საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2020 22:16
მიღების თარიღი მარტი 09, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 09 მარტის N11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 09 მარტის N11 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძეწევრი
ელისო ასანიძეწევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 09 მარტი, 14:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.ბუთბაია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ი.ბუთბაია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს ,,მალტისოფტს“, შპს ,,სერვისბოქსსა“ და სს ,,სილქნეტს“ შორის დავისა და შპს ,,სერვისბოქსსა“ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
