წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-20-17 / 696

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 15, 2020 1:02

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N43 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ფიგენსოფთ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

2.  კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის N43 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

მერაბ ქათამაძე     თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№43 სხდომის დღის წესრიგი

 ქ. თბილისი                                               2020 წლის 10 სექტემბერი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე - ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის უფროსი);

2.  შპს „ტელეკომპანია მეხუთე არხის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

3.  ააიპ   „რადიოტელევიზიის   საზოგადოებრივი   ორგანიზაცია   კავშირი  ევრიკას“  მაუწყებლობის სფეროში   ავტორიზაციის   შეჩერების   თაობაზე   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

4.  შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

5.  უცხოური საწარმოს ფილიალი „კოოპერატივი აერონავტიკის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო საზოგადოების ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6. შპს  „დინამო  არენასთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7. რადიომოყვარულ მიხეილ ავანაშვილისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. საზღვაო  ხომალდებისთვის  სახმობისა  და  ამოცნობის  ნიშნის  მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. შპს „ფიგენსოფთ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. შპს „09.TECH“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

11. შპს  „ვიონი  საქართველოს  “  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაციის    კომერციულ  საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ნინო.შუბითიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

12. შპს  „მაგთიკომის“  მიერ  საცალო  ტარიფების  შესახებ  წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

13. საცალო  სატარიფო  პაკეტების  ცვლილებების  თაობაზე,  შპს  „მაგთიკომის“ მიერ კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები