წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 572

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2020 10:15

მიღების თარიღი ივლისი 23, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 23 ივლისის N35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 23 ივლისის N35 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა)ააიპ„მთის სათემო ქსელისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ)შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

გ)სს"სილქნეტის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის   რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 23 ივლისის N35 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№35 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2020 წლის 23 ივლისი, 15:00 საათი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  შპს„ეფემ ინტეგრაციასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3. სს„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4. შპს„თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5.   შპს „ტაქსი   იმედი  ზესტაფონისთვის“    არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. ა(ა)იპ „ასოციაცია ატუსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.  შპს „დეტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს  „ტაქსი  3  -  ანასთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. „შპს  „სტერეო+“-სთვის  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო  ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული      წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების  შეტანისა  და  შპს  „დი+“-ის კუთვნილი  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №MUX D   ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11. ააიპ  „მთის  სათემო  ქსელისთვის“  დოკუმენტაციის  სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12. შპს „ენდსამფიშ“, შპს „ბეთერფლაი მედია“, შპს „ჯორჯია მედია იქსჩეინჯი“, შპს „მაგი მედია“, შპს„sky media” და შპს „ტვ ინტერნეიშენალის“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. გ.ჯღარკავა - ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

13. შპს  „მაიფონის“  (ს/კ205270473)  წილის  40%-ის  ანზორ  ბუბუტეიშვილის  და 6,7%-ის  გიორგი დალაქიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

14. განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

15. შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიერ  წარმოდგენილი   ინფორმაციის   კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

16. სს "სილქნეტის" მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

17. სატარიფო  პაკეტის  „ყვითელი  მაქსი“  ცვლილებების  თაობაზე,  შპს  „ვიონი  საქართველოს“  მიერ კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

18. „სოციალური ქსელების პაკეტში“ და „სმარტფონ პაკეტში“ ცვლილებების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ  (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

19. შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

20. შპს  „ვიონი  საქართველოს“  ქსელში  შპს  „მაგთიკომის“  და  სს  „სილქნეტის“  არასტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასრულების შეზღუდვის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ელისო ასანიძე      წევრი

მერაბ ქათამაძე      წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები