წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 373

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2020 15:59

მიღების თარიღი აპრილი 02, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 02 აპრილის N16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 02  აპრილის N16 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ომეგა მ.ბ.რ.“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 მარტის N178/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ტელეკომ 1“-სთვის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

გ) საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2019  წლის  28  მარტის  N179/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „ტელეკომ 1”-სთვის მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

დ) შპს "ინტერნეიშენალ ნეთვორკ"-ის ავტორიზაციის განახლების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 02 მარტის N16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №16 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2020 წლის 02 აპრილი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.     შპს  ,,ტელეკომ  1”-სთვის      ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3. შპს „ტელეკომ 1“-სთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4. შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5. რადიომოყვარულ გიორგი გორელაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6.     რადიომოყვარულ     ლუკა     კერატიშვილისთვის     რადიოელექტრონული     საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.     საზღვაო   ხომალდებისთვის   სახმობისა   და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ   (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს „ომეგა მ.ბ.რ.“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 მარტის N178/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ტელეკომ 1“-სთვის მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2019   წლის   28   მარტის   N179/15 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების და შპს „ტელეკომ 1”-სთვის მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11. შპს  "ინტერნეიშენალ  ნეთვორკ"-ის  ავტორიზაციის  განახლების  შესახებ  (მომხს.  მ.ქადეიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12. შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

13.  შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

14.  შპს „იმპერიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

15. შპს   „ტელე-რადიო   კომპანია   თრიალეთისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

16.  სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

17.  შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები