წვდომის მენიუ

შპს ,,მალტისოფტის“, შპს ,,სერვისბოქსისა“ და სს ,,სილქნეტის,, მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივართან და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ შეგებებულ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: გ-20-16 / 60

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2020 18:55

მიღების თარიღი იანვარი 23, 2020

შპს ,,მალტისოფტის“, შპს ,,სერვისბოქსისა“ და სს ,,სილქნეტის,, მიმართ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივართან და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ შეგებებულ განცხადებასთან   დაკავშირებით    წარმოდგენილი    მასალების    გაცნობისა    და    დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ (შემდგომში - სიჯისი) კომისიას შპს ,,მალტისოფტის“ (შემდგომში - მალტისოფტი), შპს ,,სერვისბოქსისა“ (შემდგომში - სერვისბოქსი) და სს ,,სილქნეტის“ (შემდგომში - სილქნეტი) წინააღმდეგ საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ სიჯისის აბონენტებს სისტემატურად უკავშირდებიან და არასწორ ინფორმაციას აწვდიან, კერძოდ: ა) აბონენტის ზარიდან ირკვევა, რომ მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო კომპანია მარტივიდან (სერვისბოქსი) და თუ დაუყონებლივ არ გააფორმებდა ახალ ხელშეკრულებას შეუწყდებოდა სატელევიზიო მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია შეეძლო მიეღო ცხელ ხაზზე - 350032. ამ ნომერზე ოპერატორი პასუხობს, რომ ეს არის კომპანია მალტისოფტი (საჩივარზე დანართი 1. ქოლცენტრის ჩანაწერი); ბ) აბონენტს მიუვიდა სმს შეტყობინება აქციასთან დაკავშირებით. ამავე დროს მივიდნენ კორპუსში, დგამდნენ აპარატურას და სიჯისის სახელით სთავაზობდნენ ახალ მომსახურებას აქციის ფარგლებში (საჩივარზე დანართი 2. ქოლცენტრის ჩანაწერი);   გ) აბონენტის ზარიდან ირკვევა, რომ მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო კომპანია მარტივიდან (სერვისბოქსი) და თუ დაუყონებლივ არ გააფორმებდა ახალ ხელშეკრულებას შეუწყდებოდა სატელევიზიო მომსახურება, რადგან სიჯისიმ შეწყვიტა მათთან ხელშეკრულება. აბონენტი ამბობს, რომ მას შეეშინდა მომსახურების შეწყვეტის და მისცა თანხმობა (საჩივარზე დანართი 3. ქოლცენტრის ჩანაწერი); დ) აბონენტს დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ მარტივი (სერვისბოქსი) სთავაზობს ახალ ხელშეკრულებას, რისთვისაც საჭიროა მისი თანხმობა და ახალი ქსელის შეყვანა სახლში (საჩივარზე დანართი 4. ქოლცენტრის ჩანაწერი); ე) აბონენტს, მოტყუებით, სიჯისის სახელით გაუფორმეს ახალი ხელშეკრულება, ჩახსნეს სიჯისის ქსელი და შეუყვანეს სილქნეტის ინტერნეტი. სიჯისიში გადამოწმების შემდეგ აბონენტმა უარი განაცხადა ახალ ხელშეკრულებაზე (საჩივარზე დანართი 5. ქოლცენტრის ჩანაწერი);    ვ) აბონენტს, რომელსაც შესთავაზეს ახალი ინტერნეტი და სატელევიზიო მოწყობილობები, ხელშეკრულება    დაუდო    სერვისბოქსმა    და  მალტისოფტმა,    ხოლო აბონენტთან განთავსებული აპარატურა ეკუთვნის სილქნეტს, ასევე, ხელშეკრულებაში მითითებულია სილქნეტის ცხელი ხაზის 2100100 ნომერი (საჩივარზე დანართი 6 და 7); ზ) აბონენტს, რომელსაც მიეწოდა სილქნეტის ინტერნეტ მომსახურების მისაღებად აპარატურა, მიუვიდა სატელეფონო შეტყობინება სილქნეტი სახელით გადახდის ახალი კოდის მითითებით (საჩივარზე დანართი 8. სმს გზავნილის ფოტო). სიჯისი საჩივარში აღნიშნავს, რომ მალტისოფტი, სერვისბოქსი და სილქნეტი   წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს   და მათზე სრულად ვრცელდება კომისიის გადაწყვეტილებები, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ და   ,,რეკლამის   შესახებ“  საქართველოს კანონები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. შესაბამისად, კომისია, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თვალყური ადევნოს და არეგულიროს ეკონომიკის ამ დარგში მიმდინარე პროცესები და უზრუნველყოს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამ ამოცანის განხორციელებას ემსახურება კანონისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა, მათ შორის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები. სიჯისი საჩივარში აღნიშნავს, რომ ეფექტიანი კონკურენციის პირობები მოითხოვს როგორც კონკურენტული საფასო პოლიტიკის, ისე მომხმარებლებისთვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას, რასაც თავის მხრივ არეგულირებს ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განმარტავს თუ რას წარმოადგენს ,,არასათანადო რეკლამა“, ,,არაკეთილსინდისიერი რეკლამა“, ,,არასარწმუნო რეკლამა“ და ,,შეცდომაში შემყვანი რეკლამა“, რისი მთავარი აზრი მდგომარეობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში და მოტყუებაში, რასაც ემატება კონკურენტის ინტერესების დაზიანება. ამავე კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას და ადგენს, რომ პირი, რომლის ინტერესები დარღვეულია, უფლებამოსილია მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება, ისე, მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. საჩივრის ავტორის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები ცალსახად მოწმობენ, რომ სიჯისის საქმიანი რეპუტაცია გამოყენებულ იქნა აბონენტთა შეცდომაში შესაყვანად. აბონენტები შეცდომაში შეიყვანეს არამხოლოდ მომსახურე კომპანიის იდენტიფიცირების მიზნით, არამედ იმითაც, რომ დააშინეს მომსახურების შეწყვეტით, ასევე, კომპანიის მიმართ აბონენტთა ლოლიალური განწყობის საზიანოდ, მათ საფრთხე შეუქმნეს აბონენტთა პერსონალური ინფორმაციის გაცემის საიდუმლოებას, ხოლო მათ მიერ გაყიდული პროდუქტი აღმოჩნდა კონკურენტი კომპანიის - სილქნეტის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიჯისი მოითხოვა: 1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მალტისოფტის, სერვისბოქსისა და სილქნეტის მიმართ, მათ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნტისა და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გამო, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამავე კანონის მე-4 თავით განსაზღვრული სანქციების დაკისრების თაობაზე. 2. წინამდებარე საჩივრით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, მოეთხოვოს მალტისოფტს, სერვისბოქსს და სილქნეტს დაუყონებლივ შეწყვიტონ სიჯისის აბონენტებთან დაკავშირება და მათი შეცდომაში შეყვანა. 3. წინამდებარე საჩივრით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოეთხოვოს შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ პირს ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

2019 წლის 11 დეკემბერს, სიჯისის საჩივარი თანდართულ მასალასთან ერთად გადაეგზავნა მალტისოფტს, სერვისბოქსს, სილქნეტს და ეთხოვათ 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინათ პოზიცია საჩივართან დაკავშირებით.

2019 წლის 17 დეკემბერს, სილქნეტმა კომისიაში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (შ-19 6/4850, 17.12.19), სადაც აღნიშნულია, რომ მალტისოფტსა და სილქნეტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სილქნეტიმალტისოფტს უწევს რიგ მომსახურებებს, მათ შორის, უზრუნველყოფს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით (ოპტიკური ქსელით და მოწყობილობებით - ქსელური და სააბონენტო) და ინტერნეტით. სილქნეტის განმარტებით,  აბონენეტები,   რომლებსაც  მიეწოდებათ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, არ წარმოადგენენსილქნეტის აბონენტებს, რაც დასტურდება საჩივარზე თანდართულიმტკიცებულებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სილქნეტისთვის  გაუგებარია სიჯისის საჩივარში აღნიშნული ბრალდებები, სილქნეტის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით.

2019 წლის 18 დეკემბერს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სიჯისიმ კომისიას წარმოუდგინა საჩივართან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები (შ-19-6/4864,  18.12.2019)  -  CD  დისკი,  აბონენტების განცხადებები  და  სოციალური  ქსელის (Facebook)  სიჯისის  პოსტიდან ამონარიდი.  ასევე,  მიმართა  წერილობით  (შ-19-6/4865, 18.12.19.), სადაც აღნიშნულია, რომ სიჯისისა და სერვისბოქსს, ასევე, აბონენტებსა და სერვისბოქსს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სიჯისი ახორციელებს ქოლცენტრით მომსახურებას. 2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, სერვისბოქსმა სიჯისის აბონენტებს გაუგზავნა როგორც მობილური, ასევე, სატელევიზიო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და შეუწყვიტა სატელევიზიო მომსახურება. აბონენტებმა საჩივრებით და პრეტენზიებით მიმართეს სიჯისის ქოლცენტრს. აბონენტები, განცხადებებში, ასევე, აღნიშნავენ, რომ მომსახურების საფასურის გადახდის მიუხედავად, შეუწყდათ   სატელევიზიო   მომსახურების   მიწოდება,   ასევე,   მათ   უკავშირდებოდნენ ,,Martv”-დან, ეუბნებოდნენ, რომ უქმდებოდა სიჯისისთან დადებული ხელშეკრულება და სატელევიზიო მომსახურების მიწოდების მიზნით სთავაზობდნენ სხვა კომპანიაში გადასვლას.

2019 წლის 19 დეკემბერს, მალტისოფტმა განცხადებით (შ-19-6/4875, 19.12.19) მიმართა კომისიას, სადაც აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, მალტისოფტს ჩაბარდა შეტყობინება სიჯისის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის მოსამზადებელი სხდომის გამართვის თაობაზე, თუმცა, არ მიუღია 2019 წლის 11 დეკემბერს მასთან გაგზავნილი სიჯისის საჩივარი თანდართულ მასალასთან ერთად. შესაბამისად, მალტისოფტს არ ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა საჩივარს და ჩამოეყალიბებინა პოზიცია საჩივართან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მალტისოფტმა ითხოვა მოსამზადებელი სხდომის გადადება საჩივრის და მასზე თანდართული მასალის გაცნობისა და პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 19 დეკემბერს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით Nგ-19-03/3926, 16.12.2019) ეცნობათ მალტისოფტს, სერვისბოქსს, სილქნეტს და სიჯისის. შეტყობინებით, მათ, ასევე, განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული     კოდექსის  98-ე   და  99-ე  მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე სილქნეტის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სილქნეტის მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილობით პოზიციას (შ-19 6/4850, 17.12.19) და აღნიშნა, რომ სილქნეტი არ წარმოადგენს მხარეს მოცემულ დავაზე. სილქნეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მალტისოფტსა და სილქნეტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სილქნეტი მალტისოფტს უწევს რიგ მომსახურებებს. შესაბამისად, სილქნეტისთვის გაუგებარია სიჯისის საჩივარში აღნიშნული ბრალდებები, სილქნეტის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მალტისოფტის წერილობითი განცხადებისა (შ-19-6/4875, 19.12.19) და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სერვისბოქსს და სილქნეტს  მოსამზადებელ სხდომაზე გადაეცათ სიჯისის მიერ 2019 წლის 18 დეკემბერს კომისიაში წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები (შ-19-6/4864) და სერვისბოქსმა დრო ითხოვა მასალების გაცნობის მიზნით, მოსამზადებელი სხდომა გაგრძელდა 2019 წლის 30 დეკემბერს, რის შესახებ სერვისბოქსი, სილქნეტი და სიჯისი გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზევე.

2019 წლის 24 დეკემბერს, სიჯისიმ განცხადებით (შ-19-6/4953, 24.12.19) მიმართა კომისიას, სადაც   აღნიშნულია,   რომ   მიუხედავად   იმისა,   რომ   კომისიაში   მიმდინარეობს   შპს ,,საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კომპანიის“  საჩივრის  განხილვა  შპს ,,სერვისბოქსის“, შპს ,,მალტისოფტისა“ და სს ,,სილქნეტის“ მიმართ და მოსამზადებელი სხდომა დანიშნულია 30 დეკემბერს, შპს ,,სერვისბოქსმა“ დავის დასრულებამდე, 24 დეკემბერს, ცალმხრივად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეტობინების გარეშე, შეუწყვიტა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება შპს ,,სერვისბოქსის“ ყველა აბონენტს, რომლებიც სარგებლობენ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ ინტერნეტ მომსახურებით. შედეგად, 4000-ზე მეტმა მომხმარებელმა პრეტენზიით მიმართა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ ქოლცენტრსა და სერვისცენტრს. აღნიშნული ქმედებით შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109   მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, შპს ,,სერვისბოქსი“ ვალდებული იყო მომსახურების ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვეტამდე, უზრუნველყო მომხმარებლებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება 10 სამუშაო დღით ადრე მაინც, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შპს ,,სერვისბოქსი“ ვალდებულია თავის ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის პირობების თაობაზე, რაც არ არის განხორციელებული. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კომპანიის“ განცხადებით, შპს ,,სერვისბოქსის“ მიერ, ასევე, დარღვეულია მათ შორის არსებული, 2017 წლის 1 თებერვალს დადებული, 2020 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც ეხება ქსელზე დაშვებასა და მომსახურების კეთილსინდისიერად განხორციელებას.

2019 წლის 27 დეკემბერს, კომისიის წერილის (23.12.2019. № გ-19-03/4014) პასუხად, სიჯისიმ კომისიაში წარმოადგინა სიჯისის წერილზე (შ-19-6/4865, 18.12.2019) თანდართული განცხადებების ავტორებთან (აბონენტებთან) დადებული მომსახურებების ხელშეკრულებების ასლები.

2019 წლის 30 დეკემბერს (შ-19-6/5019), სილქნეტმა, კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის Nგ-19-03/4037 წერილის საფუძველზე, კომისიაში წარმოადგინა სილქნეტსა და მალტისოფტს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება კომერციული ნაწილის დაფარვით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ,,პროდუქტის“, ,,აბონენტებისა“ და აბონენტობის მსურველი პირებისთვის მიწოდების მიზნით, მალტისოფტის დავალების შესაბამისად, სილქნეტი საკუთარი მუშახელის (მათ შორის ქვეკონტრაქტორების) და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოფს მალტისოფტისთვის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ,,მომსახურების“ გაწევას. მომსახურება მოიცავს: მალტისოფტის სახელითა და დავალებით აბონეტისთვის ,,პროდუქტის“ მიწოდების მიზნით აბონენტებისთვის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობას და აბონენტებთან სააბონენტო დოკუმენტაციის გაფორმებას; სილქნეტის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში მალტისოფტის აბონენტებისთვის მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გატარებას; მალტისოფტის აბონენტებისთვის, მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიღებისას, დაზიანების აღმოფხვრის უზრუნველყოფას; საბილინგო მომსახურებას, ქოლცენტრით მომსახურებას და როგორც ინტერნეტ, ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები აბონენტებისაგან მომსახურების საფასურის/სააბონენტო გადასახდელის ამოღების მომსახურებას; მალტისოფტის მიერ აბონენტებისთვის ინტერნეტით მომსახურების მიწოდების მიზნით, მალტისოფტის უზრუნველყოფა სილქნეტის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით (ოპტიკური ქსელით და მოწყობილობებით - ქსელური და სააბონენტო) და ინტერნეტით, ხოლო აღნიშნული მომსახურებისათვის მალტისოფტი სილქნეტს გადაუხდის შესაბამისი მომსახურების საფასურს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სერვისბოქსის, მალტისოფტის, სილქნეტისა და სიჯისის წარმომადგენლები. სიჯისის წარმომადგენელმა ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ წლების წინ სილქნეტი სატელევიზიო არხებს აწვდიდა სიჯისის, რომელიც, თავის მხრივ, ამ არხებს აწვდიდა მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ სიჯისის არანაირი დავალიანება სილქნეტის წინაშე არ ჰქონდა, სილქნეტმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტა ხელშეკრულება და სიჯისის აბონენტები დატოვა სატელევიზიო მომსახურების გარეშე. ეს იყო პირველი მაგალითი ბაზარზე არაკონკურენტულ პირობებში მცირე ოპერატორის ჩაყენების, რომლის მიზანიც იყო კომპანიის ბაზრიდან გაძევება. ამის შემდეგ, ბაზარზე შემოვიდა ახალი კომპანია შპს „ტექნომაქსი“, რომელმაც სიჯისის შესთავაზა ახალი პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება ამტკიცებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ, როგორც პროდუქტი, ისე აპარატურა, აბონენტი და კონტენტი წარმოადგენდა შპს „ტექნომაქსის“ საკუთრებას, კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უკანონო კონტენტის გავრცელებაზე დააკისრა შპს ,,საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციასაც“.  ეს გადაწყვეტილება  გამოიყენა სს „სილქნეტმა“ შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ სოლიდარული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის სამოქალაქო წესით. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „ახალი ქსელების“ მიერ ადმინისტრაციული წესით. დღევანდელი გადმოსახედიდან, ის დაიტოვებდა უფლებას კომისიისთვის ეთხოვა, რომ დღეს, როდესაც კომისიისთვის ნათელი  გახდა ის  გარემოება,  რომ  შპს  „ტექნომაქსი“,  რომელიც  საქმიანობას  ეწევა  შპს „სერვისბოქსის“ სახელით და რომელიც არ წარმოადგენს შპს „ახალი ქსელების“ და შპს ,,საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  მართვად კომპანიას შესაძლებელი იყოს ამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაკეთდეს მორიგება, რომლის პირობები შესაძლებელია დამატებით კომისიასთან ერთად განიხილონ მომავალში. ეს ორი წინაპირობა მათი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად გადმოსცენ ის მდგომარეობა, რაშიც დღეს აღმოჩნდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“. კერძოდ, კომპანიის აბონენტებს მიეწოდათ მცდარი ინფორმაცია მომსახურების გამწევი კომპანიის შესახებ. ვინაიდან, თავდაპირველად პირი, რომელიც უკავშირდებოდა შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტებს, აცხადებდა, რომ იყო სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენელი და ახორციელებდნენ აპარატურის შეცვლას. შემდეგ აბონენტებს განუცხადეს, რომ თუ ისინი არ გადავიდოდნენ სხვა ოპერატორის ინტერნეტ ქსელში, მათ მაუწყებლობა შეუწყდებოდათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ პოლიტიკას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან, კომპანიამ შეცვალა ტაქტიკა და სოციალური გვერდის და სხვა საშუალებებით აბონენტებს აცნობეს, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ ვადამდე შეუწვიტა ხელშეკრულება, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ გაეთიშათ აბონენტები. ვინაიდან, ზარების განხორციელების შემდეგ, აბონენტებისგან არ მიიღეს სასურველი შედეგი, ჯერ 15 დეკემბერს და შემდეგ 17 დეკემბერს გათიშულ იქნა 494 აბონენტი. 19 დეკემბერს გათიშულ იქნა 500 აბონენტი, ხოლო  23  დეკემბერს  გათიშეს  4000  აბონენტი. აღნიშნული გათიშვის შედეგად, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ დაკარგა 500-ზე მეტი აბონენტი, თუმცა ეს ციფრი მზარდია და ამ დღეებში ეს მონაცემები დაზუსტდება. სიჯისის წარმომადგენლმა, სიჯისის ქოლცენტრის ერთ-ერთი ჩანაწერისა და ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნა, რომ ქოლცენტრის ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია 10 დეკემბერს, პირველი ჩანაწერია ამ პროცესის დაწყებიდან და ოპერატორი, რომელიც აბონენტს პასუხობს, თავიდანაც ცოტა დაბნეულია. მან ჯერ კიდევ არ იცის რა ხდება და იგი აყოვნებს პასუხის გაცემას. ვიდეორგოლში ასახულია თუ რა ხდებოდა ამ დღეებში სიჯისის  ოფისში.  რამდენი  უკმაყოფილო  აბონენტია  შეკრებილი  იმ  იმედით,  რომ  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მათ შესთავაზებს რაიმე მომსახურებას წინასაახალწლოდ. სიჯისი მაქსიმალურად შეეცადა მის ხელთ არსებული საშუალებებით დაეკმაყოფილებინათ აბონენტები. აბონენტების სურვილი იყო საახალწლოდ ჰქონოდათ გარანტირებული მომსახურება, იმ პირობით, რომ მათ არ სურდათ სხვა კომპანიის მომსახურების მიღება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ თითოეულ აბონენტს და როგორ უფრთხილდება ის თავის საქმიან რეპუტაციას და როგორი მნიშვნელოვანია აბონენტების სოლიდარობა და ერთგულება. სწორედ ამის გამო მოხდა ის, რომ ამ პატარა კომპანიამ 20 წლის განმავლობაში მოახერხა და შეინარჩუნა არაკონკურენტულ გარემოში აბონენტთა ეს რაოდენობა. როდესაც საუბარია ბაზრის რეგულირებაზე, საქმიან რეპუტაციაზე, აუცილებელია გაითვალისწინონ ესეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ პატარა რეგიონებში რეპუტაციას და მომხმარებლების ინტერესების შესაბამის ქმედებებს. ისინი მუდმივად ცდილობენ მომხმარებლების სურვილები გაითვალისწინონ და შესაბამისი მომსახურებები გაუწიონ. ეს ნდობა მოიპოვეს შრომით და საქმის კეთებით და ის, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ქ. რუსთავში ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, მეტყველებს იმაზე, რომ მათ ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ამ რაოდენობის აბონენტები ყოლოდათ. სიჯისის წარმომადგენლის განმარტებით, შეცდომაში შეყვანილ აბონენტებს ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუფორმა ორმა იურიდიულმა პირმა - სერვისბოქსმა და მალტისოფტმა. ორივე იურიდიული პირი ავტორიზებულია. ხელშეკრულება ორი სახის მომსახურებას მოიცავს - ინტერნეტ და სატელევიზიო მაუწყებლობის ტრანზიტს, თუმცა ხელშეკრულებაში არ არის გამიჯნული რომელი კომპანია რომელ მომსახურებას სწევს. მას აქვს ამასთან დაკავშირებით კითხვები: ჰქონდა თუ არა კომისიას მსგავსი პრაქტიკა, რომ ერთ აბონენტს ერთი და იგივე მომსახურებას უწევდეს ორი კომპანია? ვის ეკუთვნის ეს აბონენტი და ვინ არის მის წინაშე პასუხისმგებელი პირი? ვის ბაზაში ხვდება ეს აბონენტი? აბონენტთა რაოდენობის განსასაზღვრელად და თუ ეს სოლიდარული პასუხისმგებლობაა და ერთობლივი საქმიანობაა, მაშინ უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ, მათ შორის, ფინანსურ ნაწილშიც, რომელიც მოიცავს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულებას. თუ აღნიშნულ საკითხებს არ შეეხება, სხვაგვარად ვერ დაასაბუთებს რატომ აქვს მოთხოვნილი გარკვეული დოკუმენტაცია. კითხვა ისმის შემოსავლების და ხარჯების ნაწილშიც, კერძოდ, როგორ მიჯნავენ ისინი შემოსავალს და ხარჯებს კომპანიების სხვა შემოსავლებიდან. მათი ინფორმაციით, არცერთი ზემოაღნიშნული კომპანია არ არის საბითუმო ინტერნეტის შემომტანი საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აბონენტმა მიიღო კომპანია სს „სილქნეტის“ ინტერნეტ პროდუქტი. აბონენტს შეტყობინება მიუვიდა სს „სილქნეტისგან“ მომსახურების საფასურის გადახდის კოდის მითითებით და აპარატურა, რომელიც განთავსებულ იქნა აბონენტის ბინაში, წარმოადგენს სს „სილქნეტის“ საკუთრებას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ კომისიაში წარმოადგინეს. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით სს „სილქნეტმა” მოახდინა საკუთარი პროდუქტის რეალიზება. სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისია წარმოადგენს სპეციალური უფლებამოსილების მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მის მთავარ ფუნქციას და ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის რეგულირება, ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, მის შენარჩუნება და განვითარება. ამ მიზნით, ის ახდენს ბაზარზე როგორც ფინანსურ-ტექნიკური რეგულირების ზომების დაწესებას, ისე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას, რაც გამოიხატება დისკრიმინაციის აკრძალვაში, გაწეული მომსახურების პირობების საჯაროობაში და სხვ. სწორედ კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და განვითარებას ემსახურება კეთილსინდისიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი პირობა - მომხმარებლებისთვის სწორი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება, კონკურენტის საქმიანი რეპუტაციის არშელახვა, რასაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს. სამწუხაროდ მორალური კრიტერიუმები ბაზრის მოთამაშეებისა ხშირად შესახსენებელი და დასადგენია. ამ კუთხით ერთადერთი ხელშესახები საკანონმდებლო აქტი არის სწორედ კანონი ,,რეკლამის შესახებ“. „ელექტრონული კომუნიკაციების“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დარგის რეგულირებას კომისია ახორციელებს სხვა საკანონმდებლო აქტებითაც და შესაბამისად მას აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება გამოიყენოს ეს კანონი. სიჯისის წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებელთა    ნაწილში    უხეშად    იქნა    დარღვეული    შპს    „სერვისბოქსის“  მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, შპს „სერვისბოქსი“ ვალდებული იყო მომხმარებლებისთვის ვადაზე ადრე შეეტყობინებინა მომსახურების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და მათ გვერდზე უნდა განეთავსებინათ ამ საკითხზე ინფორმაცია, რასაც ადგილი არ ჰქონია. სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ქმედებები წლების განმავლობაში მიზანმიმართულია მცირე ოპერატორის ბაზრიდან გაძევებისკენ, მისი დისკრედიტაციისკენ იმ გზებით და საშუალებებით, რაც კანონით აკრძალულია. კომისიის მიზანს და ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ბაზარზე ისეთი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეების განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიჯისის წარმომადგენელმა, საჩივარში აღნიშნული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა:  1.  კომისიამ  დაავალოს     შპს  „სერვისბოქსს“,  შპს  „მალტისოფტს“  და  სს „სილქნეტს“ წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე სასწრაფოდ შეწყვიტონ საკუთარი პროდუქტის გაყიდვის მიზნით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება აბონენტებისთვის. 2. სიჯისი ითხოვდა მომსახურების აღდგენას, მაგრამ მას სურს მადლობა გადაუხადოს კომისიის მონიტორინგის ჯგუფს და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რომლებმაც მყისიერად მიიღეს ზომები. ჩავიდნენ ქ. რუსთავში და ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ ეს მომსახურება აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ. მართალია იქ არსებობს ტექნიკური პრობლემები, რომლებიც ტექნიკურმა ჯგუფმა უკეთესად იცის და თუ საჭირო გახდა დააზუსტებენ. თუმცა ის არსებითი მოთხოვნა, რომელიც იყო მომსახურების აღდგენა - შესრულებულია. მოსამზადებელი სხდომის ფარგლებში სურთ კომისიას მიმართონ თხოვნით, რომ მოპასუხეებს დაავალონ წარდმოადგინონ ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც სს „სილქნეტს“ უფლებას ანიჭებს საკუთარი პროდუქცია გაყიდოს კომპანიების - შპს „სერვისბოქსისა“ და შპს „მალტისოფტის“ სახელით. სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა მიერ მომსახურების პირობების გასაჯაროვებას, ხოლო კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანია ვალდებულია არ განახორციელოს კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის სუბსიდირებები. ხოლო, შემდგომი გადაწყვეტილებებით სს „სილქნეტი“ ცნობილია მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების საბითუმო სეგმენტზე. ამ გადაწყვეტილებით მას დაკისრებულია აქვს როგორც ინტერნეტის გლობალურ რესურსთან დაშვების პირობების გამოცხადება, ისე ინფორმაციის გამჭირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე შემთხვევაში, იქნება ის გლობალური ინტერნეტის მიმწოდებელი თუ თავადვე განახორციელებს საცალო გაყიდვებს ქ. რუსთავში, იგი ვალდებულია გაასაჯაროოს როგორც მომსახურების ტექნიკური, ისე ფინანსური პირობები. კომისიამ უნდა შეამოწმოს: რა სამართლებრივი საფუძველი აქვს სს „სილქნეტის“ მომსახურების მიწოდებას ისეთი სახით, როგორც უკვე მან ზემოთ ისაუბრა და ხომ არ ირღვევა ამ მიწოდებით სს „სილქნეტზე“ დაკისრებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები, რომლებიც მას აკისრია მათ მიერ მითითებული კომისიის გადაწყვეტილებით. სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სურთ დააზუსტონ სარჩელის მოთხოვნები და მიმართონ კომისიას თხოვნით: 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დააკისრონ პასუხისმგებლობა ავტორიზებულ პირებს რომელთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული მომხმარებელთა უფლებები, კერძოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის ზემოთ მოყვანილი მუხლები. 2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად დააკისრონ პასუხისმგებლობა ავტორიზებულ პირებს რომელთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“. 3. დაავალდებულონ კომპანია შპს „სერვისბოქსი“, რათა მან არ შეუწყვიტოს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდება აბონენტებს. სიჯისის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მათ მიერ წარმოდგენილ პოზიციაში შეგნებულად არ იქნა აქცენტი გაკეთებული მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რადგან ეს არსებითი განსახილველი საკითხი დღეს არ იყო კომისიისთვის, თუმცა, ხელშეკრულება წარმოდგენილი გვაქვს კომისიაში და ეს ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 14 თებერვლამდე. თუმცა, იმის მიუხედავად ხელშეკრულება გაგრძელდება თუ არა, რჩება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  კანონისმიერი  ვალდებულება  -  ქსელთან დაშვების ვალდებულება. სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში შპს „სერვისბოქსს“ ყოველთვის აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მოითხოვოს შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელში დაშვება და მინიმალური დაშვების საფასურის გადახდით უზრუნველყოს აბონენტებისთვის მომსახურების გაწევა. როდესაც დაშვების ვალდებულებას განსაზღვრავდა კანონმდებელი, მის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რომ არ მომხდარიყო მომხმარებლებისთვის იმგვარად მომსახურების შეწყვეტა, რომ ეს დაკავშირებული ყოფილიყო ქსელთან არდაშვებასთან. ანუ ტექნიკურად და სამართლებრივად, მას გააჩნია ყველა საშუალება იმისა, რომ ვადამდე, დისკრიმინაციულად არ მოახდინოს მომხმარებლებისთვის დისკრიმინაციულად მომსახურების შეწყვეტა. ის ფაქტი, რომ აღნიშნული მომსახურების შეწყვეტა წარმოადგენდა დისკრიმინაციულს, დასტურდება იმით, რომ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ყველა აბონენტი იქნა გათიშული. ანუ ნიშანი დისკრიმინაციულობისა შერჩეულ იქნა იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიის ინტერნეტ აბონენტს წარმოადგენდა მომხმარებელი. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სუფთა სახის დისკრიმინაციასთან აქვთ საქმე, ნიშანიც აბსოლუტურად გამოხატულია, მით უფრო, რომ სხვა ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის აბონენტები გათიშულები არ ყოფილან. სიჯისის აქვს ორი პირობა - არ შეუწყდეთ აბონენტებს მომსახურება ვადამდე და დისკრიმინაციულად, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა მათ სურვილი მიიღონ სხვა მომსახურებები შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისგან“. კომპანია შპს „სერვისბოქსი“ სხვა კომპანიებისგან იღებს მომსახურებებს, თუმცა მას თავადვე შეუძლია გასწიოს ეს მომსახურებები და გამოიყენოს დაშვების ვალდებულება შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისგან“.

სილქნეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმის გარემოებების გაცნობის შემდეგ, კომისია დარწმუნდება, რომ სილქნეტი არაფერ შუაშია არც აბონენტებთან მიმართებაში და არც შეცდომაში შემყვან რეკლამასთან დაკავშირებით და არც „მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დარღვევასთან დაკავშირებით.  სილქნეტს, დასახელებული კომპანიებიდან კავშირი აქვს მხოლოდ შპს „მალტისოფტთან“. მან დასძინა, რომ სს „სილქნეტი“ მზადაა აღნიშნულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ერთ-ერთი კომპანია სს „სილქნეტის“ კონტრაგენტია. თუმცა სიჯისის მოთხოვნებზე სს „სილქნეტი“ ვერ იქნება მოპასუხე მხარე, ვინაიდან, აბონენტებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას უწევს შპს „სერვისბოქსი“, ხოლო   ინტერნეტ მომსახურებას - შპს „მალტისოფტი“. შესაბამისად, მომსახურების მიმღებები არ წარმოადგენენ სილქნეტის აბონენტებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 30 დეკემბრის მოსამზადებელ სხდომაზე სიჯისიმ კომისიას მიმართა    შუამდგომლობით,  რომ   კომისიის  მიერ  გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის ღონისძიება და კომისიის მიერ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაავალოს  სერვისბოქსს    აეკრძალოს  საკუთარი IP  ტელევიზიის აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტა. სიჯისის შუამდგომლობაზე მხარეების პოზიციის წარმოდგენის მიზნით, მოსამზადებელი სხდომა გაგრძელდა 2019 წლის 31 დეკემბერს.

2019 წლის 31 დეკემბერს, სიჯისის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სერვისბოქსმა კომისიაში წარმოადგინა წერილობითი (შ-19-6/5059, 31.12.2019) პოზიცია თანდართული მტკიცებულებებით. სერვისბოქსის განმარტებით, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც არ იკვეთება შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები. სზაკ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ ჰქონდეს გამოკვლეული ნებისმიერი ის გარემოება, რომელსაც შეიძლება საქმისთვის მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაბამისად, კომისია ვალდებულია ჯერ გამოიკვლიოს საკითხი და შემდგომ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დაუსაბუთებული და კანონშეუსაბამო. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების შეწყვეტა ნიშნავს მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას რეგლამენტის შესაბამისად, რა დროსაც მომხმარებელს ერთმევა საშუალება ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნომრით. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. რეგლამენტის 108 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის   ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ამავე რეგლამენტის მე-16 მუხლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა)    მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე; ბ) სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის    ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის, აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების   თაობაზე. სერვისბოქსის განმარტებით, აღნიშნული მუხლები ადგენენ მომსახურების გამწევის მიერ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წესსა და პირობებს. შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია ხელშეკრულება შეწყვიტოს რეგლამენტის წესების დაცვით. რეგლამენტის წესების დაცვის გარეშე მომსახურების შეწყვეტა არის რეგლამენტის დარღვევა. სერვისბოქსის განმარტებით, 2017 წლის 14 თებერვალს სერვისბოქსსა და სიჯისის შორის 3 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2019 წლის 14 თებერვალს. აღნიშნული ხელშეკრულების  შესაბამისად,  სიჯისი  გადასცემს  სერვისბოქსს  სიჯისის  საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალური რესურსებით და სიმძლავრეებით სარგებლობის უფლებას სერვისბოქსის აბონენტებისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდების მიზნით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. სიჯისი - სერვისბოქსის პროდუქტი, რომელიც 2017 წლის 14 თებერვლის  ხელშეკრულების  საფუძველზე  მიეწოდება  აბონენტებს, გულისხმობს, რომ სატელევიზიო მომსახურების ნაწილში აბონენტი წარმოადგენს სერვისბოქსის აბონენტს, ხოლო ოპტიკური ინტერნეტის ნაწილში - სიჯისის აბონენტს. შესაბამისად, აბონენტი არის ორი სხვადასხვა კომპანიის პროდუქტის მომხმარებელი. 2019 წლის 30 ოქტომბერს, სიჯისიმ სერვისბოქსს შეატყობინა, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან ვადაზე ადრე წყვეტდა 2017 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებას. რადგანაც, სერვისბოქსი არ არის ინტერნეტ მომსახურების  განმახორციელებელი და თავად არ ფლობს  ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივი(სააბონენტო)      დაშვების      ქსელს,       ხოლო    სერვისბოქსის მიერ აბონენტებისათვის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად აუცილებელია ოპტიკურ- ბოჭკოვანი  ადგილობრივი   დაშვების   ქსელით   სარგებლობა,   აუცილებელია,   რომ სერვისბოქსს ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც მას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი ქსელით სარგებლობის უფლებას მისცემს. შესაბამისად, იმისთვის, რომ სერვისბოქსმა აბონენტებს შესთავაზოს საკუთარი პროდუქტი, მას სჭირდება ოპტიკური ინტერნეტის მიმწოდებელი. რადგანაც, 2020 წლის 1 თებერვლიდან სერვისბოქსი ვეღარ დაეყრდნებოდა2017 წლის ხელშეკრულებას და არ ექნებოდა სიჯისის ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელზე დაშვება, აბონენტებისათვის უწყვეტი მომსახურების მიწოდებისა და ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების მიზნით სერვისბოქსმა დაიწყო ოპტიკური ინტერნეტის მიმწოდებელი ალტერნატიული პარტნიორების მოძიება. 2019 წლის 2 დეკემბერს, მალტისოფტმა ხელშეკრულება გააფორმა სილქნეტთან, რომელიც მალტისოფტის დავალებით ითვალისწინებს შემდეგი მომსახურებების გაწევას: აბონეტისთვის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით აბონენტებისთვის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობას და აბონენტებთან  სააბონენტო დოკუმენტაციის გაფორმებას; სილქნეტის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში მალტისოფტის აბონენტებისთვის მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გატარებას; მალტისოფტის აბონენტებისთვის, მომსახურების შეფერხების შემთხვევაში, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიღებისას, დაზიანების აღმოფხვრის უზრუნველყოფას; საბილინგო მომსახურებას, ქოლცენტრით მომსახურებას და როგორც ინტერნეტ, ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმღები აბონენტებისაგან მომსახურების საფასურის/სააბონენტო გადასახდელის ამოღების მომსახურებას; მალტისოფტის მიერ აბონენტებისთვის ინტერნეტით მომსახურების მიწოდების მიზნით, მალტისოფტის უზრუნველყოფა სილქნეტის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით (ოპტიკური ქსელით და მოწყობილობებით - ქსელური და სააბონენტო) და ინტერნეტით. 2019 წლის 2 დეკემბერს, სერვისბოქსმა მალტისოფტთან დადო ხელშეკრულება ერთობლივი პროდუქტის შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს, რომ მხარეებმა მათ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით შექმნან სატარიფო შეთავაზება და აბონენტებს შესთავაზონ ერთობლივი პროდუქტი, რაც გულისხმობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება/სატარიფო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც აბონენტები მიიღებენ ინტერნეტ და ტელევიზიის ერთობლივ მომსახურებას. სერვისბოქსის განმარტებით, ,,სერვისბოქსი - მალტისოფტი“ და ,,სილქნეტი- მალტისოფტი“ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, რადგანაც სერვისბოქსი ახორციელებდა ქსელის რეორგანიზაციას, რასაც შესაძლოა გამოეწვია ხარვეზები სატელევიზიო მომსახურების მიწოდებისას, სერვისბოქსმა საკუთარ აბონენტებს დაუგზავნა შეტყობინებები შესაძლო შეფერხებების თაობაზე. სწორედ ამ შეტყობინებების გაგზავნიდან მოკლე დროში, აბონენტებს უეცრად შეუწყდათ სატელევიზიო მომსახურების   მიწოდება   და   სიჯისიმ   დაიწყო   შეცდომაში   შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და ხარვეზების გადაბრალება სერვისბოქსისთვის. სერვისბოქსის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სერვისბოქსისთვის ცნობილი გახდა აბონენტებისთვის სატელევიზიო მომსახურების გათიშვის/ხარვეზებით მიწოდების თაობაზე, სერვისბოქსმა დაუყონებლივ არაერთხელ მიმართა სიჯისის, რათა მათ დაუყონებლივ დაეშვათ სიჯისის წარმომადგენლები მათ სასერვერო ოთახში განთავსებულ სერვისბოქსის კუთვნილ აპარატურაზე. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სერვისბოქსის მიერ მომხდარიყო აბონენტებისათვის მომსახურების მიწოდებისას დაფიქსირებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამუშაოების ჩატარება ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. არაერთი მიმართვის პასუხად, სერვისბოქსს აცნობეს, რომ მათ სიჯისისთვის უნდა მიეწერათ ოფიციალური წერილი, რაც დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი. 2019 წლის 25 დეკემბერს, ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ, სერვისბოქსის ტექნიკურმა ჯგუფმა ამოიღო სერვისბოქსის სერვერი სიჯისის ოფისიდან, ჩაანაცვლა ახლით და ძველი სერვერი წამოიღო დიაგნოსტირების მიზნით. 2019 წლის 26 დეკემბერს აბონენტებს სატელევიზიო მომსახურება აღუდგათ. ამავე რიცხვში, სერვისბოქსმა სიჯისის გაუგზავნა დიაგნოსტირების დასკვნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ სერვისბოქსის მხრიდან ხარვეზი არ დასტურდება. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ სერვისბოქსი ცდილობს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ატვირთვას, მაგრამ უშედეგოდ. გამოითქვა ეჭვიც, რომ შესაძლოა სიჯისის მიერ უკვე გაშვებული იყოს საკუთარი ტელევიზია და ხარვეზები (კავშირის შეწყვეტა) უკავშირდებდეს ამ ფაქტს. ხელშეკრულების თანახმად, აბონენტების მიერ IP ტელევიზიის    მომსახურებისთვის გადახდილი გადასახადის ამომღები არის სიჯისი და სერვისბოქსის მიერ არ ხდებოდა გადასახადის ამოღება. სიჯისის აქვს მინიმუმ 6 თვის დავალიანება სერვისბოქსის წინაშე და არ გვიხდის ჩვენი აბონენტებისაგან ამოღებულ ჩვენ კუთვნილ თანხებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სერვისბოქსის განცხადებით, სერვისბოქსის ბრალით ქ. რუსთავში მომსახურება არ შეწყვეტია არცერთ აბონენტს. აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტის მიზეზი სერვისბოქსისთვის მხოლოდ სავარაუდოა. სერვისბოქსს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სიჯისიმ ისარგებლა სერვისბოქსის მიერ გაგზავნილი პრევენციული შეტყობინებით და განზრახ შეწყვიტა აბონენტებისათვის მომსახურების მიწოდება, რათა შემდეგ მათთვის შეეთავაზებინა საკუთარი სატელევიზიო მომსახურება, ხოლო აბონენტთა გათიშვა დაებრალებინა სერვისბოქსისთვის. სერვისბოქსის აბონენტებისთვის, სიჯისის მიერ საკუთარი ტელევიზიის შეთავაზება განხორციელდა არაერთხელ, რასაც ადასტურებს სიჯისის მიერ ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი პირისათვის მიწერილი შეტყობინების ე.წ.,,სქრინი“. სერვისბოქსი განმარტავს, რომ ის არ აპირებს ქ. რუსთავში აბონენტებს შეუწყვიტოს მომსახურება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, შეწყვეტა განხორციელდება მხოლოდ რეგლამენტის წესების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სერვისბოქსისთვის გაუგებარია თუ რას ითხოვს შუამდგომლობით სიჯისი, რადგან სერვისბოქსისთვის ისედაც ცნობილია რეგლამენტით დადგენილი აკრძალვები მომხმარებლებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და მას კანონი ისედაც ავალდებულებს ხელშეკრულება მომხმარებელთან შეწყვიტოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. სერვისბოქსის განმარტებით, მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ მომხმარებლებისათვის 23-26 დეკემბრის პერიოდში მომსახურების შეწყვეტა არ მომხდარა სერვისბოქსის ბრალით. სერვისბოქსის მხრიდან შეწყვეტის ფაქტზე იყო მყისიერი რეაგირება და ნებისმიერი დაყოვნება მომსახურების აღდგენის პროცესში გამოწვეული იყო თავად სიჯისის ბრალით, რადგან არ მოხდა სერვისბოქსის წარმომადგენელთა დროული დაშვება სიჯისის სასერვერო ოთახში შეფერხების მიზეზების დიაგნოსტირების მიზნით. სერვისბოქსის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ გამოიკვლიოს საქმის მასალები, გამოკითხოს ტექნიკური ინფორმაციის მქონე პირები, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ის შეძლებს გონივრული ეჭვის ჩამოყალიბებას  იმის თაობაზე თუ რა გახდა მომხმარებლებისთვის მომსახურების შეწყვეტის მიზეზი. სერვისბოქსს მიაჩნია, რომ სიჯისის შუამდგომლობის დაკმაყოფილება იქნება არასამართლიანი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც ხელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს და დაუსაბუთებელ უპირატესობას აძლევს მეორე მხარეს. გარდა ამისა, გაუგებარია როგორ უნდა აეკრძალოს სერვისბოქსს კანონით ისედაც აკრძალული ქმედება იმის გათვალისწინებით, რომ სერვისბოქსი ხაზგასმით აღნიშნავს და ამტკიცებს, რომ მისი მხრიდან აბონენტებისათვის მომსახურების შეწყვეტას ადგილი არ ჰქონდა. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებების გამოკვლევისა და სერვისბოქსის ახსნა- განმარტების მოსმენის გარეშე, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში იკვეთება სერიოზული რისკი იმისა, რომ სერვისბოქსს დაეკისრება პასუხისმგებლობა   აბონენტთა ისეთი გათიშვის შემთხვევაში, რომელიც საერთოდ არ არის გამოწვეული მისი ბრალით და გამოწვეულია სიჯისი-ს მიერ. ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ ა) სიჯისი თავად ეწევა მომხმარებლების  გადაბირებას  და  მათ  სერვისბოქსის  ტელევიზიის  სანაცვლოდ სთავაზობს საკუთარ სატელევიზიო მომსახურებას; ბ) სერვისბოქსს აქვს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ 23-26 დეკემბრის გათიშვები გამოწვეული იყო თავად სიჯისის მიერ შეგნებულად, სერვისბოქსის დისკრედიტაციის მიზნით და შუამდგომლობის დაკმაყოფილებით სიჯისის ხელი ეწყობა უკანონო ქმედებების განსახორციელებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სერვისბოქსს მიაჩნია, რომ სიჯისის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, მხარეების მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, კომისიამ სიჯისის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება, ხოლო, მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების შეზღუდვა/შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს, სიჯისიმ კომისიას წარმოუდგინა დამატებითი  მასალა  (შ-19-6/5058,  31.12.2019),  კერძოდ,  სიჯისის  წერილი  (1.4/367/ნშნშ,30.10.2019) სერვისბოქსს, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 1 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ,,ქონებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ“. აღნიშნული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების მოქმედების სამწლიან ვადას, რომელიც იწურება 2020 წლის 1 თებერვალს. ამავე ხელშეკრულების 5.2. პუნქტის  საფუძველზე,  სიჯისი სერვისბოქსს  სამი თვით ადრე  ატყობინებს,  რომ სურს ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის ამოწურვისთანავე და არ სურს ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელება.

2019 წლის 14 იანვარს, სიჯისიმ კომისიას წარმოუდგინა დამატებითი მასალა (შ-20-6/20,14.01.2020), კერძოდ, 2019 წლის 27 დეკემბრის რუსთავის სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; შპს ,,სერვისბოქსის“ 2020 წლის 9 იანვრის წერილი; სიჯისის 2020 წლის 10 იანვრის წერილი, რომელიც გადაეცათ მხარეებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 16 იანვარს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ სიჯისიმ თავად შეუწყვიტა აბონენტებს მომსახურება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, სიჯისიმ ტექნიკური ახსნა-განმარტებით უპასუხა, რომ მომსახურების ფარგლებში არსებული ყველა  მონაცემი კომპანიისთვის გადაგზავნილია, ხოლო დეტალურიინფორმაციის მისაღებად შესთავაზა ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის შესახებ წინადადება. აბონენტებისთვის მომსახურებისა და მხარესთან კავშირის შეწყვეტის შემდეგ (გაითიშა სერვერი), დიდი მოცულობის ინფორმაცია დაიკარგა. სიჯისი სთხოვდა მხარეს აღედგინა კავშირი, რათა ინფორმაციის გაცვლა ავტომატურ რეჟიმში გაგრძელებულიყო.

შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა დ. ჯიქიამ აღნიშნა, რომ სერვისბოქსსა და სიჯისის შორის არსებობდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და ერთობლივად აწვდიდნენ სერვისს აბონენტებს, თუმცა ჰყავდათ თავიანთი აბონენტები. იყო შემთხვევები, როდესაც ორივე კომპანია აბონენტებს ერთობლივ პაკეტებს სთავაზობდა. IP ტვ-ის მომსახურებას უწევდა შპს ,,სერვისბოქსი“, ინტერნეტის მომსახურება იყო ცალკე სააბონენტო ტარიფით და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანაზღაურებას უხდიდა სიჯისის, თავის წილს ქსელით მომსახურების ან სხვა მომსახურების ნაწილში. იყო დრო, როდესაც სიჯისი და ამ ჯგუფის კომპანიები კარგავდნენ აბონენტებს იმის გამო, რომ ჰქონდათ   მხოლოდ   ინტერნეტი   და   არ   ჰქონდათ   IP   ტელევიზია.   მომართეს   შპს,,სერვისბოქსს“ IP ტელევიზიის მიწოდება უზრუნველეყო მათი აბონენტებისთვის (არსებული, ახალი) და ერთობლივად შეეთავაზებინათ მომხიბვლელი პაკეტი. IP ტელევიზიაზე შპს ,,სერვისბოქსი“ უწევდა აბონენტს მომსახურებას და მას ჰქონდა ხელშეკრულება, ინტერნეტ მომსახურებაზე - სიჯისის ჰქონდა ხელშეკრულებები, შესაბამისი ცალ-ცალკე ფასებით. შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მომართვის შემდეგ კომპანიაში გასწია ინვესტიცია, შექმნა IP ტელევიზიის პროდუქტი და დაიწყეს საქმიანობა. გახდნენ პარტნიორები მომსახურების გაწევაში, ქსელში დაშვებაში, ქოლცენტრით    მომსახურებაში,     თანხის     ამოღებაში     და     ა.შ.     ერთი     ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში. მხარე აპელირებს, რომ აბონენტებისთვის სერვისის მიწოდება გათიშა შპს ,,სერვისბოქსმა“. მართალია, მას არ აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს გონივრული ეჭვი და საფუძველი, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროექტი სიჯისის მიერ იმისთვის, რომ შპს ,,სერვისბოქსს“ დაეკარგა აბონენტები. მას შემდეგ, რაც სიჯისიმ შპს ,,სერვისბოქსს“ მისწერა, რომ არ აგრძელებდა ხელშეკრულებას, შპს ,,სერვისბოქსმა“ დაიწყო ალტერნატივის ძებნა, რათა აბონენტებისთვის შეუფერხებლად მიეწოდებინა მომსახურება. შპს ,,სერვისბოქსმა“ დაიწყო ქსელის გადაწყობა და აბონენტებისთვის ალტერნატივის შეთავაზება, რადგან 30 ათას აბონენტს ერთ დღეში ვერ გადაიყვანდნენ სხვა   მომსახურებაზე.   კომისიას   და   აბონენტებს   შეექმნათ   შთაბეჭდილება,   რომ   შპს ,,სერვისბოქსმა“ გათიშა საკუთარი აბონენტები, რაც ცოტა უცნაურია. მისი განმარტებით, წერილი ხელშეკრულების არგაგრძელების თაობაზე იმიტომ გაუგზავნა მხარემ, რომ საკუთარი IP ტელევიზია შეეთავაზებინა თავისი აბონენტებისთვის, რადგან ტელევიზია უკვე გაშვებული აქვს. შპს ,,სერვისბოქსის“ აბონენტები შეყავდათ შეცდომაში, რომ გაითიშა შპს ,,სერვისბოქსის“ IP ტელევიზია და დაიწყო მიზანმიმართული კამპანია თავის მომსახურებაზე    აბონენტების გადასაყვანად. იდგა რიგები იმიტომ, რომ სიჯისიმ შესთავაზა მათ ტელევიზია, გაურკვეველი ხარისხის, მაგრამ იმ რაოდენობით ვერ შესთავაზა, რა მოთხოვნაც იყო გათიშვის ფონზე. მისი აზრით, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ისარგებლეს რა შპს ,,სერვისბოქსის“ პრევენციული შეტყობინებებით აბონენტების მიმართ. ასეთ შემთხვევაში პარტნიორი კომპანიების ინჟინრები მუშაობენ, მაგრამ მხარემ მათ ამჯერად წერილობით მიმართა, მოიგო 1 დღე და როცა დაინახა, რომ ამოწურა     სეთ-თოფ-ბოქსების  რესურსი, შემდეგ დაუშვა  აპარატურასთან  შპს ,,სერვისბოქსი“. აპარატურას არ დაუდგინდა ხარვეზი, წამოიღეს სერვერი და ქ. თბილისიდან აწვდიან ქ. რუსთავში მომსახურებას. დღემდე არ არის ტექნიკური კავშირი აღდგენილი, ჩაკეტილია საბილინგო მონაცემები. სიჯისის მინიმუმ 6 თვის დავალიანება აქვს და    შპს    ,,სერვისბოქსის“    მიზანი    რომ    ყოფილიყო    აბონენტების    გათიშვა, ხელშეკრულებას შეწყვეტდა, ვინაიდან ჰქონდა წვდომა საბილინგო მონაცემებზე და არ ჰქონდა ამოღებული 6 თვის თანხა. შპს ,,სერვისბოქსის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სიჯისის პროდუქტი არის არაკონკურენტული. ერთადერთი ეფექტური გზა იყო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა და უხარისხო პროდუქტით ჩანაცვლება. მან დაამატა, რომ აუცილებლად შემოიტანენ კომისიაში საჩივარს და სასამართლოში სარცელს, ვინაიდან, ხედავენ ე.წ. თაღლითურ სქემას მათ დამოკიდებულებაში აბონენტების მიმართ. სერვისბოქსის და მალტისოფტის წარმომადგენელმა თ. მამფორიამ აღნიშნა, რომ სიჯისიმ სერვისბოქსის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა იდენტური მოთხოვნებით, შესაბამისად, სიჯისის   საჩივარზე   დაწყებული   ადმინისტრაციული   წარმოება   უნდა შეწყდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეს, თუ სასამართლოშია წარმოება დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სიჯისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შეტანილი საჩივარი ეხება ზიანის ანაზღაურებას, რაც ცხადად არის გამოხატული ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 27 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაში. შესაბამისად,   ქ. რუსთავის სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მსჯელობს ზარალის ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სიჯისის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნები: 1. დააკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სს „სილქნეტს“, შპს „მალტისოფტსა“ და შპს „სერვისბოქსს“, რომელთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული მომხმარებელთა უფლებები, კერძოდ, რეგლამენტის ზემოთ მოყვანილი მუხლები (მოცემულია საჩივარში). 2. დააკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სს „სილქნეტს“, შპს „მატისოფტსა“ და შპს „სერვისბოქსს“, რომელთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“. 3. დააკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შპს „სერვისბოქსს“ აბონენტებისათვის მომსახურების დისკრიმინაციულად შეწყვეტის გამო. 4. სს „სილქნეტს“ დააკისროთ პასუხისმგებლობა კომისიის №266/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო. 5. სს „სილქნეტს“ და შპს „მალტისოფტს“ აუკრძალოთ მათ შორის 2019 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტის მიწოდება აბონენტებისთვის დემპინგურ ფასად, რითაც უხეშად ირღვევა კომისიის №266/9 გადაწყვეტილებით სს „სილქნეტისთვის“ დაკისრებული ვალდებულებები და, ამასთან, კომისიამ იმსჯელოს, აბონენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომსახურების რეალური მიმწოდებლის დაფარვის კანონიერებაზე. ამდენად,   წარმოდგენილი მოთხოვნებიდან არცერთი არ ეხება ზიანის ანაზღაურებას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 17 იანვარს სიჯისიმ კომისიაში წარმოადგინა (შ-20-6/194, 17.01.2020) დაზუსტებული საჩივარი და ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სერვისბოქსის მიმართ წარდგენილი სარჩელი. სიჯისი დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნავს, რომ სილქნეტსა და მალტისოფტს შორის 2019 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სილქნეტი მალტისოფტს უწევს შემდეგი სახის მომსახურებებს: ა) „პროდუქტის“ მიწოდების მიზნით საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა; ბ) სააბონენტო დოკუმენტაციის გაფორმება; გ) სილქნეტის საკომუნიკაციო ქსელთან დაშვება; დ) დაზიანების აღმოფხრა ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურების მიწოდების დროს; ე) საბილინგო მომსახურებას; ვ) ქოლცენტრით მომსახურებას; ზ) აბონენტისგან მომსახურების თანხების ამოღებას; სიჯისი მიუთითებს, რომ ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით საინტერესოა ამ ხელშეკრულების 2.5. პუნქტი, რომლითაც  სილქნეტს  მინიჭებული  აქვს  უპირობო  უფლებამოსილება  „პროდუქტის“ საფასურის ამოღებისა აბონენტებისგან და ამავე მუხლით, მალტისოფტი აცხადებს და ადასტურებს, რომ სილქნეტის ეს პირობა   წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და მისი შეცვლა დაუშვებელია. ყველა სმს გადახდის კოდის მითითებით, როგორც მტკიცებულებებით წარმოგიდგინეთ, აბონენტს მისდის კომპანია სილქნეტისგან; თ) 1.2.2. პუნქტით განსაზღვრულია   - აბონენტებისთვის ინტერნეტით მომსახურების მიწოდების მიზნით, სილქნეტის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით (ოპტიკური ქსელით და მოწყობილობებით (ქსელური და საააბონენტო) და ინტერნეტით უზრუნველყოფა. სიჯისის განმარტებით, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურება არ გულისხმობს ინტერნეტის საბითუმო რესურსის გაყიდვას. მეტიც, 1.2.2. პუნქტით გათვალისწინებული პირობა გულისხმობს სილქნეტის მიერ აბონენტებისთვის საცალო მომსახურების მიწოდების ვალდებულებას, რაც სხვა არაფერია თუ არა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის    ძ) ქვეპუნქტით განმარტებული ტერმინის შინაარსი, რომელიც მომსახურების მიმწოდებლად მიიჩნევს პირს, რომელიც საკუთარი ან სხვისი ტექნიკური საშუალებით საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის აბონენტს, აქ განმსაზღვრელია მომსახურების მიმწოდებელი პირი და არა აბონენტის მიერ ამა თუ იმ იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება. სწორედ ხელშეკრულების ამ პუნქტით დასტურდება სიჯისის პირველ საჩივარში დაყენებული მოთხოვნის სამართლიანობა, კერძოდ, ის, რომ სილქნეტის მიერ მოხდა საკუთარი პროდუქტის მიყიდვა აბონენტისთვის და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა საშუალებით, რადგან რეალურად მალტისოფტი ამ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გამოდის ჩვეულებრივ შუამავლად სილქნეტსა და აბონენტს შორის, რომელიც ახორციელებს სილქნეტის მომსახურების გაყიდვებს. სიჯისის განმარტებით, მხარეებმა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრეს პროდუქტის სახე და მისი ღირებულება ანუ ერთობლივად შექმნეს პროდუქტი. ის, რომ ეს ერთობლივად, მხარეთა შეთანხმებით შექმნილი პროდუქტია, გარდა ზემოთ მოყვანილი 1.2.2. პუნქტის შინაარსისა ადასტურებს ხელშეკრულების სხვა პუნქტები. მაგალითად, 5.2. პუნქტი, სადაც დადგენილია: რომ „მხარეები“ აბონენტისთვის „პროდუქტის“ შეთავაზებისას და მომსახურების მიწოდებისას, აგრეთვე აბონენტთა მომსახურების პროცესში ვალდებულები არიან დაიცვან საქართველოს კანონდებლობის, მათ შორის „რეგლამენტის“ მოთხოვნები და კომისიის მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებები. დანართით განსაზღვრული პროდუქტის სახე და ღირებულება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა აგრეთვე, რატომ იქნა ამოღებული ამ ხელშეკრულებიდან და დაფარული  მალტისოფტის  ვალდებულებები,  რომელიც  სავარაუდოდ  არ  უნდა ყოფილიყო კომერციული საიდუმლოების შემცველი, აღარაფერს ვამბობთ კომერციული ნაწილის დაფარვაზე და დაფარვის მიზანზე.  მეორე არსებითი პირობა, რაც დადგენილია დანართით ეს არის ფასი, კერძოდ, პროდუქტი დანართის მიხედვით შედგება ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებიდან (აქედან სატელევიზიო მომსახურების მიმწოდებლად მესამე პირია ხელშეკრულებით განსაზღვრული და მას სერვისბოქსი წარმოადგენს), რომლის ერთიანი ფასი ქალაქ რუსთავში შეადგენს 24 ლარს, თბილისში 35 ლარს, სხვა რეგიონებში 28 ლარს, მაშინ როდესაც, „სილქნეტის“, რომელიც კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილებით ცნობილია ფიქსირებულ ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაულფების მქონე პირად, რომელსაც დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში აკრძალული აქვს კონკურენციის შემზღუდავი და სუბსიდირებული მომსახურების პირობების შეთავაზება ბაზრის ამ სეგმენტზე იგივე მომსახურების ფასი დღეის მდგომარეობით რუსთავში არის 27 ლარი, ხოლო 2020 წლის 15 იანვრიდან გამოცხადებული აქვს 30 ლარი, თბილისში - 49 ლარი და   სხვა რეგიონებში - 32 ლარი. ამრიგად, მხარეთა მიერ შექმნილ იქნა პროდუქტი, სადაც, ერთი მხრივ, მომსახურებას ფიქსირებული  ინტერნეტის  საცალო  ბაზარზე  მომსახურებას  წევს  კომპანია  სილქნეტი, ხოლო მეორე მხრივ, სატალევიზიო მომსახურების მიმწოდებლად, გამოდის მალტისოფტის ქვეკონტრაქტორი სერვისბოქსი, რომლის ღირებულება შეადგენს ქ. რუსთავში 24 ლარს, თბილისში 35 ლარს, სხვა რეგიონებში 28 ლარს, რაც შეუსაბამოდ დაბალია (6-14 ლარამდე სხვაობაა) ამავე ბაზარზე კომპანია სილქნეტის მომსახურების ფასზე, რომლის რეგულირებაც ექვემდებარება ხარჯზე ორიენტირებას და სუბსიდირების დაუშვებლობას. სიჯისი დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ზემომოყვანილი მუხლების შინაარსი ადასტურებს, რომ საქმე გავაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ თვალთმაქცური გარიგების სახესთან. კერძოდ,   ამ მუხლის შინაარსს სასამართლო და სამეცნიერო გამოცემები განმარტავენ, რომ ეს არის გარიგება, რომლის მონაწილეთა ნამდვილი ნება და მისი გამოხატვა არ ემთხვევა ერთმანეთს, ასეთი გარიგების მიზანია მესამე პირთა შეცდომაში შეყვანა და სხვა გარიგების დაფარვა, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავდნენ მიზნად. კერძოდ, მხარეთა მიზანია, ერთი მხრივ,   კომპანია სილქნეტის პროდუქტის - საცალო ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების გაყიდვა აბონენტებზე დემპინგურ ფასად, ხოლო, მეორე მხრივ, რუსთავში კომპანია სიჯისის, ხოლო თბილისში და დანარჩენ რეგიონებში „ახალი ქსელების“ და „ახტელის“ ისეთ არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენება, რამაც რეალურად, მათი ბაზრიდან გაძევება უნდა გამოიწვიოს. აღნიშნული ქმედებები, გარდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დეფინიციისა, რაც     უცილოდ     ბათილ     გარიგებათა     კატეგორიას     განეკუთვნება,     წარმოადგენს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. კერძოდ, აკრძალულია, ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი ხელშეკრულება, მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილება ან განხორციელდეს ისეთი შეთანხმებული ქმედება (შემდგომ - შეთანხმება), რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა, კერძოდ: ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება).   ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ბათილია შეთანხმება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვას შეიცავს. სიჯისი დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომისია წარმოადგენს სპეციალური უფლებამოსილების (რომელიც ვალდებულებასაც მოიაზრებს) მატარებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მთავარი ფუნქცია და ამოცანა მდგომარეობს კომუნიკაციების სფეროში ბაზრის რეგულირებაში, ბაზარზე კონკურეტული გარემოს ჩამოყალიბებში, მის შენარჩუნება და განვითარებაში. ამ მიზნით ის ახდენს ბაზრის, როგორც თანასწორი და სამართლიანი ფინანსური, თუ ტექნოლოგიური რეგულირების ზომების მიღებას, ისე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას, რაც გამოიხატება დისკრიმინაციის აკრძალვაში, გაწეული მომსახურების პირობების საჯაროობააში, მათ ხარჯებზე ორიენტირებულობაში, სუბსიდირების დაუშვებლობაში და სხვა. ეს არის კომისიის მთავარი მიზანი და ამოცანა, ყველა სხვა უფლებები და ვალდებულებები ფაკულტატურულია და ემსახურება ელექტრონული კომუნიკაციიის სფეროს ბაზრების რეგულირებას.  გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბაზარი, წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის შედეგად გაჩენილ ეკონომიკურ გარემოს, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთში დებენ სამოქალაქო კანონდებლობის საფუძველზე რეგულირებულ ხელშეკრულებებს და გარიგებებს. კომისია არამხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია მისი ამოცანების შესასრულებლად (ბაზრის რეგულირების კუთხით) მოახდინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების       შესაბამისობაში მოყვანა კანონთან და თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. მართალია, კომისია არ ახდენს მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებებითი ურთიერთობების რევიზიას, მაგრამ ამ ხელშეკრულების პირობები, რომლებისც გავლენას ახდენენ კომისიის უფლებამოსილებაში შემავალი ბაზრების კონკურენტუნარიანი გარემო პირობებზე პირდაპირ და უშუალოდ კომისიის რეგულირებად სფეროს მიეკუთვნება და ამ მხრივ, კომისიის უფლებამოსილება, როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური კუთხით შეუზღუდავია. სწორედ, ამ მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა მოსამზადებელ სხდომაზე სიჯისის მიერ დაყენებული შუამდგომლობა საჩივრის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. სზაკ-ის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. ამ მუხლის შინაარსი კი ასე, განიმარტება, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება თავის მხრივ წარმოადგენს პროცესს, რომლის მონაწილეთა უფლებები სზაკ-ით განისაზღვრება, აუცილებელი არ არის საპროცესო ნორმების გამოყენება, რის გამოც, ადმინისტრაციულ წარმოების დროს მხარის მიერ დაყენებული ნებისმიერი შუამდგომლობა და განცხადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფორმალური კუთხით არ შეიძლება არ იქნას მიღებული განსახილველად, ხოლო, განსახილველად მიღება ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის   რეგულირებას ისახავს მიზნად.   კომისიის უფლებამოსილებაში კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ შედის, როგორც ბაზრის რეგულირება, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მათთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება და ანალოგიური შინაარსისაა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩართვის შეჩერების აკრძალვა კომისიის თანხმობის გარეშე. ავტორიზებულ პირთა და მომხმარებელთა უფლებების უკანონოდ დარღვევისა და მათთვის ზარალის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელიც სიჯისისთვის ცნობილი გახდა 31 დეკემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების შესახებ და კომპანია სერვისბოქს აეკრძალა აბონენტების გათიშვა. რუსთავის სასამართლოსთვის საკმარისად დასაბუთებული იყო ის გარემოება, რომ რუსთავის მოსახლეობის მიმართ განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც თავის მხრივ ზიანის მომტანი გახდა სიჯისისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე, სიჯისის მიაჩნია, რომ კომისიამ სილქნეტსა და მალტისოფტს უნდა აუკრძალოს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი „პროდუქტის“ მიწოდება აბონენტებისთვის დემპინგურ ფასად, რომლის მიზანია ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, მცირე ავტორიზებულ პირთა დაზარალება, იმგვარად, რომ მათ ვერ შესძლონ ბაზარზე არსებობა და განვითარება, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა, მომსახურების რეალური მიმწოდებელი ავტორიზებული პირის დაფარვა, რათა მან შეძლოს კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. სილქნეტსა და მალტისოფტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საკითხის ამოსაწურად უნდა შევეხო მოსამზადებელ სხომაზე მხარეთა წარომადგნლების მცდელობას აპელირება მოეხდინათ და გაეიგივებინათ ეს ხელშეკრულება სიჯისისა და სერვისბოქსს შორის არსებულ ხელშეკრულებასთნ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ, როგორც პროდუქტი, ისე მიწოდებელი კონტენტი იყო ტექნომაქსის, კომისიამ, სწორედ სილქნეტის წარმომადგენლის მოთხოვნით ადმინისტრაციული პასუხსისმგებლობა უკანონო კონტენტის გავრცელებაზე დააკისრა სიჯისისაც,   მაშინ როდესაც, ამ სამართლებრივ ურთიერთობაში სიჯისი (და ახალი ქსელებიც) ახორციელებდა წმინდა დაშვებას საკუთარი ქსელის ელემენტებთან და ისეთი სახის მომსახურების გაწევას, რომელიც არ წარმოადგენდა ელკომუნიკაციების რომელიმე სახის მომსახურებას, მით უფრო, არ ახორციელდა სხვისი სახელით აბონენტებისთვის საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას. ამ ხელშეკრულების ასლები კომისიაში წარმოდგენილია,   როგორც   მიმდინარე   წარმოების   ფარგლებში   ისე,   იმ   წარმოების ფარგლებში, რომლითაც მოხდა სიჯისის და ახალი ქსელების სანქცირება. ამავე წარმოების ფარგლებში კომისიაში წარმოდგენილი იყო აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, რომ ორი კომპანია ერთ აბონენტს ერთი და იგივე მომსახურებას აწვდიდა. ამ ხელშეკრულებების ყველა სამართლებრივი ასპექტი შექმნილი და შემუშავებული იყო ჩვენს მიერ და მთავარი მიზანი იყო იმ ზღვარის დაცვა, რომელიც მკვეთრად მიჯნავდა მხარეთა მიერ აბონენტისთვის გასაწევი მომსახურების ფარგლებს, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ თაღლითურად მომხდარიყო რაიმეს დამალვა ან შეფერვა, არამედ, რეალურად სწორი რეგულაცია მომხდარიყო მხარეთა შორის და თუ დღეს მოწინააღმდეგე მხარეს ასე ძალიან უნდა, რომ თავისი ხელშეკრულებაც სიჯისისა და სერვისბოქსის ხელშეკრულების ანალოგიურად წარმოაჩინოს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ არანაირი კანონის დარღვევა ჩვენს ხელშეკრულების პირობებში არ იყო. მნიშნვნელოვანია ის, რომ მოპასუხის ეს პოზიცია   მისავვე საწინააღმდეგოა, რადგან თუ კომისია გაიზიარებს მის პოზიციას, მაშინ, მინიმუმ იგივე დარღვევებისთვის, რაც განახორციელა სერვისბოქსმა პასუხი უნდა აგოს სილქნეტმაც. სწორედ კომისიის წინარე გადაწყვეტილების ანალოგიის საფუძველზე, ეს კი იქნება კომისიის მხრიდან არასწორი პრაქტიკის გაგრძელება და საქმის გაიოლება. ხოლო თუ კომისია რეალურად, სამართლიანად და ობიექტურად შეაფასებს საქმის გარემოებებს, მაშინ მოცემულ დავაში, სილქნეტის მიმართ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს არა მალტისოფტისა, თუ სერვისბოქსის უკანონო ქმედებების საფუძველზე, არამედ, თავად სილქნეტის მიერ, საკუთარი მომსახურების კანონის დარღვევით გაყიდვის გამო, რაც გამოიხატება ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არასათანადო, არაკეთილსინდისიერ, არასწორ, შეცდომაში შემყვან, კონკურენტი კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციის გავრცელებაში, დემპინგური ფასის დადგენაში, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მის მიერ საჯაროდ გამოცხადებულ მომსახურების ფასებიდან და ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში, რითაც არღვევს ზემოთმოყვანილ გადაწყვეტილებას. ხოლო სიჯისის და ახალი ქსლების მიმართ კომისიამ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლო დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. სხვაგვარად გამოდის, რომ ყველა ის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელიც სილქნეტმა განახორციელა მცირე ოპერატორის მიმართ სრულად იქნა მოწონებული და გაზიარებული კომისიის მიერ, რასაც მოჰყვა კიდევაც მცირე ოპერატორისთვის მატერიალური ზიანის მიყენება და მისი განვითარების ხელშეშლა. რაც შეეხება სერვისბოქსს და მალტისოფტის პასუხისმგებლობის საფუძვლებს, მათ მიერ, ისევე, როგორც სილქნეტის მიერ, უხეშად და არაერთგზის დარღვეულ იქნა: ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი“, ,,რეკლამის შესახებ“ და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონები, მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულება. სიჯისი დაზუსტებულ საჩივარში მიუთითებს, რომ ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ მოპასუხეების მიერ აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისობა რეგლამენტთან და კანონთან. აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს ორი სახის მომსახურებას - ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებებს, თუმცა ხელშეკრულებაში მომსახურების ფასი ერთობლივად არის მოცემული, რაც არ იძლევა რეგლამენტით განსაზღვრული პირობის დაკმაყოფილების საშუალებას, რომელიც მოიაზრებს აბონენტისთვის (მუხლი 4. საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფა)  თითოეული  მომსახურების  ფასის  გამჭირვალობის    ვალდებულებას, მით უფრო, ვიცით რომ ხელშეკრულებით დადგენილი სატარიფო გეგმა არ წარმოადგენს ,,ბანდლს“ ან სხვა რაიმე სახის აქციას, რომლის გარდა არსებობს სხვა ძირითადი მომსახურების პირობები. ამავე ხელშეკრულებით, მომსახურების მიმწოდებელი ორი პირია,  რომელთა  პროცენტული  წილი  მიწოდებული  მომსახურების  ტარიფში  არ  არის განსაზღვრული, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება გაიანგარიშო ავტორიზებულ პირთა, შემოსავლების აღრიცხვისა და განაწილების ნაწილი. საინტერესოა, რომ ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ანგარიშსწორებას აბონენტი ახდენს „კომპანიის“ (ამ ხელშეკრულებით „კომპანიას“ წარმოადგენს მალტისოფტი) ანგარიშზე, ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან „მარტივის“ ღილაკის ქვეშ, მაშინ, როდესაც ,,მარტივის“ მომსახურებას ამავე ხელშეკრულებით სერვისბოქსი უწევს. ანუ ორივე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების თანხა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, როგორც ზევით მოგახსენეთ სილქნეტსა და მალტისოფტს   შორის   გაფორმებული   ხელშეკრულების   საფუძველზე,   ამ   თანხების ამოღების ექსკლუზიური უფლება სილქნეტს აქვს და აბონენტებთან შეტყობინება გადახდის კოდის მითითებით და გადახდაც ხდება სილქნეტის ანგარიშზე, ეს ყველაფერი ჩვენთვის იმდენად არის საინტერესო რამდენადაც, იგი წარმოადგენს სწორედ თავლთმაქციური, თაღლითური სქემის ნაწილს, სადაც მაქსიმალურად არეულია ყველანაირი უფლება და ვალდებულება, რათა დაფარულ იქნას მხარეთა ნამდვილი ნება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამ დავასთან დაკავშირებით კომისია უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, შეაფასოს ყველა ჩვენს მიერ წარმოდგენილი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს არა ვიწროდ, მხოლოდ ამ დავის ფარგლებში, არამედ ფართოთ ბაზრის რეგულირების, მომავალში მისი განვითარების და მცირე ოპერატორებისთვის ხელოვნური დაპრკოლებების აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებული საჩივრით სიჯისი ითხოვს: 1. დააკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა  სს  „სილქნეტს“,  შპს  „მალტისოფტს“  და შპს „სერვისბოქსს“, რომელთა მიერ უხეშად იქნა დარღვეული მომხმარებელთა უფლებები, კერძოდ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის ზემოთ მოყვანილი მუხლები.

2.   დააკისროთ   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს  კანონით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა  სს  „სილქნეტს“,  შპს  „მალტისოფტს“  და  შპს „სერვისბოქსს“,   რომელთა   მიერ   უხეშად   იქნა   დარღვეული   საქართველოს   კანონი „რეკლამის შესახებ“. 3. დააკისროთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შპს ,,სერვისბოქსს“ აბონენტთათვის მომსახურების დისკრიმინაციულად შეწყვეტის გამო. 4. სილქნეტს დააკისროთ პასუხისმგებლობა კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო. 5. სილქნეტსა და მალტისოფტს    აუკრძალოთ, მათ შორის 2019 წლის 02 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი „პროდუქტის“ მიწოდება აბონენტებისთვის დემპინგურ ფასად/ტარიფებად, რითაც უხეშად ირღვევა კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №266/9 გადაწყვეტილებით სილქნეტისთვის დაკისრებული ვალდებულებები; და ამასთან, კომისიამ იმსჯელოს აბონენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომსახურების რეალური მიმწოდებლის დაფარვის კანონიერებაზე.

2020 წლის 21 იანვარს, სერვისბოქსმა კომისიაში წარმოადგინა   (შ-20-6/249, 21.01.20) მტკიცებულებები: 1. არაფორმალური მიმოწერა სიჯისის და სერვისბოქსის ტექნიკურ დეპარტამენტებს შორის. 2. სერვისბოქსის მიერ სიჯისისთვის გაგზავნილი სერვერის დიაგნოსტირების დასკვნა. 3. სერვისბოქსის მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი პრევენციული ხასიათის შეტყობინება მომსახურების შესაძლო შეფერხებით მიწოდების თაობაზე. 4. მომსახურების აღდგენის ამსახველი დიაგრამა. 5. მარტივის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადება მომსახურების მიწოდების შეწყვეტაზე რუსთავის აბონენტებისთვის). 6. სერვისბოქსის წერილი სიჯისი აბონენტებისთვის მომსახურების   ღირებულების   გაქვითვის   თაობაზე.   7.   სიჯისისა   და   სერვისბოქსის აბონენტებს შორის მიმოწერიდან ამონარიდები, რომელიც ეხება სიჯისისა და სერვისბოქსის აბონენტისთვის საკუთარი სატელევიზიო მომსახურების შეთავაზებას. სერვისბოქსის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება: 1. სერვისბოქსის ბრალით რუსთავში მომსახურება არ შეწყვეტია არცერთ აბონენტს. მტკიცებულებები ამყარებს იმ ეჭვს, რომ სიჯისიმ ისარგებლა სერვისბოქსის მიერ გაგზავნილი პრევენციული შეტყობინებით და განზრახ შეუწყვიტა სერვისბოქსის აბონენეტებს მომსახურების მიწოდება, რათა შემდგომ მათთვის შეეთავაზებინა საკუთარი სატელევიზიო მომსახურება, ხოლო აბონენტების გათიშვა დაებრალებინა სერვისბოქსისთვის. 2. სერვისბოქსის აბონენტებისთვის სიჯისის მიერ საკუთარი ტელევიზიის შეთავაზება ხორციელდება სისტემატურად. 3. რეგლამენტის 109 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვეტას სერვისბოქსის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აბონენტებს მიმდინარე თარიღისთვის მომსახურება აღდგენილი აქვს, ხოლო მომსახურების შეფერხებით მიწოდება სადაო პერიოდში გამოწვეული იყო სერვისბოქსისთვის დაუდგენელი, გაუთვალისწინებელი მიზეზებით. შესაბამისად, შეტყობინების ვალდებულება სერვისბოქსს არ ეკისრება. 4. მომსახურების შეფერხებით მიწოდება სადაო პერიოდში გამოწვეული იყო სერვისბოქსისთვის დაუდგენელი, გაუთვალისწინებელი მიზეზებით. სერვისბოქსმა დაიცვა რეგლამენტის მე-15 მუხლი და დაუყონებლივ დაიწყო სიჯისისთან მუშაობა ხარვეზის დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით და ასევე განათავსა ინფორმაცია ფეისბუქ გვერდზე, რიტაც მოახდინა აბონენტების ინფორმირება. შესაბამისდ, მისი მხრიდან არც რეგლამენტის მე-15 მუხლის დარღვევას არ აქვს ადგილი. 5. სიჯისის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულებები, რომლითაც დამტკიცდება, რომ მომსახურება შეწყდა განზრახ, სერვისბოქსის ბრალეული ქმედებით, არც კომისიის აქტით დგინდება თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული მომსახურების მიწოდების შეუძლებლობა მომხმარებლებისთვის, ხოლო 2019 წლის 26 დეკემბერს, სერვისბოქსის მიერ სიჯისისთვის გაგზავნილი სერვერის დიაგნოსტირების    დასკვნა მიუთითებს, რომ სერვისბოქსის მხრიდან ხარვეზი არ დასტურდება. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებები, რითაც დამტკიცდება სერვისბოქსის მხრიდან განზრახი, ბრალეული ქმედება. 6. სერვისბოქსი არ დაარიცხავს აბონენტებს მომსახურების ღირებულებას რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

2020 წლის 21 იანვარს, სერვისბოქსმა კომისიაში წარმოადგინა   (შ-20-6/252, 21.01.20) სიჯისის მიერ სერვისბოქსის წინააღმდეგ ქ. რუსთავის სამოქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და მოითხოვა   სიჯისის მიერ სილქნეტის, მალტისოფტისა და სერვისბოქსის წინააღმდეგ კომისიაში შემოტანილ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან, სერვისბოქსის განმარტებით, სიჯისიმ სერვისბოქსის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა იდენტური მოთხოვნებით. ასევე, მტკიცებულების სახით წარმოადგინა (შ-20-6/272, 22.01.20) სიჯისის 2019 წლის 30 ოქტომბრის შეტყობინება სერვისბოქსსა და სიჯისის შორის 2017 წლის 14 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, ასევე,  სერვისბოქსსა და მალტისოფტს შორის 2019 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება. მისი განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ: 1. სიჯისი წყვეტს სერვისბოქსთან 2017 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულებას ვადაზე ადრე, კერძოდ, 2014 წლის 1 თებერვლიდან. 2. სერვისბოქსი და მალტისოფტი აბონენტებს აწვდიან ერთობლივ პროდუქტს 2019 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით შექმნან სატარიფო შეთავაზება და საკუთარ აბონენტებს შესთავაზონ ერთობლივი პროდუქტი, რაც გულისხმობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება/სატარიფო შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც აბონენტები მიიღებენ ინტერნეტ და ტელევიზიის ერთობლივ მომსახურებას.

2020 წლის 22 იანვარს, სერვისბოქსმა მტკიცებულებების სახით, კომისიაში წარმოადგინა (შ-20-6/273, 22.01.20): 1. რუსთავში სიჯისის მონაცემთა ცენტრში განთავსებული სერვისბოქსის სერვერის დატვირთვის გრაფიკები მაშინ, როდესაც სერვერზე მომსახურების მიწოდების მოთხოვნა შემცირდა (ტრაფიკი დავარდა) - CD. 2. სერვერთან დაკავშირებისას პერიოდული წყვეტები, რომელიც დააფიქსირა მონიტორინგის პროგრამამ 2019 წლის 23 დეკემბერს. 3. სიჯისის და სერვისბოქსის ტექნიკური სამსახურის პერსონალის მიმოწერა. სერვისბოქსის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სიჯისის სასერვერო ოთახში განთავსებული სერვერი სადაო პერიოდში იყო მუშა მდგომარეობაში. სერვისბოქსის აზრით, აბონენტები ვერ ახერხებდნენ სერვერთან წვდომას სერვისბოქსისგან დამოუკიდებელი ხელშემშლელი გარემოებების გამო. ასევე დასტურდება ის, რომ სერვისბოქსი ცდილობდა ფიზიკურად მისულიყო მის საკუთრებაში არსებულ სერვერთან პრობლემის დადგენის მიზნით, რისი საშუალებაც არ ეძლეოდა სიჯისის მხრიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23 იანვარს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, სიჯისის მიერ სილქნეტის, მალტისოფტისა და სერვისბოქსის წინააღმდეგ კომისიაში შემოტანილი დაზუსტებული საჩივრის, სიჯისის მიერ სერვისბოქსის წინააღმდეგ 2019 წლის 26 დეკემბერს ქ. რუსთავის სამოქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, კომისიის მიერ სერვისბოქსის მოთხოვნა - სიჯისის მიერ სილქნეტის, მალტისოფტისა და სერვისბოქსის წინააღმდეგ კომისიაში შემოტანილ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, სიჯისიმ სერვისბოქსის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა იდენტური მოთხოვნებით - არ დაკმაყოფილდა. კომისია აღნიშნავს, რომ სიჯისის რუსთავის საქალაქო სასამართლოში  სერვისბოქსის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით სიჯისი ითხოვს სერვისბოქსისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რომელიც, გამომდინარეობს სერვისბოქსის მიერ მათ შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევიდან, ხოლო კომისიაში სიჯისის შემოტანილი აქვს საჩივარი სილქნეტის, მალტისოფტისა   და   სერვისბოქსის   წინააღმდეგ   და   ითხოვს   სს   ,,სილქნეტს“,   შპს ,,მალტისოფტს“ და შპს ,,სერვისბოქსისთვის“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ მიერ, ,,ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა    და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის 2019 წლის №266/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო. ასევე, სილქნეტსა და მალტისოფტს  კომისიამ აუკრძალოს, მათ შორის 2019 წლის 02 დეკემბერს  გაფორმებული ხელშეკრულებით  დადგენილი „პროდუქტის“ მიწოდება აბონენტებისთვის დემპინგურ ფასად/ტარიფებად. ამასთან, კომისიამ იმსჯელოს აბონენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მომსახურების რეალური მიმწოდებლის დაფარვის კანონიერებაზე. შესაბამისად, სიჯისის მიერ სილქნეტის, მალტისოფტისა და სერვისბოქსის წინააღმდეგ კომისიაში შემოტანილ საჩივრისა და სასამართლოში შეტანილი სარჩელის მოთხოვნები არ არის ერთი და იგივე, როგორც ამაზე მიუთითებს სერვისბოქსი.

 

2020     წლის     23     იანვარს,     კომისიის     მოსამზადებელ     სხდომაზე,     სერვისბოქსმა,

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წარმოადგინა შეგებებული განცხადება და მოითხოვა შეგებებული განცხადების  განხილვა  მხარის  მიერ  წარმოდგენილ  საჩივართან  ერთად,  კომისიაში

 

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. სერვისბოქსის მოთხოვნებია: 1.1. დაეკისროს პასუხისმგებლობა სიჯისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  შესახებ  რეგლამენტის“  დარღვევის  გამო,  რაც  გამოიხატება  „სიჯისის“  მიერ

„სერვისბოქსის“ აბონენტებისათვის არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში, შემდგომში „სერვისბოქსის“ აბონენტების არამართლზომიერი გადაბირების მიზნით (შემდგომში „სერვისბოქსის პირველი მოთხოვნა“); 1.2.   დაეკისროს

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა „სიჯისის“, „სერვისბოქსის“ აბონენტთათვის მომსახურების შეწყვეტის გამო (შემდგომში „სერვისბოქსის მეორე მოთხოვნა“); 1.3. დაევალოს „სიჯისის“, რომ მან

„სერვისბოქსს“ მიაწოდოს შემდეგი ინფორმცია აბონენტთა შესახებ არაუგვიანეს 2020 წლის

25 იანვრისა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი, აბონენტის საბილინგო ნომერი, სამართლებრივი ტიპი: ფიზიკური/იურიდიული, სატარიფო კოდი (არჩეული პაკეტი), არჩეული პაკეტის ღირებულება, STB Mac მისამართი, მხოლოდ ტელევიზიის მომსახურების ბალანსი (თანხა ლარში) (შემდგომში „სერვისბოქსის მესამე მოთხოვნა“); 1.4. დაევალოს „სიჯისის“, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს აბონენტთა ინფორმირება  „სერვისბოქსთან“  არსებული  ხელშეკრულების  შეწყვეტისა  და მომსახურების პირობის შეწყვეტის/ცვლილების თაობაზე. კერძოდ, აბონენტებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) 2020 წლის 1 თებერვლიდან წყდება სერვისბოქსსა და სიჯისის შორის       არსებული       ხელშეკრულება       სიჯისის       ინიციატივით,       რის       გამოც,

„სერვისბოქსისთვის“ შეუძლებელი ხდება აბონენტებისათვის MarTV-ს სატელევიზიო მომსახურების მიწოდება არსებული პირობებით; ბ) 2020 წლის 1 თებერვლიდან მომსახურების პირობებში დაგეგმილი ცვლილებების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციისათვის აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანია „სერვისბოქსს“ შემდეგ  ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 00 32 ან იხილონ დეტალური ინფორმაცია ვებ- გვერდზე www.mar.tv (შემდგომში „სერვისბოქსის მეოთხე მოთხოვნა“). სერვისბოქსი შეგებებულ      განცხადებაში      მისი      მოთხოვნების      დასაბუთებაში      მიუთითებს:

2.1.სერვისბოქსის პირველი მოთხოვნა: დაეკისროს პასუხისმგებლობა სიჯისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დარღვევის გამო, რაც გამოიხატება „სიჯისის“ მიერ სერვისბოქსის აბონენტებისათვის არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებაში, შემდგომში სერვისბოქსის აბონენტების არამართლზომიერი გადაბირების მიზნით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდგომში „რეგლამენტი“) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი  და  გასაგები,  რომელსაც  არ  ექნება  დამაბნეველი  ან  მაცდური  ხასიათი.

„სიჯისის“ მიერ წარმოდგენილ თითქმის ყველა ჩანაწერში ჩანს, რომ „სიჯისის“ ოპერატორებს „სერვისბოქსის“ აბონენტები შეჰყავთ შეცდომაში და აწვდიან არასწორ ინფორმაციას. კერძოდ: ა)      ჩანაწერების  ანალიზის  შედეგად  ირკვევა,  რომ  „სიჯისი“-„სერვისბოქსის“ აბონენტები ვერ ასხვავებენ იმას, თუ რომელი კომპანიის აბონენტებს წარმოადგენენ სატელევიზიო და ინტერნეტ მომსახურების ნაწილში. მათ ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ სერვისბოქსი/მარტივი და სიჯისი არის ერთი კომპანია; ბ) აბონენტთა ამ დაბნეულობით სარგებლობენ „სიჯისის“ ოპერატორები და აბონენტთა კითხვაზე, შეუწყდებათ თუ არა მათ ნამდვილად ტელევიზიის მომსახურება 2020 წლის 1თებერვლის შემდგომ, დამაჯერებლად პასუხობენ, რომ არა. აღნიშნული არის არასწორი ინფორმაცია,   რადგანაც    2020    წლის    1  თებერვლიდან „სერვისბოქსის“/,,მარტივის“ ტელევიზიის მიწოდება „სიჯისის“ ინტერნეტ ქსელის გავლით ვერ მოხერხდება, რადგანაც „სიჯისის“ ინიციატივით 2017 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულება წყდება 2020 წლის 1 თებერვლიდან, ვადაზე ადრე; გ) „სიჯისის“ ოპერატორები მატყუარებს და აბონენტთა გამიზნულად შეცდომაში შემყვანებს უწოდებს „სერვისბოქსს“, რომელიც ტყუილის საფუძველზე ცდილობს აბონენტთა გადაბირებას. აქ ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ „სერვისბოქსი“ უკავშირდება საკუთარ აბონენტებს და აწვდის სწორ ინფორმაციას შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე და უხსნის, რომ თუ „მარტივის“ სატელევიზიო მომსახურება სურთ, მაშინ მათ უნდა ისარგებლონ „მალტისოფტი“ – „სერვისბოქსის“ ერთობლივი პროდუქტით. შესაბამისად, აბონენტი აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს მისთვის მიწოდებული სწორი ინფორმაციის საფუძველზე. ჩანაწერებში აბონენტის დაბნეულობა კი გამოწვეული იმით, რომ „სიჯისის“ ოპერატორი მას არც კი უხნის, რომ სატელევიზიო პროდუქტის ნაწილში ის არის „სერვისბოქსის“/,,მარტივის“ აბონენტი და „სერვისბოქსს“/,,მარტივის“ სრული უფლება აქვს საკუთარ აბონენტებს დაუკავშირდეს და ახალი პროდუქტები შესთავაზოს. „სერვისბოქსს“ აქვს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ აბონენტებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება ხდება იმ მიზნით, რომ მოხდეს „სერვისბოქსის“ საქმიანი რეპუტაციის შელახვა, მომხმარებელთა ლოიალურობის შემცირება, რათა შემდგომ „სიჯისიმ“ მოახდინოს „სერვისბოქსის“ აბონენტთა გადაბირება და მათთვის საკუთარი ტელევიზიის შეთავაზება. როგორც „სიჯისის“ მიერ წარმოდგენილი აბონენტებთან საუბრის ჩანაწერებიდან და ასევე, „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში 2020 წლის 21 იანვარს წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, სიჯისი სისტემატურად  სთავაზობს  სერვისბოქსის  აბონენტებს  საკუთარ  ტელევიზიაზე გადაყვანას. კერძოდ, სიჯისის ოპერატორები სარგებლობენ აბონენტთა დაბნეულობით იმის თაობაზე, რომ მათ უწყდებათ სერვისბოქსის სატელევიზიო მომსახურება და აბონენტების მიერ ცხელ-ხაზზე დარეკვის შემდგომ მათ ეუბნებიან, რომ სატელევიზიო მომსახურება არ შეუწყდებათ და სთავაზობენ გაურკვეველ სატელევიზიო მომსახურების აქციას და პირდებიან სატელევიზიო მომსახურების გაგრძელებას. სერვისბოქსს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სიჯისი სერვისბოქსის აბონენტებს სთავაზობენ „სიჯისის“ მიერ შექმნილ სატელევიზიო  პროდუქტს და არა  „სერვისბოქსის“  პროდუქტს  (შემდგომში „მარტივი“)  და სწორედ ამ  სატელევიზიო    მომსახურებით    აპირებენ  „მარტივის“ პროდუქტის ჩანაცვლებას. გარდა ამისა, „სიჯისი“ სარგებლობს შემთხვევით და აბონენტის კითხვებზე, თუ როდის ჩაირთვება „სერვისბოქსის“ ტელევიზია, ჩართვის ალტერნატივად მათ სთავაზობენ „სიჯისის“ ტელევიზიაზე გადასმას. ეს დასტურდება „სერვისბოქსის“ მიერ 2020 წლის 21 იანვარს კომისიაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. დანართი 7 - „სიჯისისა“ და „სერვისბოქსის“ აბონენტებს შორის მიმოწერიდან ამონარიდები, რომელიც ეხება „სიჯისის“ მიერ   „სერვისბოქსის“  აბონენტისათვის   საკუთარი   სატელევიზიო მომსახურების შეთავაზებას). გარდა ამისა, „სიჯისის“ მიერ წარმოდგენილი აბონენტებთან საუბრის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ „სიჯისი“ არ უხსნის „სერვისბოქსის“/“მარტივის“ აბონენტებს, რომ სატელევიზიო პროდუქტი, რასაც მათ სთავაზობენ „მარტივის“ ტელევიზიის ნაცვლად, არის არა „მარტივის“, არამედ „სიჯისის“ ტელევიზია. ანუ „სიჯისი“ აბონენტს ისე უგრძელებს სატელევიზიო მომსახურებას, რომ არც კი აწვდის ინფორმაციას, რომ პროვაიდერი ეცვლება და აბონენტს ჰგონია, რომ ისევ „მარტივი“ უგრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ სიჯისის სატელევიზიო პროდუქტი რადიკალურად განსხვავდება მარტივის სატელევიზიო პროდუქტისაგან ხარისხითაც და არხების შემდგენლობითაც. შესაბამისად, არაინფორმირებულად  და მოტყუებით აბონენტთა სიჯისის ტელევიზიაზე „გადასმით“, აბონენტები ღებულობენ უხარისხო პროდუქტს, რომელიც მათ “მარტივი” ჰგონიათ.     ამ   მოქმედებით   ზარალდება  არა მხოლოდ   აბონენტი,   არამედ   თავად „სერვისბოქსის“/,,მარტივის“ რეპუტაციაც,       როგორც       ხარისხიანი       პროდუქტის მიმწოდებლის. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2020 წლის 21 იანვარს „სერვისბოქსმა“ განცხადებით მიმართა კომისიას, რათა მათ გადაემოწმებინათ აბონენტ თ. ტაბატაძესთან არსებული მდგომარეობა და შეესწავლათ „სიჯისის“ ქმედებების კანონიერება. კერძოდ, განცხადებაში აღინიშნა, რომ „სერვისბოქსის“ მოქმედ  აბონენტს, თ. ტაბატაძეს, მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე „სიჯისიმ“ შეუცვალა სატელევიზიო სიგნალის მიმღები მოწყობილობა (STB MAC C4:2F:AD:33:91:52; C4:2A:FE:41:29:09) და საკუთარი სიგნალის მიწოდებით ახორციელებს სატელევიზიო მომსახურების მიწოდებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოვთქვამთ ეჭვს, რომ „სიჯისი“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არამართლზომიერად. კერძოდ, სატელევიზიო არხების ბადეში არის არხების ის ჩამონათვალი, რომლის ტრანზიტის უფლებაც მას არ გააჩნია. ამ ქმედებით ხდება აბონენტის   მოტყუებით   გადმოყვანა   „სიჯისის“   მაუწყებლობის   ტრანზიტის მომსახურებაზე, რომელთან დაკავშირებითაც „სიჯისის“ ხელშეკრულებაც კი არ აქვს გაფორმებული აბონენტთან (განცხადება იხ. დანართი 1-ის სახით).   როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიამ უკვე განახორციელა ვიზიტი აბონენტთან და გთხოვთ, რომ შემოწმების აქტი გადმოგვცეთ და განიხილოთ წინამდებარე შეგებებულ განცხადებასთან ერთად. 2.2.   სერვისბოქსის  მეორე მოთხოვნა: დაეკისროს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა „სიჯისის“ აბონენტთათვის  მომსახურების  შეწყვეტის  გამო.  2019  წლის  23  დეკემბერს „სერვისბოქსისათვის“ დაუდგენელი და გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების გამო, ქ. რუსთავში მომსახურება გაეთიშათ „სერვისბოქსის“ აბონენტებს. „სიჯისის“ არ წარმოუდგენია   მტკიცებულებები, რომლითაც დამტკიცდება, რომ მომსახურება შეწყდა განზრახ, „სერვისბოქსის“ ბრალეული ქმედებით. არც კომისიის ტექნიკური დათვალიერების ოქმით დგინდება, თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული მომსახურების მიწოდების   შეუძლებლობა   მომხმარებლისათვის,   ხოლო   2019   წლის   26   დეკემბერს,„სერვიბოქსის“ მიერ „სიჯისისათვის“ გაგზავნილი სერვერის დიაგნოსტირების დასკვნა მიუთითებს, რომ „სერვისბოქსის“ მხრიდან ხარვეზი არ დადასტურდა. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებები, რითაც დამტკიცდება „სერვისბოქსის“ მხრიდან, განზრახი, ბრალეული მოქმედება. „სერვისბოქსს“ აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „სიჯისიმ“ ისარგებლა „სერვისბოქსის“ მიერ აბონენტთათვის გაგზავნილი პრევენციული შეტყობინებებით და განზრახ შეწყვიტა აბონენტებისათვის მომსახურების მიწოდება, რათა შემდგომ მათთვის შეეთავაზებინა საკუთარი სატელევიზიო მომსახურება, ხოლო აბონენტთა გათიშვა დაებრალებინა  „სერვისბოქსისთვის“.  გარდა  ზემოაღნიშნულისა,  2019 წლის დეკემბრის თვეში დაუდგენელი მიზეზებით გაითიშა სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში მხარეთა შორის არსებული მომაცემთა გაცვლის ონლაინ სისტემაც. აღნიშნული ფაქტი საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისა, რომ შესაძლოა აბონენტთა ნაწილისათვის მომსახურების გათიშვა გამოწვეული იყოს მანიპულაციებით  ხსენებულ ონლაინ სისტემაზე.  2.3.        სერვისბოქსის მესამე მოთხოვნა: დაევალოს „სიჯისის“, რომ მან „სერვისბოქსს“ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია აბონენტთა შესახებ არაუგვიანეს 2020 წლის 25 იანვრისა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი, აბონენტის საბილინგო ნომერი, სამართლებრივი ტიპი: ფიზიკური/იურიდიული, სატარიფო კოდი (არჩეული პაკეტი), არჩეული პაკეტის ღირებულება, STB Mac მისამართი, მხოლოდ ტელევიზიის მომსახურების ბალანსი (თანხა ლარში). 2019 წლის დეკემბრისა და 2020 წლის იანვრის თვეში, „სერვისბოქსმა“ არაერთხელ მიმართა „სიჯისის“, რათა ამ უკანასკნელს „სერვისბოქსისათვის“   გადმოეცა   მეოთხე   მოთხოვნაში   მითითებული ინფორმაცია აბონენტთა შესახებ. ამ მოთხოვნის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ არ მუშაობდა მონაცემთა გაცვლის ონლაინ სისტემა (იხილეთ აღნიშნული მიმოწერები დანართი 2 სახით).  პასუხად „სერვისბოქსს“ დღემდე არ მიუღია აღნიშნული ინფორმაცია, რომლის ფლობაც კრიტიკულად აუცილებელია „სერვისბოქსისათვის“, რადგანაც 2020 წლის   1   თებერვლიდან   წყდება   „სიჯისისა“   და   „სერვისბოქსს“   შორის   არსებული ხელშეკრულება. მნიშვნელოვანია, რომ „სერვისბოქსი“ ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი აბონენტის შესახებ. მათ შორის, აბონენტების მიერ გადახდილი თანხების, ბალანსის, მომსახურების პირობების შესახებ, რათა აბონენტთათვის დისკომფორტის შექმნის გარეშე მოხდეს მომსახურების გაგრძელება „სიჯისისა“ და „სერვისბოქსს“ შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც.  2.4. სერვისბოქსის  მეოთხე მოთხოვნა: დაევალოს   „სიჯისის“,   რომ   დაუყოვნებლივ   მოახდინოს   აბონენტთა  ინფორმირება „სერვისბოქსთან“ არსებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომსახურების პირობის შეწყვეტის/ცვლილების თაობაზე. კერძოდ, აბონენტებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) 2020 წლის 1 თებერვლიდან წყდება სერვისბოქსსა და სიჯისის შორის არსებული ხელშეკრულება სიჯისის ინიციატივით, რის გამოც,   „სერვისბოქსისთვის“ შეუძლებელი ხდება აბონენტებისათვის MarTV-ს სატელევიზიო მომსახურების მიწოდება არსებული პირობებით; ბ) 2020 წლის 1 თებერვლიდან მომსახურების პირობებში დაგეგმილი ცვლილებების გასაცნობად და დამატებითი ინფორმაციისათვის აბონენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანია „სერვისბოქსს“ შემდეგ  ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 00 32 ან იხილონ  დეტალური  ინფორმაცია  ვებ-გვერდზე   www.mar.tv.  2020  წლის  21  იანვარს „სერვისბოქსმა“ მიმართა „სიჯისის“ და სთხოვა მეხუთე მოთხოვნაში მოცემული ინფორმაციის მიწოდება აბონენტებისათვის (იხ. დანართი 3) და ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება კომპანიის საიტზე, რაც დღემდე არ განხორციელებულა. აბონენტთა ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად და აბონენტებში იმ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, რაც თავად „სიჯისის“ ქმედებებმა გამოიწვია, აუცილებელია, რომ „სიჯისიმ“ მეხუთე მოთხოვნაში აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს აბონენტებს და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ-გვერდზე. სერვისბოქსი შეგებებულ განცხადებაში, ასევე, მიუთითებს ორ შუამდგომლობაზე: 1. სიჯისი ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს და აბონენტებს აწვდის სატელევიზიო მომსახურებას. კომისიის წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ კომისიამ შეისწავლოს აქვს თუ არა მოპოვებული სიჯისის საავტორო და მომიჯნავე უფლებები იმ არხების ტრანზიტზე, რომელსაც ის აბონენტებს სთავაზობს სატელევიზიო მომსახურების ფარგლებში. 2. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კომისიის წინაშე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ კომისიამ შეისწავლოს აქვს თუ არა სიჯისის აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო  მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიის  ამოცანაა  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და   ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, სიჯისი, მალტისოფტი,  სერვისბოქსი  და  სილქნეტი  წარმოადგენენ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და როგორც სიჯისი საჩივარში აღნიშნავს მალტისოფტის, სერვისბოქსის და სილქნეტის მხრიდან ადგილი აქვს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს და მის არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენებას, ასევე, მომხმარებლების უფლებების დარღვევას, ხოლო, სერვისბოქსის შეგებებული განცხადების შესაბამისად, სიჯისის მხრიდან ადგილი აქვს როგორც სერვისბოქსის, ისე, მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საჩივრები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე, 38-ე და 62-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1.   შპს   ,,საქართველოს   ცენტრალური   კავშირგაბმულობის   კორპორაციასა“   და   შპს ,,მალტისოფტს“,   შპს   ,,სერვისბოქსსა“   და   სს   ,,სილქნეტს“   შორის   დავისა   და   შპს ,,სერვისბოქსსა“ და  შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დავის განხილვა დაინიშნოს 2020 წლის 6 თებერვალს, 15:00.

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის   კორპორაცია“,   შპს   ,,მალტისოფტი“,   შპს   ,,სერვისბოქსი“   და სს ,,სილქნეტი“ გაფრთხილდნენ 2019 წლის 23 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე.

3.   დაევალოს    კომისიის    აპარატის    სატელეკომუნიკაციო    ბაზრების  რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე)   შეისწავლოს სს ,,სილქნეტის“,   შპს ,,მალტისოფტის“ და შპს ,,სერვისბოქსის“ მხრიდან ადგილი აქვს თუ არა კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებს და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2020 წლის 6 თებერვლამდე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების შეწყვეტის მიზეზის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2020 წლის 6 თებერვლამდე.

5. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივართან და შპს ,,სერვისბოქსის“ შეგებებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცემის ვადად განისაზღვროს 3 თვე.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

8.     დაევალოს      კომისიის      აპარატის      ადმინისტრაციას      (ო.ვოტ)      წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნება.

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტების) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები