საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 14:55
მიღების თარიღი ოქტომბერი 12, 2020 14:55
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომისიის 2020 წლის 08 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 08 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. შპს „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს ,,იუ თი ეს”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „მომსახურების სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. რადიომოყვარულ იოსებ ბურჯანაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. რადიომოყვარულ ვაჟა სხირტლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „სმარტ-მედიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ჭიჭინაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი);
11. შპს „მედია კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციულიპასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
12. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
13. შპს „სითი ტელეკომის“ მიმართ შპს „ვიონი საქართველოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ლევან მაისურაძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
14. შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „ტელეიმედის“, შპს „მთავარი არხისა“ და შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ საჩივრის არსებითად განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
