საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2020 18:40
მიღების თარიღი მაისი 07, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 07 მაისის N22 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 07 მაისის N22 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის განახლება (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).
2. კომისიის 2020 წლის 07 მაისის N22 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№22 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 07 მაისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N22 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
4. ააიპ „რადიო-ტელევიზია საზოგადოებრივი კავშირი ევრიკასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
5. შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
6. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
7. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
9. შპს „ეფემ ინტეგრაციის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის განახლება (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
10. შპს „ვიონი საქართველოს“ (ს/კ 204450584) წილის 20%-ის შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
