წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 413

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2020 15:44

მიღების თარიღი აპრილი 30, 2020

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N21 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: სს „ასია სოფთვეარისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2.   კომისიის 2020 წლის 30 აპრილის N21 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№21 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                                         2020 წლის 30 აპრილი, 15:00 საათი

 

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  ინფრასტრუქტურის ერთიან ციფრულ რუკაზე დატანის მიზნით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების დამტკიცების შესახებ (მომხს. ა.ღლონტი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი; თანამომხს. მ.ჯღამაძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის უფროსი);

3. შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5. შპს „თივი ჯისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6.  შპს „მდ ჯგუფისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

7. შპს  „ჭადრაკი  ტვ-ისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

8. ვასილ სოფრომაძის საჩივრის (შ-20-9/2017; 15.04.2020) მიღების განხილვის შესახებ (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.  შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

10. ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

11. შპს  „ტელეკომპანია  ქართული  არხისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

12. შპს  „მედია  კორპორაციისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ  (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

13. ი/მ „ილო ლაბაძესა“ და შპს „იმერ ტვ+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

14. შპს   „ბათუმის    ნავთობტერმინალისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

15. შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

16. სს „ასია სოფთვეარისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის  თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები