საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2020 14:57
მიღების თარიღი ივნისი 25, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 25 ივნისის N30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 25 ივნისის N30 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ,,მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ბ) მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
2. კომისიის 2020 წლის 25 ივნისის N30 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 25 ივნისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს „ტელეკომ 1”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
3. შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
4. შპს „რუსთავის ფოლადისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისუფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
5. შპს „ბათუმი თაუერისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
6. ი/მ „ლარისა მახარაძესთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
7. შპს „ჯიარჯის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. შპს ,,მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
9. შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს „რკინიგზის ტელეკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
11. მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
