საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2021 18:31
მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2020
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის №61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის N61 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე, კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის N29 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის N61 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:
ა) შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) შპს „ვიფიშერის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
დ) სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეთავაზებული სპეციალური პაკეტის შეთანხმების შესახებ (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
ე) შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
ვ) ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
2. კომისიის 2020 წლის 31 დეკემბრის N61 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №61 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2020 წლის 31 დეკემბერი, 12:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N61 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია);
2. შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 აპრილის № 258/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. შპს „ვესტ ექსპრესისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. შპს „ვიფიშერის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
13. სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეთავაზებული სპეციალური პაკეტის შეთანხმების შესახებ (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
14. შპს „მაგთიკომის“ ბენეფიციარი მესაკუთრეების წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
15. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ (ს/კ 405220924) წილის 25%-ის ფიზიკურ პირ მაია დილევსკაიას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
16. შპს „პისი მაქსის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
17. შპს „ტელეიმედის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
18. შპს „იუ-ჯი-თი“-ს მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
19. შპს „იბერია TV“-ის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);
20. შპს „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);
21. „მთავარი არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);
22. შპს ,,მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
23. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი - ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფი);
24. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში დასაქმებულთათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ (მომხს. კოტე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
25. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. ეკა იმედაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
