წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 393

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 21, 2020 20:02

მიღების თარიღი აპრილი 16, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 16 აპრილის N19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2020 წლის 16 აპრილის N19 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური     თავმჯდომარე

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№19 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                                  2020 წლის 16 აპრილი, 15:00 საათი

 

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  „TV8“-ის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3.  შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4.  შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B179 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №137/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5.  შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. „შპს  „სტერეო+“-სთვის  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის  უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.  „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების   შეტანისა და შპს „დი+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D   ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8.   ინდ.მეწარმე მალხაზ გოგიტიძის (ს/კ601010004257) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. შპს „გიანთი ლოჯისტიკსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12. შპს   „კახაბერის“   განცხადების   განუხილველად   დატოვების   შესახებ   (მომხს.   მ.ქადეიშვილი   - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

13. შპს „ბათუმი თაუერის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი -

სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

14. შპს  „ჯნს  გრუპის“  განცხადების  განუხილველად  დატოვების  შესახებ  (მომხს.  მ.ქადეიშვილი  -

სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

15. შპს  „სერვისბოქსის“  (ს/კ  405113176)  წილის  80%-ის  შპს  „მალტისოფტის“  (ს/კ  405059289) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

16. შპს    „ჭადრაკი    ტვ-ისთვის“    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

17. შპს   ,,ხარისხის   არხისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის  თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

18. შპს „იმპერიისათვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის თაობაზე (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

19. შპს  „ტელე-რადიო   კომპანია თრიალეთისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების   საკითხის   განხილვის   შესახებ   (მომხს.   თ.გოშუა   -   სამართლებრივი   დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

20. სს  ,,სილქნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

21. შპს ,,მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები