წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 675

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 14:38

მიღების თარიღი სექტემბერი 03, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 03 სექტემბრის N42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 03 სექტემბრის N42 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „M-STUDIO“-ს ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ) სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2.  კომისიის 2020 წლის 03 სექტემბრის N42 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

მერაბ ქათამაძე  თავმჯდომარე - მ.შ.

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

დანართი:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №42 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2020 წლის 3 სექტემბერი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2. შპს „ფრი ტვ“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3.  შპს „მადის“  (ს/კ237092203) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე  (მომხს.    მ.ქადეიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4.    „შპს   „სტერეო+“-სთვის   ციფრული   მიწისზედა   სატელევიზიო   ქსელის   უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე (მომხს.  მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი  დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5.  „შპს „სტერეო+”-სა და შპს „დი+“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების  შეტანისა  და  შპს  „დი+“-ის  კუთვნილი  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. სსიპ   „საზოგადოებრივი   მაუწყებლისთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. შპს   „სავაჭრო   ცენტრი   დიდუბისთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. რადიომოყვარულ     ვაჟა     ივანიშვილისთვის     რადიოელექტრონული     საშუალებებისა     და მაღალსიხშირული მოწყობილობების    გამოყენებისთვის    სახმობის    მინიჭების    შესახებ    (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. რადიომოყვარულ    შოთა    ნადირაძისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა          და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. შპს   „M-STUDIO“-ს   ავტორიზაციის   განცხადების   განუხილველად   დატოვების   შესახებ   (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11. სსიპ   „ციფრული   მმართველობის   სააგენტოს“   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12. კომისიის 2020 წლის 23 აპრილის № გ-20-18/412 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

13. შპს  „გირჩი  ტვ“-ის  მიერ  კანონმდებლობის  დარღვევის  საკითხის  განხილვის  შესახებ  (მომხს. თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

14. ააიპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივის“  მიერ  კანონმდებლობის  დარღვევის  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

15. შპს   „მაიფონის“   (ს/კ205270473)   წილის   მესაკუთრე   გიორგი   დალაქიშვილის   საკუთრებაში არსებული 30% წილის ანზორ ბუბუტეიშვილის მიერ შეძენის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

16. „სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

17. „შპს    „მაგთიკომის“    ბენეფიციარი    მესაკუთრის    ცვლილებაზე    კომისიის    წინასწარი თანხმობის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

18. „შპს „მაგთიკომის“ მიერ საცალო ტარიფების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ“ (მომხს. ალექსანდრე ჭიჭინაძე - თანამომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

19. საცალო  სატარიფო  პაკეტების  ცვლილებების  თაობაზე,  შპს  „მაგთიკომის“  მიერ  კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. ალექსანდრე ჭიჭინაძე - თანამომხს. ე.იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები