წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვისა და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-16 / 891

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2020 21:14

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2020

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვისა და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა    გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N20-10-2225; 04.11.2020). აღნიშნული  წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების  საზოგადოებრივ დამცველს    (შემდგომში    ,,საზოგადოებრივი    დამცველი“)            საჩივრით (Nშ-20-9/5256; 07.10.2020) მიმართა ფიზიკურმა პირმა გ. ყიფიანმა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების და რეკლამების დღის საათებში ჩვენების გამო. კომისიაში ასევე, შემოსულია დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის და სხვათა საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-9/5262; 08.10.2020) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების და რეკლამების დღის საათებში ჩვენების გამო. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ მაუწყებლების მიერ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების და აზარტული თამაშების რეკლამის   დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ გადატანას 22:00 და 24:00 საათის შემდეგ და დამრღვევ პირთა მიმართ სანქციის გამოყენებას.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის (N20-10-2075; 08.10.2020) საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა განახორციელა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 21 სექტემბერს დილის 9 საათზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხი „მარაოს“ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი „ვიოლეტი და დეიზი“ მოიცავდა მკვლელობის კადრებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კანონის 562-ე მუხლის თანახმად, ძალადობის ამსახველი სცენის ახლო ხედით ჩვენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას გააჩნია შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური დანიშნულება, წარმოადგენს პროგრამის 18 წლამდე შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველს.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, დეპარტამენტმა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ორგანიზაცია ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association of America – MPAA) მიერ, რომელიც მხატვრული ფილმების მწარმოებელი სტუდიების მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა და რომლის ძირითად საქმიანობასაც ფილმების შინაარსობრივი კატეგორიზაცია წარმოადგენს, ფილმისათვის მინიჭებულია R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის და დამატებით მოითხოვს მშობლის თანდასწრებას ფილმის ყურების პროცესში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამის სამაუწყებლო ბადეში განთავსება 6-24 საათის პერიოდში. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ განხილული ფილმი „მარაოს“ ეთერში დილის 9 საათზე იყო ნაჩვენები, რაც დასტურდება როგორც მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი საეთერო ჩანაწერით, აგრეთვე, მაუწყებლის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადით.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,სამაუწყებლო რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხის „მარაოს“ ეთერში, 23 სექტემბერს დილის 9 საათზე გასული მხატვრულ ფილმი „ის მოგდევს“ (,,It Follows“) მოიცავდა ძალადობისა და სქესობრივი აქტის სცენებს, რომლებიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562-ე მუხლის თანახმად, ექცევა 18 წლამდე არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელ პროგრამათა კატეგორიაში.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვი“   ყოველ დღე, 15:00 საათზე ანთავსებს ეთერში სერიალს „ანტიმაფია“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია კატეგორიით უნივერსალი - სიმბოლო U წრეში და რომელიც შეიცავს ისეთ სცენებს, სადაც ნაჩვენებია წამება, მკვლელობა, ძალადობა, სექსუალური სცენები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 561 მუხლის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმი პროგრამას 18 წლამდე ასაკისათვის შეუსაბამოდ მიიჩნევს და მისი განთავსების შესაძლებლობას მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ უშვებს.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად,   მონიტორინგის   შედეგად  გამოვლინდა,   რომ ძალადობის, მკვლელობის, წამებისა და თვითმკვლელობის მცდელობის სცენებს მოიცავს შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ  ა/წ 7 სექტემბრიდან 29 სექტემბრის პერიოდში, 19:00 საათზე ეთერში განთავსებული სერიალი „კრიმინალური აზროვნება“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია, როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნებისათვის შეუსაბამო პროგრამა. ასევე, მკვლელობის სცენაა ასახული 29 სექტემბერს, 20:00 საათზე ტელეკომპანია ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებულ სერიალ „დაკარგულებშიც“.

მაუწყებელთა ეთერში განთავსებულ აზარტული თამაშების რეკლამებთან დაკავშირებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ვალდებულებები მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების კატეგორიზაციისა და სამაუწყებლო ბადის აღნიშნული კატეგორიების გათვალისწინებით დაგეგმვის შესახებ, დეპარტამენტის მოსაზრებით,   მხოლოდ პროგრამებზე ან/და ანონსებზე ვრცელდება, ხოლო პროგრამა განიმარტება როგორც პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში განთავსებული ტელერადიოპროდუქცია. რადგანაც რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი განმარტების თანახმად, არ წარმოადგენს პროგრამას, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით კანონით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2020    წლის    12    ნოემბერს,    კომისიამ    მიიღო    Nგ-20-23/846  გადაწყვეტილება  ,,შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ გ. ყიფიანის, დეკანოზ ა. მინდიაშვილის და სხვათა საჩივრების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის თაობაზე“, რომლის შესაბამისად, კომისიამ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი- ეს თი-ვის“   წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) განხილვის მიზნით. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივარი (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) მაუწყებელთა მიერ აზარტული თამაშების რეკლამების განთავსების ნაწილში და ასევე, ამავე საჩივარზე ხელმომწერ სხვა პირთა მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად. ასევე, განუხილველად დარჩა გიორგი ყიფიანის საჩივარი შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს ,,ტელეიმედის“ წინააღმდეგ.

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვის მიზნით   ზეპირი   მოსმენა   დაინიშნა   2020   წლის   26   ნოემბერს,  რის   თაობაზეც   შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“, საჩივრის ერთ-ერთი ავტორი გ. გოცირიძე   გაფრთხილდნენ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე, ხოლო საჩივრის ავტორებს ა. მახაშვილს და შ. თოფურიას ეცნობათ კომისიის შეტყობინებებით (Nგ-20-03/3821; 16.11.2020) საჩივარში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

მომხმარებელთა  ინტერესების  საზოგადოებრივ  დამცველს  განცხადებით  (Nშ-20-9/5819; 17.11 2020) მიმართა გ. ყიფიანმა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ ეთერში ა/წ 14 ნოემბერს, 19:50 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში ვუდი ალენის ფილმის ასაკობრივი კატეგორიის მინიჭების გარეშე განთავსებისა და შპს ,,ჯი-დი- ეს თი-ვის“ ეთერში, ა/წ 18 ნოემბრიდან 19:00 საათზე სერიალ ,,ძვლების“ ჩვენების დაწყების თაობაზე. განმცხადებლის  განმარტებით, სამაუწყებლო  არხ ,,მარაოს“  ეთერში განთავსებული ფილმი შეიცავდა დისკუსიებს სექსუალური ურთიერთობის შესახებ, ხოლო შპს     ,,ჯი-დი-ეს     თი-ვის“ ეთერში განთავსებული  სერიალი შეიცავდა განსაკუთრებული სისასტიკის ძალადობის, კანიბალიზმის და გვამების დეტალურ სცენებს. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი   ბარათების   (N20-10-2339;   24.11.2020;   N   20-10-2335; 24.11.2020) თანახმად, საზოგადოებრივი დამცველის მომართვის (N20-10-2282; 17.11.2020) საფუძველზე, გ. ყიფიანის განცხადებაში მითითებული დარღვევების გამოვლენის მიზნით, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა კვლავ განახორციელა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადეების მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი დანამდვილებით შეიცავს სქესობრივი აქტის სიტყვიერ აღწერას. მაუწყებლის მიერ ეთერში განთავსებისას კი კანონით სავალდებულო ნიშანდება ფილმს მინიჭებული არ აქვს. ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის (Motion Pictures Association – MPA) მიერ, რომელიც მხატვრული ფილმების მწარმოებელი სტუდიების მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა და რომლის ძირითად საქმიანობასაც ფილმების შინაარსობრივი კატეგორიზაცია წარმოადგენს, ფილმისათვის მინიჭებულია R კატეგორია, რაც გულისხმობს, რომ ფილმი შეუსაბამოა 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის და დამატებით მოითხოვს მშობლის თანდასწრებას ფილმის ყურების პროცესში. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სერიალ ,,ძვლებს“ აქვს ანთროპოლოგიურ- საგამოძიებო სიუჟეტი. შესაბამისად, სერიალი მოიცავს ანთროპოლოგიური მასალების შესწავლის ეპიზოდებს, რა დროსაც გრაფიკულადაა გამოსახული ადამიანის გვამები ან დანაწევრებული სხეულები. გარდა ამისა, 19 ნოემბერს, 19:00 საათზე განთავსებული ეპიზოდი დანამდვილებით ეხება კანიბალიზმის თემას, რაზეც პროგრამაშივეა საუბარი. ამერიკის მხატვრული ფილმების ასოციაციის მიერ სერიალი “Bones” 14 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუსაბამო პროგრამადაა მიჩნეული.

კომისიის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის 2020 წლის 25 ნოემბრის N20-10-2342 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ დილის საათებში განთავსებულ სერიალს „მზარეულები“, სადაც განმცხადებლის თქმით, გამოყენებულია ბილწსიტყვაობა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 562     მუხლის თანახმად პროგრამას 12 წლამდე შეუფერებლად აქცევს, ხოლო თუ პროგრამაში გამოყენებული უცენზურო ტერმინოლოგია პროგრამის კონტექსტითაა გამართლებული, პროგრამა 15 წლამდე შეუფერებლად მიიჩნევა. განხორციელებული მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ პროგრამა შეიცავს ბილწსიტყვაობას, უმცა უცენზურო ტერმინოლოგია ზოგიერთ შემთხვევაში დაფარულია სიგნალის გამოყენებით, ზოგჯერ კი პროგრამაში დაუფარავადაა გაჟღერებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგების თაობაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N20-10-2339; 24.11.2020; N 20-10-2335; 24.11.2020) გაეგზავნა შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“, ხოლო ამავე დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2342; 25.11.2020) ასევე, გაეგზავნა შპს,,ჯი-დი ეს თი-ვის“ კომისიის შეტყობინებებით (Nგ-20-03/3905; 25.11.2020; Nგ-20-03/3914; 26.11.2020).

კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის დისტანციურად გამართულ სხდომას ესწრებოდნენ  შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი ა. ბურდილაძე და შპს ,,ჯი-დი- ეს თი-ვის“ წარმომადგენელი ნ. ფაშალიშვილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის ერთ-ერთ ავტორს გ. გოცირიძეს კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ეცნობა კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე, ხოლო ავტორებს ა. მახაშვილს და შ. თოფურიას ეცნობათ კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/3821; 16.11.2020) საჩივარში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე და არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო საჩივრის ავტორთა მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საჩივარი საჩივრის ავტორთა დაუსწრებლად.

კომისიის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა ა. ბურდილაძემ აღნიშნა, რომ მყისიერი რეაგირება მოახდინეს დადგენილ დარღვევებზე და სამაუწყებლო ბადიდან დარღვევით განთავსებული ფილმები ამოიღეს. ა. ბურდილაძის განმარტებით, კანონის ნორმა არის ახალი და მისი შესრულება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული მაუწყებლისთვის. მაუწყებელი   მუშაობს იმაზე, რომ დაიცვას კანონის მოთხოვნები და მკაცრი   მონიტორინგი განახორციელოს თითოეული არხის სამაუწყებლო ბადის შედგენამდე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დარღვევებს სისტემატიური ხასიათი არ ჰქონდა, ა. ბურდილაძის აზრით, მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა აღნიშნა, რომ მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია პრაიმ თაიმი, სარეკლამო ბაზარზე პანდემიის გამო აღარ ფუნქციონირებს გარკვეული სფეროები და რეკლამის დაკვეთებიც აღარ არის. პრაიმ თაიმში ყველაზე მეტი და ძვირი დაკვეთებია. მან დაადასტურა შპს ,,ჯი-დი ეს თი-ვის“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და თხოვნით მიმართა კომისიას მაუწყებლის მიმართ გამოეყენებინა ადმინისტრაციული პასუხისგებლობის მსუბუქი ზომა.

კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტმა თ. ჭაჭუკაშვილმა აღნიშნა, რომ  სერიალ ,,ძვლებში“ კანიბალიზმთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბარი გამოძიების ეტაპზე. კანიბალიზმის ფაქტი არ ფიქსირდება გრაფიკულად, თუმცა, კანიბალიზმის შედეგად დანაწევრებული სხეულების გამოსახულებები ასახულია სერიალში. ამასთანავე, თ. ჭაჭუკაშვილის განმარტებით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ სამაუწყებლო ბადეში დარღვევით განთავსებულ   ფილმებს   „ვიოლეტი   და  დეიზი“,   „ის   მოგდევს“   (,,It   Follows“)   და ,,განვიხილოთ ჰარი“ (Deconstructing Harry”) არ აქვთ მინიჭებული ნიშანდება. შპს ,,ჯი-დი- ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სერიალები ,,ანტიმაფია“, ,,მზარეულები“ და ,,დაკარგულები“ ნიშანდებულია    როგორც ,,უნივერსალი“, ნიშნით ,,U” წრეში, ხოლო სერიალები ,,კრიმინალური აზროვნება“ და ,,ძვლები“ ნიშანდებულია როგორც 12 წლამდე პირებისთვის შეუსაბამო პროგრამა. თ. ჭაჭუკაშვილმა ასევე, დააზუსტა, რომ თვითმკვლელობის სცენები, რომელთა თაობაზე აღნიშნულია კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებებს რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ    ბარათში,   ასახულია    სერიალში   ,,ანტიმაფია“    და    არა  სერიალში ,,კრიმინალური აზროვნება“. თ. ჭაჭუკაშვილის განმარტებით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია ფილმები „ვიოლეტი და დეიზი“, „ის მოგდევს“ (,,It Follows“) და ,,განვიხილოთ ჰარი“ (“Deconstructing Harry”). შპს,,ჯი-დი-ეს თი-ვის“  სამაუწყებლო   ბადიდან   ამოღებულია   სერიალები ,,ანტიმაფია“, ,,კრიმინალური აზროვნება“, ,,მზარეულები“ და ,,დაკარგულები“, ხოლო სერიალი ,,ძვლები“ კვლავ განთავსებულია შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადეში.

საკითხის  ზეპირი  მოსმენა კომისიაში  დასრულდა  ა/წ  26 ნოემბერს,  ხოლო განხილულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადების დღედ განისაზღვრა ა/წ 3 დეკემბერი.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივარი (Nშ-20-9/5262; 08.10.2020);

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2209; 02.11.2020);

3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2206; 02.11.2020);

4. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2339; 24.11.2020), რომელსაც ერთვის კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2335; 24.11.2020);

5. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2342; 25.11.2020);

6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (სამაუწყებლო არხი ,,მარაო“) მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის მეშვეობით კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და   სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ვიდეოჩანაწერები;

7.   შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის მეშვეობით კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და   სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ვიდეოჩანაწერები;

8. მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

9.  მონაცემები  შპს,,ჯი-დი-ეს  თი-ვის“ შესახებ მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიულ  პირების რეესტრიდან    და  კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

10. მხარეთა მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები, ასევე, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ (ს/კ 211352016) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (სამაუწყებლო არხი ,,მარაო“; ავტორიზაციის თარიღი:29.09.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: B.1.2.2 სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა; თემატიკა: გასართობი);

მტკიცებულება:  შპს  ,,სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი  2“-ის  შესახებ  მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან;

2. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“  (ს/კ 404947475) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს    (ავტორიზაციის    თარიღი:    15.07.2015;  მაუწყებლობის  სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: B.1.2.2 სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა;        თემატიკა: გასართობი/შემეცნებითი);

მტკიცებულება: შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან;

3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (სამაუწყებლო არხი,,მარაო“) სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა) 2020 წლის 21 სექტემბერს დილის 09:25 საათზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის (სამაუწყებლო არხი „მარაო“) ეთერში განთავსებული მხატვრული ფილმი „ვიოლეტი და დეიზი“ შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს, კერძოდ, მკვლელობის ამსახველ კადრებს. შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატვრული ფილმი „ვიოლეტი და დეიზი“ წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს. ფილმს მაუწყებლის მიერ არ აქვს მინიჭებული ნიშანდება;

ბ) 2020 წლის 23 სექტემბერს, დილის 09:10 საათზე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (სამაუწყებლო არხი „მარაო“) მიერ ეთერში  განთავსებული მხატვრულ ფილმი „ის მოგდევს“ (,,It Follows“) შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს, კერძოდ, მკვლელობის ამსახველ კადრებს, ასევე, შეიცავს სქესობრივი აქტის ამსახველ სცენებს. შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული მხატვრული ფილმი „ის მოგდევს“ (,,It Follows“) წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს. ფილმს მაუწყებლის მიერ არ აქვს მინიჭებული ნიშანდება;

გ) 2020 წლის 14 ნოემბერს, 19:10 საათზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (სამაუწყებლო არხი „მარაო“) მიერ ეთერში   განთავსებული ფილმი ,,განვიხილოთ ჰარი“ (“Deconstructing Harry”) შეიცავს სქესობრივი აქტის სიტყვიერ აღწერას. შესაბამისად, ფილმი შეიცავს სექსუალურ სცენას და წარმოადგენს 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს. ფილმს მაუწყებლის მიერ არ აქვს მინიჭებული ნიშანდება;

მტკიცებულება: 1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2206; 02.11.2020); 2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი  2“-ის  (სამაუწყებლო არხი ,,მარაო“)  მიერ  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის მეშვეობით კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ვიდეოჩანაწერები; 3.  კომისიის  აპარატის  აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2335; 24.11.2020). კომისიის 2020 წლის 26  ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

4. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა)  შპს  ,,ჯი-დი-ეს  თი-ვი“     ყოველ  დღე,  15:00  საათზე  ანთავსებს  ეთერში სერიალს „ანტიმაფია“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია კატეგორიით უნივერსალი - სიმბოლო ,,U“ წრეში და რომელიც შეიცავს ძალადობის, მათ შორის, წამების, მკვლელობის, ასევე,   თვითმკვლელობის   ამსახველ   სცენებს   და    სექსუალურ   სცენის   გრაფიკულ გამოსახულებას. შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სერიალი „ანტიმაფია“ წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს;

ბ) 2020 წლის 7 სექტემბრიდან 29 სექტემბრის პერიოდში, 19:00 საათზე შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვის“  ეთერში განთავსებული სერიალი „კრიმინალური აზროვნება“, რომელიც მაუწყებლის მიერ ნიშანდებულია, როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნებისათვის შეუსაბამო პროგრამა, შეიცავს ძალადობის, მათ შორის, მკვლელობის, წამების სცენებს; შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სერიალი ,,კრიმინალური აზროვნება“ წარმოადგენს

18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს;

გ) 2020 წლის 29 სექტემბერს, 11:00 – 14:00 საათზე შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული სერიალი „დაკარგულები“ შეიცავს ძალადობის, კერძოდ, მკვლელობის ამსახველ  სცენას;  შესაბამისად, სამაუწყებლო    ბადეში  განთავსებული სერიალი ,,დაკარგულები“ წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ ფილმს. სერიალი ნიშანდებულია კატეგორიით უნივერსალი - სიმბოლო ,,U“ წრეში.

დ) 2020 წლის 29 სექტემბერს, დილის საათებში (09:00 – 10:00) შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული სერიალი ,,მზარეულები“ შეიცავს ბილწსიტყვაობას. სერიალში, ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული უცენზურო ტერმინოლოგია დაფარულია ხმოვანი სიგნალით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული უცენზურო ტერმინოლოგია გამოყენებულია ხმოვანი სიგნალით დაფარვის გარეშე. შესაბამისად, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სერიალი წარმოადგენს 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ სერიალს. სერიალი ნიშანდებულია კატეგორიით უნივერსალი - სიმბოლო ,,U“ წრეში.

ე) 2020 წლის 19 ნოემბერს, 19:00 საათზე შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ ეთერში განთავსებული სერიალის ,,ძვლები“ ეპიზოდი ეხება კანიბალიზმის თემას, რაზეც პროგრამაშივეა საუბარი. სერიალი მოიცავს ანთროპოლოგიური მასალების შესწავლის ეპიზოდებს, რა დროსაც გრაფიკულადაა გამოსახული კანიბალიზმის შედეგად დანაწევრებული სხეულები. შესაბამისად, სერიალი ,,ძვლები“ წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ ფილმს. სერიალს მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის ნიშანდება.

მტკიცებულება: 1. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2206; 02.11.2020); 2. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის მეშვეობით კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადის შესახებ ინფორმაცია და  სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის ვიდეოჩანაწერები;  3.  კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2335; 24.11.2020); 4. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-2342; 25.11.2020). კომისიის 2020 წლის 26  ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

5. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ ეთერში დარღვევით განთავსებული ფილმები „ვიოლეტი და დეიზი“, „ის მოგდევს“ (,,It Follows“) და ,,განვიხილოთ ჰარი“ (“Deconstructing Harry”) სამაუწყებლო ბადიდან ამოღებულია. შპს,,ჯი-დი-ეს   თი-ვის“   სამაუწყებლო   ბადიდან   ამოღებულია  სერიალები   ,,ანტიმაფია“, ,,კრიმინალური აზროვნება“ და ,,დაკარგულები“,   ხოლო სერიალი ,,ძვლები“ კვლავ განთავსებულია შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ სამაუწყებლო ბადეში.

მტკიცებულება: კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სპეციალისტის თ. ჭაჭუკაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული                                         პასუხისმგებლობის       არცერთი       სახე       მსგავსი/იდენტური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ შესახებ“ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით, ხოლო მე-11 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია არის ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე მუხლის კ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი, ხოლო ტ2) ქვეპუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო 21 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით;

6. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

7. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;

8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562  მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით: ა)18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; ბ) 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე; დ) 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;

9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,   18   წლამდე   არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ)   ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;  კ)  აზარტული  თამაშობის  ამსახველ  სცენას,  მისი  პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,   15   წლამდე   არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად  მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,   12   წლამდე  არასრულწლოვნისთვის   შეუფერებლად   მიიჩნევა   პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561  ან 562  მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი.

12. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561  ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

13. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგებით დგინდება, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ ეთერში განთავსებული მხატვრული  ფილმები  „ვიოლეტი  და  დეიზი“  და  „ის  მოგდევს“  (,,It  Follows“)  შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენებს, კერძოდ, ორივე მხატვრული ფილმი  შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით და  ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია. მხატვრული ფილმი „ის მოგდევს“ (,,It Follows“) ასევე, შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენას, როგორიცაა სქესობრივი აქტის გრაფიკული გამოსახულება. ამასთანავე, სამაუწყებლო არხ ,,მარაოს“ ეთერში განთავსებული ფილმი ,,განვიხილოთ ჰარი“ (“Deconstructing Harry”) შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სექსუალურ სცენას,  კერძოდ,  სქესობრივი  აქტის  სიტყვიერ  აღწერას.  აქვე კომისია  აღნიშნავს,  რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, განსხვავებით ამავე მუხლის პირველი პუნქტისგან, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევს სექსუალური აქტის, როგორც გრაფიკულ გამოსახულებას, ასევე, მის ვერბალურ აღწერასაც.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ ზემოაღნიშნული ფილმები განთავსებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულ დროს, კერძოდ, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმები განთავსებულია 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, ხოლო 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმი განთავსებულია 6 საათიდან 23 საათამდე პერიოდში.  ამასთანავე,   არცერთ    ფილმს  არ   აქვს მინიჭებული  შესაბამისი კატეგორია/ასაკობრივი ნიშანდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, 561 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, 562  მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტები და   მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგებით დგინდება, რომ შპს ,,ჯი-დი ეს თი- ვის“ მიერ ეთერში განთავსებული სერიალები „ანტიმაფია“, ,,კრიმინალური აზროვნება“ და ,,დაკარგულები“ შეიცავენ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენებს, კერძოდ, ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია, ხოლო სერიალი ,,ძვლები“ შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს ახლო ხედით. შპს  ,,ჯი-დი  ეს  თი-ვის“  მიერ ეთერში  განთავსებული  სერიალი  „ანტიმაფია“  შეიცავს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562  მუხლის პირველი პუნქტის ა) და თ) ქვეპუნქტებით 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად მიჩნეულ სცენებს, კერძოდ, თვითმკვლელობის ამსახველ სცენებს და სექსუალური სცენის გრაფიკულ გამოსახულებას,  ხოლო სერიალი ,,მზარეულები“  შეიცავს   ,,მაუწყებლობის  შესახებ“

საქართველოს კანონის 562 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით    12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ სცენას, კერძოდ, შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სერიალები შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ ეთერში განთავსებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 მუხლის მე-5 პუნქტით აკრძალულ დროს, კერძოდ, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სერიალები განთავსებულია 6 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, ხოლო 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სერიალი განთავსებულია 6 საათიდან 21 საათამდე პერიოდში. ამასთანავე, 18 წლამდე შეუფერებელი ფილმებისთვის შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მინიჭებული აქვს შეუსაბამო კატეგორია/ნიშანდება, კერძოდ, ზოგ შემთხვევაში სერიალები ნიშანდებულია როგორც 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალი და ზოგ შემთხვევაში მინიჭებული აქვს სიმბოლო ,,U“ (კატეგორია უნივერსალი), რომელიც გულისხმობს, რომ სერიალი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის პირისთვის. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი სერიალი შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ ნიშანდებულია როგორც ნებისმიერი ასაკისთვის განკუთვნილი სერიალი (კატეგორიით უნივერსალი).

ზემოაღნიშნულიდან    გამომდინარე,    შპს    ,,ჯი-დი-ეს    თივის“    მიერ  დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი, 561 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები, 562 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ), დ) და თ) ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაუწყებლის ვალდებულება მოახდინოს ფილმის კლასიფიკაცია მისთვის შესაბამისი კატეგორიისა და ნიშნის მინიჭებით, ასევე, განსაზღვრულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 562 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება მაუწყებელს არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და ამ პროგრამებისთვის შესაბამისი კატეგორიისა და აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭების წესის დარღვევისთვის მაუწყებელს მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან გაათავისუფლოს ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კომისიას   აქვს  დისკრეციული უფლებამოსილება განსაზღვროს   მაუწყებლებისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შეფასების საფუძველზე, სათანადო დასაბუთებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,   თუ    ადმინისტრაციულ   ორგანოს   რომელიმე   საკითხის  გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.019588) არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესთან დაკავშირებით ამოქმედდა 2020 წლის პირველი სექტემბრიდან. შესაბამისად, კომისიას აქამდე მაუწყებლების მიმართ არ მიუღია გადაწყვეტილება მსგავსი/იდენტური სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მაუწყებლებს სჭირდებათ გარკვეული დრო სამაუწყებლო ბადეების ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვი“ აღიარებენ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთანავე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს სამაუწყებლო ბადიდან სრულად აქვს ამოღებული დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ დარღვევით განთავსებული ყველა სერიალი,  გარდა  სერიალ  ,,ძვლებისა“,  სამაუწყებლო  ბადიდან  ამოღებული  აქვს კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართ გამოყენებულ იქნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი, ხოლო შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“, სამართალდარღვევის სრულად აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს სერიალ ,,ძვლების“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულ დროს განთავსების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივარი (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ, მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესის დარღვევის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6   მუხლის   პირველი   ნაწილის   და   მე-7   მუხლის,   53-ე  მუხლის,   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 562 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივარი (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი- დი-ეს თი-ვის“  წინააღმდეგ, მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების წესის დარღვევის ნაწილში;

2. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561  მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 562 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ) და დ) ქვეპუნქტების და  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის პირველი პუნქტის, 561 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების, 562 მუხლის პირველი პუნქტის ა), გ), დ) და თ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

4. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით:

ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

ბ) გადახდის     დამდასტურებელი     დოკუმენტის,     გადახდიდან     3     დღის ვადაში კომისიაში  წარმოდგენა;

5. შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ უზრუნველყოს:

ა) სერიალ ,,ძვლების“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულ დროს განთავსების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით:

ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

ბ) გადახდის     დამდასტურებელი     დოკუმენტის,     გადახდიდან     3     დღის ვადაში კომისიაში  წარმოდგენა;

6.      დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ნ.  ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების    შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის, შპს ,,ჯი-დი-ეს თი- ვისთვის“,  ალექსანდრე მახაშვილისთვის, გიორგი  გოცირიძისთვის და  შორენა თოფურიასთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

7. დაევალოს     კომისიის     აპარატის     სამართლებრივ     დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს ,,სამაუწყებლო    კომპანია    რუსთავი    2“-სთვის    და    შპს   ,,ჯი-დი-ეს    თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის   მხარეებისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს    კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, მე-5 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები