წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 562

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2020 21:08

მიღების თარიღი ივლისი 16, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N33 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა)შპს „ჯელინკის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტის   ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 16 ივლისის N33 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ელისო ასანიძე      წევრი

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 

№33 სხდომის დღის წესრიგი

პროექტი

ქ. თბილისი                                                      2020 წლის 16 ივლისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2. სსიპ  საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტისთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3.  შპს „ჭყონია და კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4. შპს „TERO   MARITIME   AGENCY“-სთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5.  ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების  შესახებ  (მომხს.  მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. რადიომოყვარულ   ოთარ   მღებრიშვილისთვის   რადიოელექტრონული   საშუალებებისა   და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. საზღვაო   ხომალდისთვის   სახმობისა   და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ   (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს „ჯელინკის“ მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი -    სამართლებრივი  დეპარტამენტის    ლიცენზირებისა     და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9.  შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

10. განცალკევებული  აღრიცხვის  ანგარიშის  წარმოდგენისათვის  განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

11. „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამოტივაციო პოლიტიკის და   კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე (მომხს. ქ.დოლიძე - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები