საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 27, 2020 12:47
მიღების თარიღი აგვისტო 20, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს „M STUDIO“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2020 წლის 20 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 20 აგვისტო, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე - სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.)
3. შპს„ტელეკომპანია ქართული არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს„ტელეკომპანია მეხუთე არხისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს„ეარსისტემისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
6. შპს„აია +“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
7. შპს„ევრო ტელეკომის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს.ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
8. შპს„ინტერ თივის“ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე -სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
9. შპს„ნიკოლოზის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს „ნოვანეტის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
11. შპს „ფრენდის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
12. შპს „ფრი ტვ“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
13. შპს„M STUDIO“-სთვის დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
14. შპს„ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
15. შპს„ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
16. შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
17. შპს„კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
18. შპს,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
19. შპს,,რკინიგზის ტელეკომის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს.ე.ჭახრაკია-სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
20. შპს„კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე -სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
21. შპს„რკინიგზის ტელეკომის“ (ს/კ 202239737) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე- სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
22. სს„სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (პ.ბერია-სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
23. სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხსენებელი დ.ქუთათელაძე-სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
24. შპს„დელტა კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხსენებელი დ. ქუთათელაძე- სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
25. შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხსენებელი დ. ქუთათელაძე-სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი)
26. შპს„მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე-სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
27. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
28. სატარიფო პაკეტების ცვლილებების თაობაზე, შპს„მაგთიკომის“ მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. ე.იმედაძე- სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
oomoaos B.:ia:::io::iErn, a.:ia<o. ol11811lrnarn, a. 5011 a. monErn,n. 0144
+995 32 292 16 67
+995 32 292 16 25
კახი ბექაური
თავმჯდომარე ელისო ასანიძე
წევრი
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
