წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 617

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 17, 2020 16:10

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს N39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს N39 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: სს „საქართველოს ბანკისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2. კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს N39 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №39 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                    2020 წლის 13 აგვისტო, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ-ადმინისტრაციის უფროსი);

2.შპს „უსაფრთხოების სამსახური კასკადისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3. შპს „Batumi car tour“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4. სს„Hualing international special   economic   zone“-სთვის  არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მ.ქადეიშვილი- სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5. სს „საქართველოს ბანკისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და   ამოცნობის   ნიშნის   მინიჭების   შესახებ  (მომხს.მ.ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. რადიომოყვარულ ამირან მოსეშვილისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8.  შპს “ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი  ინფორმაციის  კომერციულ  საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მ.აროშიძე-აუდიო-ვიზუალური  მედია    მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.  შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის   კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მ.აროშიძე-აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10. შპს   „საქართველოს   ცენტრალური   კავშირგაბმულობის   კორპორაციის“   მიერ  წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. მ.აროშიძე-აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

11. შპს   „ახალი   ქსელებისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.გოშუა-სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

12. შპს  „ახტელისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის  განხილვის შესახებ (თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

13. შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

14. შპს  „კავკასუს  ონლაინისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (თ.გოშუა-სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

15. სს  „სილქნეტისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის  განხილვის შესახებ (პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

16. შპს  „MAXNET“-ის  (ს/კ  439393390)  და  შპს  „NETFLEX  ნეტფლექსი“-ს  (ს/კ 400036402)შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა-სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

17. მობილური   ქსელით   მომსახურების   საბითუმო   ბაზრის   შესაბამის  სეგმენტზე   კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.ე.იმედაძე- სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

18. შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე-სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

19. შპს„მაგთიკომის“  მიერ  საცალო  ტარიფების  შესახებ  წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

20. სატარიფო  პაკეტების  ცვლილებების  თაობაზე,  შპს  „მაგთიკომის“  მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს.ე.იმედაძე- სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები