საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2020 16:30
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020 16:30
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს N41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს N41 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს N41 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №41 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 27 აგვისტო, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს „გიგანტი სექიურითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
3. სს „საქართველოს ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ „საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
5. შპს „RMG Copper“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
6. შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
7. შპს „სერვისის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ქეთევან სულიაშვილი -სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი);
8. შპს „აია +“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
9. შპს „ინტერ თივის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
10. ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
11. შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი);
12. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
13. შპს „ფორმულას“ მიმართ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივრის (№შ-20-6/4151, 13.08.2020) განხილვის შესახებ (მომხს. ლ.მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
14. შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
15. „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
16. შპს „ქომინეტის“ (ს/კ 438730857) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სმარტ ტვ“-ის (ს/კ 438733765) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ(მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
17. შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე; თანამომხს. ე.იმედაძე- სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
18. საცალო სატარიფო პაკეტების ცვლილებების თაობაზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე; თანამომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი).
