საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2020 17:53
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 22 ოქტომბრის N49 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 22 ოქტომბრის N49 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი- სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „სმარტ-მედიაკომის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომისიის 2020 წლის 22 ოქტომბრის N49 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №49 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 22 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. ააიპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „მაგისტრისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. სს „ნინოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „ეფემ ინტეგრაციასთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „სმარტ-მედიაკომის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „სერვისბოქსის“ (ს/კ 205270473) წილის 20%-ის შპს „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ (ს/კ405062523) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
