წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 437

გამოქვეყნების თარიღი მაისი 15, 2020 22:47

მიღების თარიღი მაისი 14, 2020

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 14 მაისის N23 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 14 მაისის N23 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ (მომხს. რ.ჭაბუკიანი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი);

2. კომისიის 2020 წლის 14 მაისის N23 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №23 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                                                               2020 წლის 14 მაისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N23 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2. ააიპ   „ჟურნალისტები   და   იურისტები   დემოკრატიისა   და   ადამიანის   უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3.  შპს „რაგბი ტვ“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. შპს „დისქავერი ჯორჯიასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5. უცხოური   საწარმოს   ფილიალი   „სამხრეთ   კავკასიის   მილსადენის   კომპანია   ლიმიტედი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6.  ინდ.მეწარმე გიორგი გოგოლაძის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019  წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ (მომხს. რ.ჭაბუკიანი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები