებულია, რომ შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებს შპს „ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს აბონენტები და აზიანებს საჩივრის ავტორ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ შპს „სერვისბოქსის“ ანგარიშზე.
5. ერთობლივ საჩივარში ასევე დაყენებულია მოთხოვნა, სს „სილქნეტს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა „ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. საჩივარში მითითებულია, რომ სს „სილქნეტი“ 2020 წლის 1 მაისიდან აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებს შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს აბონენტები და აზიანებს აღნიშნულ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ სს „სილქნეტის“ ანგარიშზე. საჩივრის ავტორები ითხოვენ სს „სილქნეტს“ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან „მარტივის“ გამოყენებით შექმნილ აპლიკაციაში შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მონაცემების უნებართვო გამოყენება.
6. შპს „სერვისბოქსის“ პოზიციით, ერთობლივი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები არ ადასტურებს საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, შპს „სერვისბოქსის“ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. გარდა ამისა, შპს„სერვისბოქსის“ წარმომადგენლების განმარტებით, კომპანია ანგარიშსწორებისთვის იყენებს იგივე სააბონენტო ნომრებს, რასაც საჩივრის ავტორი კომპანიები, თუმცა ეს სააბონენტო ნომრები არ არის საჩივრის ავტორი კომპანიების საკუთრება. ამასთან, შპს„სერვისბოქსმა“ აბონენტებს მიაწოდა სათანადო ინფორმაცია ანგარიშსწორების თაობაზე და გაატარა ყველა საჭირო ღონისძიება აბონენტების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად.
7. სს „სილქნეტის“ პოზიციით, კომპანია აბონენტთა იდენტიფიცირებისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებს თავისივე, უნიკალურ რვანიშნა სააბონენტო ნომრებს, რომლებიც არ ემთხვევა არცერთი სხვა ოპერატორის, მათ შორის, ერთობლივი საჩივრის ავტორი კომპანიების მიერ გამოყენებულ აბონენტებისთვის მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს. შესაბამისად, შეუძლებელია სილქნეტის მიერ გამოყენებული ანგარიშის ნომრით აბონენტის შეცდომაში შეყვანა ან დაბნევა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სს„სილქნეტი“ მიუთითებს, რომ ერთობლივი საჩივარი სს „სილქნეტის“ მიმართ არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კომისიას ასევე განცხადებებით მიმართა შპს „სერვისბოქსმა“ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) წინააღმდეგ (შემდგომში: შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი). საჩივრის ავტორი ითხოვს, ავტორიზებულ პირებს - შპს „ახალ ქსელებს“, შპს„ახტელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ დაეკისროთ პასუხისმგებლობა შპს „სერვისბოქსის“ მიმართ კეთილსინდისიერი კონკურენციის ვალდებულების დარღვევის, აბონენტების იძულებით და მოტყუებით გადაბირებისათვის.
9. „შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილებით (N გ-20-16/484, 04/06/2020) შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი სრულად იქნა მიღებული განსახილველად.
10. შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის მიხედვით, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ სათანადო ინფორმაციის მიწოდების გარეშე უცვლიან აბონენტებს შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მიმღებ დეკოდერს და აბონენტები გაუთვითცნობიერებლად ხდებიან შპს„ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მომსახურების მიმღები. ამასთან, შპს „სერვისბოქსის“ მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები ტექნიკურ ხარვეზებს უქმნიან მის აბონენტებს, რის გამოც მათ ეთიშებათ შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტტელევიზია (IPTV).
11. გარდა ამისა, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ იგი ინტერნეტს ყიდულობს შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია შპს „სისტემ ნეტისგან“. საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 13 მაისს 17:00 საათზე გათიშა შპს „სერვისბოქსის“ პორტები, რამაც გამოიწვია შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მომსახურების გათიშვა აბონენტებთან. ამასთან, გაითიშა მხოლოდ ის პორტები, რომლებიც ემსახურებოდა შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის აბონენტებს, უშუალოდ შპს „სერვისბოქსს“ კი - ინტერნეტის მიწოდება არ შეწყვეტია.
12. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციით, შპს „სერვისბოქსი“ არ არის საჩივრის წარდგენაზე დაინტერესებული პირი, ვინაიდან მას არ ჰყავს აბონენტები და არ აწვდის სატელევიზიო მომსახურებას. კერძოდ შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებს მომსახურებას აწვდიდა ე.წ. „მულტიკასტ“ ტექნოლოგიის გამოყენებით, რისი შესაძლებლობაც მას საჩივრის შეტანის მომენტში არ გააჩნია. გარდა ამისა, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი დაუსაბუთებელია, საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები არ ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენას. შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, შპს „სერვისბოქსისთვის“ ინტერნეტმომსახურების მიწოდების შეწყვეტა განპირობებული იყო შპს „სერვისბოქსის“ მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით და არ იყო მართლსაწინააღმდეგო. ამრიგად, შპს „ახალი ქსელები“, შპს„ახტელი“ და შპს „სისტემ ნეტი“ მიიჩნევენ, რომ შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის მიზნით კომისიის მოსამზადებელი სხდომები გაიმართა 2020 წლის 28 მაისს და 4 ივნისს. 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე კომისიამ მიიღო საოქმო გადაწყვეტილება ერთობლივი საჩივრისა და შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის საკითხების გაერთიანების თაობაზე.
14. მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ 2020 წლის 8 ივნისს შპს„სერვისბოქსმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილები (№შ-20-6/2991, 08.06.2020 და №შ-20-6/2993, 08.06.2020). აღნიშნულ წერილებში მითითებულია მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ ცალკეულ აბონენტებთან გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე თანდართულია სატელეფონო ჩანაწერები აბონენტებთან და მიმართვა კომისიისადმი, რომ ჩაატაროს მონიტორინგი აღნიშნულ აბონენტებთან დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით.
15. შპს „სერვისბოქსსა“ და შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს" და შპს „სისტემ ნეტს“ შორის, და შპს „ახალი ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „სერვისბოქსს" და სს „სილქნეტს“ შორის დავის განხილვა გაიმართა 2020 წლის 11 და 18 ივნისს.
16. დავის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ხათუნა ინჯიამ, შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლებმა დავით ჯიქიამ, თამარ მამფორიამ და თამარ ხარაზიშვილმა, სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა. კომისიის ინიციატივით დავის განხილვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვან გარემოებების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით 2020 წლის 11 ივნისის სხდომაში მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა გვანცა ჩხეიძემ.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს „სისტემ ნეტის”, შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ შესახებ;
2. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი განცხადება (შ-20-6/2512, 13.05.2020) თანდართული მასალებით;
3. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დაზუსტებული განცხადება (შ-20-6/2642, 20.05.2020) თანდართული მასალებით;
4. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დაზუსტებული განცხადება (შ-20-6/2921, 03.06.2020) თანდართული მასალებით;
5. შპს „სერვისბოქსის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2905, 03.06.2020) თანდართული მასალებით;
6. შპს „სერვისბოქსის“ და შპს „მალტისოფტის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2942, 04.06.2020) თანდართული მასალებით;
7. სს„სილქნეტის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/3024, 10.06.2020) თანდართული მასალებით;
8. შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2574, 15.05.2020) თანდართული მასალებით;
9. შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2698, 22.05.2020) თანდართული მასალებით;
10. შპს „სისტემ ნეტის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2698, 25.05.2020) თანდართული მასალებით;
11. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2749, 25.05.2020) თანდართული მასალებით;
12. კომისიის აპარატის ტექნოლოგიებისა და სპექტრის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1162, 04.06.2020) თანდართული მასალებით;
13. კომისიის აპარატის ტექნოლოგიებისა და სპექტრის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1243, 17.06.2020).
14. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს „სისტემ ნეტის”, შპს „სერვისბოქსის“, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები;
15. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის მიერ სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს„სისტემ ნეტი”, შპს„სერვისბოქსი“, სს „სილქნეტი“ განეკუთვნებიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს (მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან).
2. ცალკეულმა აბონენტებმა1 (სულ 6 აბონენტი) 2020 წლის მარტის თვეში მიმართეს მომხმარებლების ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით ახალი ქსელების და მარტივის სატელევიზიო მომსახურების შეწყვეტის თაობაზე (მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დაზუსტებული განცხადება (შ-20-6/2921, 03.06.2020) თანდართული მასალებით; მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის მიერ სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია).
3. რამოდენიმე აბონენტმა (სულ 4 აბონენტი) 2020 წლის იანვრის თვეში განცხადებით მიმართა შპს„ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ დირექტორს. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ იყვნენ შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ აბონენტები და მათი სათანადო ინფორმირების გარეშე შეუცვალეს ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი, აგრეთვე დაუმონტაჟეს სხვა მომსახურების მიმწოდებლის (სს „სილქნეტის“) აპარატურა და ითხოვენ შპს „ახალი ქსელების“ ინტერნეტმომსახურების აღდგენას. აბონენტებმა შპს„ახალ ქსელებს“ მსგავსი შინაარსის შემცველი ინფორმაცია მიაწოდეს სატელეფონო ზარებით (მტკიცებულება: შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს 1 შენიშვნა: აბონენტების პერსონალური მონაცემები (მათ შორის, სახელი და გვარი) მითითებულია საქმის მასალებში. განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით კომისია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უშუალოდ აბონენტების პერსონალური მონაცემების გადაწყვეტილებაში ასახვას.
ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დაზუსტებული განცხადება (შ-20-6/2921, 03.06.2020) თანდართული მასალებით).
4. შპს„ახალი ქსელები“, შპს„ახტელი“, შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ და შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით იყენებენ ერთსა და იმავე საიდენტიფიკაციო ნომრებს (მტკიცებულება: შპს„ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დაზუსტებული განცხადება (შ-20-6/2921,03.06.2020) თანდართული მასალებით, შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი განცხადება (შ-20-6/2512, 13.05.2020) თანდართული მასალებით; შპს „სერვისბოქსის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2905,03.06.2020) თანდართული მასალებით, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენლის, აგრეთვე შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები).
5. სს „სილქნეტი“ აბონენტთა იდენტიფიცირებისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებს თავისივე უნიკალურ, რვანიშნა სააბონენტო ნომრებს, რომლებიც არ ემთხვევა შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „სერვისბოქსის“ მიერ აბონენტებისთვის მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს (მტკიცებულება: სს „სილქნეტის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/3024,10.06.2020) თანდართული მასალებით, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება).
16. შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებს აწვდის ინტერნეტტელევიზიის მომსახურებას ე.წ.„უნიკასტ“ ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტტელევიზიის მისაწოდებლად საჭიროა, აბონენტს რომელიმე ინტერნეტპროვაიდერის მიერ მიეწოდებოდეს ინტერნეტმომსახურება (მტკიცებულება: შპს„სერვისბოქსის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, კომისიის აპარატის ტექნოლოგიებისა და სპექტრის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1162,04.06.2020) თანდართული მასალებით, კომისიის აპარატის ტექნოლოგიებისა და სპექტრის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1243, 17.06.2020).
17. ცალკეული აბონენტები (სულ 4 აბონენტი) შპს „სერვისბოქსს“ მიმართავენ განცხადებით/აფიქსირებენ პრეტენზიას სატელეფონო ზარებით, რომ დაუკავშირდნენ შპს„ახალი ქსელებიდან“ და უთხრეს, რომ ვეღარ ისარგებლებდნენ შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული (MarTV-ის) სატელევიზიო მომსახურებით, რადგან აუცილებელია აბონენტს ახალი ქსელების ინტერნეტთან ერთად ტელევიზიაც ახალი ქსელების ჰქონდეს. აბონენტთა ნაწილი კი მიუთითებს, რომ მოუხსნეს შპს „სერვისბოქსის“ (MarTV-ის) დეკოდერი და დაუყენეს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ დეკოდერი, ისინი უკმაყოფილო არიან ახალი მომსახურებით და ითხოვენ შპს „სერვისბოქსის“ მომსახურების დაბრუნებას (მტკიცებულება: შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2574, 15.05.2020) თანდართული მასალებით; შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2698, 22.05.2020) თანდართული მასალებით). აღნიშნული აბონენტებიდან არცერთს საქმის განხილვის მომენტისათვის არ მიუმართავს მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურისთვის (მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის მიერ სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია).
6. ცალკეული აბონენტები (სულ 2 აბონენტი), სატელეფონო ზარებით აფიქსირებენ პრეტენზიას შპს „სერვისბოქსთან“ ინტერნეტტელევიზიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ხარვეზის აღმოფხვრა ფიქსირდება შპს „სერვისბოქსის“ ოპერატორის მითითებით ინტერნეტტელევიზიის დეკოდერის ინტერნეტის სხვა პორტში გადართვის შემდეგ (მტკიცებულება: შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2574, 15.05.2020) თანდართული მასალებით; შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2698, 22.05.2020) თანდართული მასალებით). აღნიშნული აბონენტებიდან არცერთს საქმის განხილვის მომენტისათვის არ მიუმართავს მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურისთვის (მტკიცებულება: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის მიერ სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია).
7. კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად შპს „სერვისბოქსის“ მიერ მითითებულ აბონენტთან შემოწმების მომენტში მოდემის პორტებზე შეზღუდვის ფაქტი არ დადასტურდა (მტკიცებულება: კომისიის აპარატის ტექნოლოგიებისა და სპექტრის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1162,04.06.2020) თანდართული მასალებით).
8. შპს „სერვისბოქსმა“ წარმოადგინა ე.წ. „სქრინშოთები“, რომლებზეც დატანილია ტექნიკური მონაცემები ცალკეული IP მისამართების თაობაზე და მიუთითა, რომ შპს„სისტემ ნეტმა“ შეუწყვიტა საბითუმო ინტერნეტის მიწოდება იმ პორტებში, რომლებითაც უზრუნველყოფდა აბონენტებისათვის ინტერნეტტელევიზიის მომსახურების გაწევას (მტკიცებულება: შპს „სერვისბოქსის“ განცხადება (შ-20-6/2698, 22.05.2020) თანდართული მასალებით; შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება).
18. შპს„სისტემ ნეტმა“ წარმოადგინა შპს„სერვისბოქსთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი, ანგარიშფაქტურების ასლები და ელ. ფოსტით შპს„სერვისბოქსისთვის“ გაგზავნილი წერილის ე.წ. „სქრინშოთი“ და მიუთითა, რომ შპს„სისტემ ნეტმა“ შპს „სერვისბოქსს“ ინტერნეტმომსახურების მიწოდება შეუწყვიტა დავალიანების გამო (მტკიცებულება: შპს „სისტემ ნეტის“ წერილობითი მოსაზრება (შ-20-6/2698, 25.05.2020) თანდართული მასალებით; შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება).
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ“.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება განეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
9. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში: „რეგლამენტი“) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედით, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი.
1. შპს „სერვისბოქსის“ მიერ მოსამზადებელი სხდომის შემდგომ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი როგორც აღინიშნა, მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ 2020 წლის 8 ივნისს შპს „სერვისბოქსმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილები (№შ-20-6/2991,08.06.2020 და №შ-20-6/2993, 08.06.2020). აღნიშნულ წერილებში მითითებულია მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ ცალკეულ აბონენტებთან გამოვლენილ დარღვევებზე, აგრეთვე თანდართულია სატელეფონო ჩანაწერები აბონენტებთან და მიმართვა კომისიისადმი, რომ ჩაატაროს მონიტორინგი აღნიშნულ აბონენტებთან დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე. ამასთან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია აღჭურვილია უფლებამოსილებით, მხარეების მიერ კანონით დადგენილი წესით მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გარდა საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები, მათ შორის, მხარეებისგან. კომისია არ გამორიცხავს, რომ დასახელებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცალკეულ შემთხვევაში დავის განხილვისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით მხარეებისგან თავად გამოითხოვოს ან/და მხარეებს ნება დართოს, წარმოადგინონ მტკიცებულებები, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ.
განსახილველ შემთხვევაში შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები მოსამზადებელი სხდომის დასრულების შემდგომ. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ უნდა იქნეს დაშვებული. ამავდროულად, შპს „სერვისბოქსი“ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც საჩივარში არ ყოფილა დასახელებული. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებები უკავშირდება ახალი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტს. შპს „სერვისბოქსის“ საჩივრით ჩამოყალიბებულ მოთხოვნა სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება. თავის მხრივ, ახალი მტკიცებულებების დაშვების შემთხვევაში, ისინი უნდა გადაეცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მიეცეს საპასუხო მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, რაც გაუმართლებლად გაახანგრძლივებს წინამდებარე დავის განხილვას. შესაბამისად, კომისია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შპს„სერვისბოქსის“ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაშვებას ან სხვა გარემოებების დაზუსტებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსის“ წერილები (№შ-20-6/2991,08.06.2020 და №შ-20-6/2993, 08.06.2020) თანდართული მასალებით არ უნდა იქნეს დაშვებული მტკიცებულებად.
2. კომისიის გადასაწყვეტი საკითხები და მტკიცებულებითი სტანდარტი
განსახილველ შემთხვევაში ავტორიზებული პირების მიერ დაყენებული მოთხოვნები უკავშირდება მოწინააღმდეგე მხარე ავტორიზებული პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. კერძოდ, შპს „ახალ ქსელები“, შპს „ახტელი“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ითხოვენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ ავტორიზებულ პირებს - შპს „სერვისბოქსს“ და სს„სილქნეტს“. ანალოგიურად, შპს„სერვისბოქსი“ ითხოვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების - შპს„ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს„სისტემ ნეტისათვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამრიგად, განსახილველი დავა შეეხება ავტორიზებულ პირებს შორის დავის სპეციფიკურ კატეგორიას. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა, იყოს ავტორიზებული პირის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისთვის ამა თუ იმ პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება.
ავტორიზებული პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კომისიის მხრიდან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმის მიუხედავად, თუ რომელი კატეგორიის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხდება ამ საკითხის განხილვა -კომისია წყვეტს საკითხს თავისი ინიციატივით მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისას, თუ - სხვა ავტორიზებული პირის ან მომხმარებლის საჩივრით ინიცირებული დავის ფარგლებში. ავტორიზებული პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტები, მათ შორის, პასუხისმგებლობის დაკისრების მტკიცებულებითი სტანდარტი საკმაოდ მკაცრია. კომისიამ ავტორიზებულ პირს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი დამაჯარებელი მტკიცებულებები. დაუშვებელია პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება მარტოოდენ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი - შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, აგრეთვე მის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები და შეგროვებული ფაქტობრივი გარემოებები, რათა დაადგინოს, რამდენად დამაჯერებლად ადასტურებენ ისინი შესაბამისი ავტორიზებული პირების მიერ სამართალდარღვევის ჩადენას.
3. ერთობლივი საჩივარი
ა) მოთხოვნა შპს „სერვისბოქსის“ მიერ მცდარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე როგორც აღინიშნა, ერთობლივ საჩივარში მოთხოვნილია, შპს „სერვისბოქსს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა 2020 წლის იანვრიდან 1 მაისის ჩათვლით მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი, დამაბნეველი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. საჩივრის ავტორების მტკიცებით, შპს „სერვისბოქსის“ მიერ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა კონკურენტი კომპანიების რეპუტაციის შელახვას და მას შედეგად მოჰყვა - აბონენტების უკმაყოფილება, გადინება და საჩივრები კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში.
ერთობლივი საჩივრის ავტორი კომპანიების წარმომადგენელმა სხდომაზე მიუთითა, რომ აბონენტებმა შპს „სერვისბოქსისგან" მიიღეს მცდარი ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) მათ მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი არ ეცვლებოდათ და რეალურად შეეცვალათ ინტერნეტოპერატორი სს „სილქნეტის“ სახით; ბ) კომპანია „ახალი ქსელები“ გაკოტრდა და ვეღარ გააგრძელებდა მათთვის მომსახურების მიწოდებას.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების და შპს „სერვისბოქსის“ მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად ერთობლივი საჩივრის ავტორებს წარმოდგენილი აქვთ შემდეგი სახის მტკიცებულებები - 1. აბონენტების (სულ 6 აბონენტი) საჩივრები მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან ახალი ქსელების და მარტივის სატელევიზიო მომსახურების შეწყვეტის თაობაზე და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილები შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიმართ აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით. 2. აბონენტების განცხადებები (სულ 4 აბონენტი) და სატელეფონო ჩანაწერები, რომლებშიც აბონენტები მიუთითებენ, რომ არიან შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ აბონენტები და სათანადო ინფორმირების გარეშე შეუცვალეს ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი, აგრეთვე დაუმონტაჟეს სხვა მომსახურების მიმწოდებლის (სს „სილქნეტის“) აპარატურა და ითხოვენ შპს „ახალი ქსელების“ ინტერნეტმომსახურების აღდგენას.
შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლები უარყოფენ ერთობლივ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებენ, რომ ეს გარემოებები არ დასტურდება საჩივრით წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
აღსანიშნავია, რომ ერთობლივი საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში - აბონენტების განცხადებებსა და სატელეფონო ჩანაწერებში არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ არ არის მითითებული არც შპს „სერვისბოქსის“ და არც მისი რომელიმე თანამშრომლის მიერ ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. ერთობლივი საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შპს „სერვისბოქსის“ მიერ რაიმე ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც კომისიის წინაშე დამაჯერებლად დადასტურდებოდა, რომ შპს „სერვისბოქსმა“ აბონენტებს მიაწოდა ინფორმაცია მათი ინტერნეტოპერატორის ცვლილების ან/და შპს „ახალი ქსელების“ გაკოტრების და მათთვის მომსახურების მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი საჩივრის ავტორებმა ვერ დაადასტურეს შპს „სერვისბოქსის“ მიერ დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, საჩივარი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შპს „სერვისბოქსისთვის“ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბ)მოთხოვნა შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიერ აბონენტთა საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენების თაობაზე ერთობლივ საჩივარში დაყენებულია მოთხოვნა, შპს „სერვისბოქსს“ და სს „სილქნეტს“ დაეკისროთ პასუხისმგებლობა შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მონაცემების უნებართვო გამოყენებისთვის. კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ სს „სილქნეტი“ და შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით უნებართვოდ იყენებენ შპს„ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ აბონენტები და აზიანებენ ერთობლივი საჩივრის ავტორ კომპანიებს, ვინაიდან, ცალკეული აბონენტები შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მომსახურების საფასურს შეცდომით რიცხავენ შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ ანგარიშზე.
როგორც აღინიშნა, კომისიის მიერ საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად იმ ნაწილში, რომელიც შეეხება აბონენტების შეცდომაში შეყვანას აბონენტთა საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებით, ხოლო კონკრეტული საიდენტიფიკაციო ნომრების მონაცემთა ბაზის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა კომისიამ არ მიიჩნია საკუთარ კომპეტენციად და საჩივრის ამ ნაწილზე შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. „შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივრის (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) და შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698, 22.05.2020) მიმართ შპს„სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N გ-20-16/484, 04/06/2020).
ერთობლივი საჩივრის ავტორებს საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვთ აბონენტთა განცხადებები/სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდება საიდენტიფიკაციო ნომრის გამო შეცდომით სხვა კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანას.
აღსანიშნავია, რომ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა უარყო სს „სილქნეტის“ მიერ შპს„ახალი ქსელების“, შპს„ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ აბონენტთათვის მინიჭებული ნომრების გამოყენება. სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, სს „სილქნეტი“ აბონენტთა იდენტიფიცირებისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებს თავისივე უნიკალურ, რვანიშნა სააბონენტო ნომრებს, რომლებიც არ ემთხვევა არცერთი სხვა ოპერატორის, მათ შორის, ერთობლივი საჩივრის ავტორი კომპანიების მიერ აბონენტებისთვის მინიჭებულ სააბონენტო ნომრებს. შესაბამისად, შეუძლებელია სილქნეტის მიერ გამოყენებული ანგარიშის ნომრით სხვა ოპერატორების სერვისების მიღება და აბონენტის შეცდომაში შეყვანა ან დაბნევა.
სს „სილქნეტმა“ საკუთარი პოზიციის დამადასტურებლად წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები - ამონაწერი სილქნეტის ბილინგიდან, სს „სილქნეტის“ საგადახდო აპლიკაციის ამსახველი ფოტოები. ერთობლივი საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა სს „სილქნეტის“ პოზიციას და ეჭვქვეშ დააყენებდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობას. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ მიმართ არ დასტურდება ერთობლივ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ამ ნაწილში ერთობლივი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც აღინიშნა, შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ კომპანია ანგარიშსწორებისთვის იყენებს იგივე სააბონენტო ნომრებს, რასაც საჩივრის ავტორი კომპანიები. ამასთან, მათი განმარტებით, კომპანიამ აბონენტებს მიაწოდა სათანადო ინფორმაცია ანგარიშსწორების თაობაზე და არ ხდება აბონენტების შეცდომაში შეყვანა.
ამრიგად, ირკვევა, რომ შპს „სერვისბოქსი“ და საჩივრის ავტორი კომპანიები აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით იყენებენ ერთსა და იმავე საიდენტიფიკაციო ნომრებს. შესაბამისად, კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნებს ამგვარი საიდენტიფიკაციო სისტემა და აქვთ თუ არა ავტორიზებულ პირებს აბონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით ერთი და იგივე ნომრების გამოყენების უფლება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი, ხოლო რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელთან მომხმარებლის ანგარიშსწორება ხორციელდება წარდგენილი მომსახურების ანგარიშის საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონი, ისე - რეგლამენტი ადგენს ავტორიზებული პირების ვალდებულებას - აბონენტებს მიაწოდონ ზუსტი, არადამაბნეველი ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების, მათ შორის, ანგარიშსწორების მიზნით გამოსაყენებელი საიდენტიფიკაციო ნომრების შესახებ. ამასთან, მნიშვნელოვანია, აბონენტებთან ანგარიშსწორება ხდებოდეს იმგვარი პირობებით, რომ თავიდან იყოს აცილებული მათი დაბნევა, შეცდომაში შეყვანა.
სხვადასხვა ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებთან ანგარიშსწორებისთვის განკუთვნული ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო სისტემის გამოყენება თავისთავად დამაბნეველი არ არის. აბონენტთა სათანადო ინფორმირების და საგადახდო სისტემებში ავტორიზებული პირების ანგარიშების გამიჯვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული აბონენტთა დაბნევა და შეცდომაში შეყვანა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის უპირობო მოთხოვნა არ არის, რომ თითოეულ ავტორიზებულ პირს ჰქონდეს აბონენტთა ანგარიშსწორებისთვის განკუთვნული განსხვავებული, უნიკალური საიდენტიფიკაციო სისტემა. კანონმდებლობა უშვებს ავტორიზებული პირების მიერ აბონენტებთან ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრების სისტემით ანგარიშსწორებას, თუ საგადახდო სისტემა იქნება იმგვარად აწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული აბონენტთა დაბნევა და შეცდომაში შეყვანა. ცხადია, ნებისმიერი ანგარიშსწორების სისტემის და აბონენტთა სრულყოფილად ინფორმირების შემთხვევაშიც არ გამოირიცხება ცალკეული შემთხვევები, როდესაც აბონენტი შეცდომით ახდენს ანგარიშსწორებას. ასეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების წესებს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ საგადახდო სისტემებში აბონენტებთან ანგარიშსწორება ხდება მომსახურების სახის, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის სახელწოდების (ზოგჯერ - ასევე ლოგოს ან სავაჭრო ნიშნის) არჩევის შემდგომ საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის გზით. კომისია მიიჩნევს, რომ ავტორიზებული პირების მომსახურებისა და ანგარიშების ამგვარი გამიჯვნის პირობებში მიღებულია სათანადო ზომები აბონენტთა დაბნევისა და შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ შპს„სერვისბოქსის“ და საჩივრის ავტორი კომპანიების მიერ აბონენტთა ანგარიშსწორების მიზნით ერთი და იგივე საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენება აბონენტთა შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგინდება ერთობლივი საჩივარში მითითებული დარღვევა და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი
ა)მოთხოვნა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ აბონენტთა მიმართ ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევისა და აბონენტებისთვის განზრახ ტექნიკური ხარვეზების გამოწვევის თაობაზე შპს „სერვისბოქსის“ საჩივრის მიხედვით, შპს „ახტელი“ და შპს „ახალი ქსელები“ აბონენტებს სათანადო ინფორმირების გარეშე უცვლიან შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მიმღებ დეკოდერს და აბონენტები გაუთვითცნობიერებლად ხდებიან შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მომსახურების მიმღები. ამასთან, შპს „სერვისბოქსის“ მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები ტექნიკურ ხარვეზებს უქმნიან მის აბონენტებს, რის გამოც მათ ეთიშებათ შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტტელევიზია (IPTV).
შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციით, შპს „სერვისბოქსი“ არ არის საჩივრის წარდგენაზე დაინტერესებული პირი, ვინაიდან მას არ ჰყავს აბონენტები და არ აწვდის სატელევიზიო მომსახურებას. კერძოდ, შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებს მომსახურებას აწვდიდა ე.წ. „მულტიკასტ“ ტექნოლოგიის გამოყენებით, რისი შესაძლებლობაც მას საჩივრის შეტანის მომენტში არ გააჩნია, ვინაიდან მულტიკასტ რესურსს აღარ იღებს შპს„ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელისგან“.
კომისია ვერ გაიზიარებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ პოზიციას, რომ შპს„სერვისბოქსი“ არ არის საჩივრის წარდგენაზე დაინტერესებული პირი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენლის ახსნა- განმარტების, ისევე როგორც კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, შპს„სერვისბოქსი“ აბონენტებს ინტერნეტტელევიზიის მომსახურებას აწვდის ე.წ. „უნიკასტ“ ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგიით ინტერნეტტელევიზიის მისაწოდებლად საჭიროა, აბონენტს რომელიმე ინტერნეტპროვაიდერის მიერ მიეწოდებოდეს ინტერნეტმომსახურება. შესაბამისად, შპს„სერვისბოქსი“, შესაძლებელია, მიჩნეულ იქნეს საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირად.
ამავდროულად, შპს„სერვისბოქსის“ საჩივრის დაკმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები - მოწინააღმდეგე მხარის - შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურდეს დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად შპს „სერვისბოქსმა“ წარმოადგინა შემდეგი სახის მტკიცებულებები: 1. აბონენტების განცხადებები და სატელეფონო ჩანაწერები, რომლებშიც აბონენტები შპს „სერვისბოქსს“ მიმართავენ, რომ დაუკავშირდნენ შპს „ახალი ქსელებიდან“ და უთხრეს, რომ ვეღარ ისარგებლებდნენ შპს „სერვისბოქსის“ მიერ მიწოდებული (MarTV- ის) სატელევიზიო მომსახურებით, რადგან აუცილებელია აბონენტს ახალი ქსელების ინტერნეტთან ერთად ტელევიზიაც ახალი ქსელების ჰქონდეს. 2. სატელეფონო ჩანაწერები აბონენტებთან, სადაც აბონენტები მიუთითებენ შპს „სერვისბოქსის“ ინტერნეტტელევიზიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის აღმოფხვრა ფიქსირდება შპს „სერვისბოქსის“ ოპერატორის მითითებით ინტერნეტტელევიზიის დეკოდერის ინტერნეტის სხვა პორტში გადართვის შემდეგ.
შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს„სერვისბოქსის“ საჩივარი დაუსაბუთებელია, საჩივარში მოყვანილი მტკიცებულებები არ ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ იდენტიფიცირებულ აბონენტებს საქმის განხილვის მომენტისათვის არ მიუმართავს მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურისთვის. გარდა ამისა, კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად შპს „სერვისბოქსის“ მიერ მითითებულ აბონენტთან შემოწმების მომენტში მოდემის პორტებზე შეზღუდვის ფაქტი არ დადასტურდა.
კომისია მიიჩნევს, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებლად არ ადასტურებს შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ დასახელებული ქმედებების ჩადენას. აბონენტების განცხადებებით და სატელეფონო ჩანაწერებით პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტით არ დასტურდება შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ აბონენტის მომსახურების თავისუფლად არჩევის უფლების და სათანადო ინფორმირების ვალდებულების დარღვევა და ის გარემოება, რომ შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ განზრახ უწყვეტდნენ აბონენტებს ინტერნეტის მიწოდებას იმ პორტებში, რომლებითაც მათ შპს „სერვისბოქსის“ მიერ ინტერნეტტელევიზია მიეწოდებათ. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უშუალოდ გამოკვეთდა შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბ) მოთხოვნა შპს „სისტემ ნეტის“ მიერ ინტერნეტმომსახურების შეწყვეტის თაობაზე შპს „სერვისბოქსის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ იგი ინტერნეტს ყიდულობს შპს „ახალი ქსელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანია შპს „სისტემ ნეტისგან“. საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „სისტემ ნეტმა“ 2020 წლის 13 მაისს 17:00 საათზე გათიშა შპს„სერვისბოქსის“ პორტები, რამაც გამოიწვია შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის მომსახურების მიწოდების შეწყვეტა აბონენტებთან. ამასთან, გაითიშა მხოლოდ ის პორტები, რომლებიც ემსახურებოდა შპს „სერვისბოქსის“ ტელევიზიის აბონენტებს, უშუალოდ შპს „სერვისბოქსს“ კი - ინტერნეტის მიწოდება არ შეწყვეტია. შპს „სერვისბოქსი“ ითხოვს შპს „სისტემ ნეტს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტის გზით არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამო. საჩივრის ავტორის მტკიცებით, შპს „სისტემ ნეტის“ მიერ ინტერნეტმომსახურების მიწოდება უკავშირდება შპს„სერვისბოქსისთვის“ ხელშეშლას, სათანადოდ მიაწოდოს ინტერნეტტელევიზიის მომსახურება აბონენტებს, რაც - კეთილსინდისიერი კონკურენციის ვალდებულების დარღვევაა.
როგორც აღინიშნა, შპს „სერვისბოქსმა“ წარმოადგინა ე.წ. „სქრინშოთები“, რომლებზეც დატანილია ტექნიკური მონაცემები ცალკეული IP მისამართების თაობაზე და მიუთითა, რომ შპს „სისტემ ნეტმა“ შეუწყვიტა ინტერნეტის მიწოდება იმ პორტებში, რომლებითაც უზრუნველყოფდა აბონენტებისათვის ინტერნეტტელევიზიის მომსახურების გაწევას.
თავის მხრივ, შპს „სისტემ ნეტმა“ წარმოადგინა შპს „სერვისბოქსთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი, ანგარიშფაქტურების ასლები, ელ. ფოსტით შპს„სერვისბოქსისთვის“ გაგზავნილი წერილის ე.წ. „სქრინშოთი“ და მიუთითა, რომ შპს„სისტემ ნეტმა“ შპს „სერვისბოქსს“ ინტერნეტმომსახურების მიწოდება შეუწყვიტა დავალიანების გამო და ეს არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან შემდეგ გარემოებებზე: შპს„სისტემ ნეტი“ შპს „სერვისბოქსს“ შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში აწვდიდა ინტერნეტმომსახურებას. 2020 წლის 13 მაისს შპს „სისტემ ნეტმა“ შპს „სერვისბოქსს“ შეუწყვიტა ინტერნეტმომსახურების მიწოდება. მხარეები ვერ თანხმდებიან იმ გარემოებაზე - ინტერნეტმომსახურების შეწყვეტა 2020 წლის 13 მაისს მოხდა სრულად, თუ მხოლოდ იმ პორტებში, რომელთა გამოყენებითაც შპს „სერვისბოქსი“ აბონენტებს აწვდიდა ინტერნეტტელივიზიის მომსახურებას.
გარდა ამისა, შპს „სისტემ ნეტმა“ წარმოადგინა დავალიანების ამსახველი ანგარიშფაქტურები და „სერვისბოქსისთვის“ ელ. ფოსტით გაგზავნილი წერილის ე.წ.„სქრინშოთი“ იმის დასადასტურებლად, რომ შპს „სერვისბოქსს“ ნამდვილად ჰქონდა შპს„სისტემ ნეტის“ ინტერნეტმომსახურებისთვის გადასახდელი დავალიანება და მისთვის მომსახურების შეწყვეტაც ამ დავალიანებას უკავშირდებოდა. შპს „სერვისბოქსისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შპს „სისტემ ნეტი“ შპს „სერვისბოქსს“ აცნობებს, რომ ერიცხება 2020 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის დავალიანება, რის გამოც უწყდება მომსახურება და დავალიანების დასაფარად ეძლევა 10 დღის ვადა. წერილის გაგზავნის მომენტად მითითებულია 2020 წლის 13 მაისი, 15:09 საათი (+0400). აღსანიშნავია, რომ წერილში მითითებული დროის მომენტი წინ უსწრებს შპს„სერვისბოქსის“ მიერ მითითებულ ინტერნეტმომსახურების შეწყვეტის მომენტს - 2020 წლის 13 მაისის 17:00 საათს, რაც ამყარებს შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შპს„სერვისბოქსისთვის“ ინტერნეტმომსახურების მიწოდების დავალიანების გამო შეწყვეტის ვარაუდს. ამავე დროს, შპს „სერვისბოქსს“ არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა შპს „სისტემ ნეტის“ მტკიცებულებებს დავალიანების არსებობის თაობაზე. უფრო მეტიც, შპს „სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე არ გამორიცხა ასეთი დავალიანების არსებობა.
კომისია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა ვერ მიიჩნევა არაკეთილსინდისიერ კონკურენციად. შპს „სერვისბოქსს“ არ დაუსაბუთებია, რატომ შეიძლება დავალიანების გამო ინტერნეტმომსახურების მიწოდების როგორც ერთ კონკრეტულ, ისე - ყველა პორტში შეწყვეტა დაკვალიფიცირდეს არაკეთილსინდისიერ კონკურენციად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სერვისბოქსის“ საჩივარი შპს „სისტემ ნეტისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, კომისია, მიზანშეწონილად მიიჩნევს, დამატებით გამოიკვლიოს კონტენტპროვაიდერების მიერ საკუთარი კონტენტის აბონენტებთან მისაწოდებლად ინტერნეტის შესყიდვის საჭიროების საკითხი და მისი გავლენა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციასა და მომხმარებლების უფლებებზე. სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მოკვლევის შედეგად, კომისია დაიწყებს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 მუხლების, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სერვისბოქსის“ წერილები (№შ-20-6/2991, 08.06.2020 და №შ-20-6/2993,08.06.2020) თანდართული მასალებით არ იქნეს დაშვებული მტკიცებულებად.
2. შპს „სერვისბოქსის“ და სს „სილქნეტის“ მიმართ შპს „ახალ ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ერთობლივი საჩივარი (დაზუსტებული განცხადება: №შ-20-6/2921, 03.06.2020) არ დაკმაყოფილდეს.
3. შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ (№შ-20-6/2574, 15.05.2020) და შპს „სისტემ ნეტის“ (№შ-20-6/2698,22.05.2020) მიმართ შპს„სერვისბოქსის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს „სისტემ ნეტის”, შპს„სერვისბოქსისა“ და სს „სილქნეტისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“, შპს„სისტემ ნეტის”, შპს „სერვისბოქსისა“ და სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).
კახი ბექაურე თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
