შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2020 23:07
მიღების თარიღი იანვარი 09, 2020
შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2301 28/11/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შპს „TV ERA“-ს მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო;
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2301 28/11/2019) თანახმად, 2019 წლის 15 ნოემბერს ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N16, სასტუმრო შპს „სენჩერი თრეველში“, განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N125. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მარაო“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, „ერა“, „ტელეარხი 25“, „მთავარი არხი“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Боец“, „Матч ТВ“, „Россия К”, „ТВЦ“, „Дом Кино“, „Paramount channel“, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Fashion TV”, “History”, “Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Шансон“, „Da vinchi“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ru”, “Explorer”, “Visast History”, “Nature”, “Viasat sport”, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Amedia hit HBO”,“TRT sport”, “Звезда”, „Мир“, “Amedia premium”, “RT”,“C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Зоопарк“, „Еврокино“, “Иллюзион ру”,“Иллюзион+”, “Киномикс”, „Перец“, “CTC love”,“CTC”, “Домашний”, „Пятница“, “TV 3”, “Inter +”, К 1”, “К 2”, “Enter Фильм”,”Кинокомедмия“, “RTVi”, “Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Paramount comedy“,”Бокс ТВ”, “Sony”, “Моя планета”, „XXI“, „МАМА“, „Авто 24“, “Музыка первого”, “Amedia 2”,“Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “RU TV”, “Мир 24”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, “Че”, “ТНТ4”, „ЧЕ“, „Euronews“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Discovery Science”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”,“ “24 xabar, ”VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”, “Сарафан”, “MTV hits”, “Роман“, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”.
შპს „TV ERA-ს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მარაო“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Боец“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”, “History”, “Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Шансон“,“Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”,“TRT sport”, “Звезда”,“RT”,“C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”,“Киномикс”, “CTC love”,“Домашний”,“TV 3”, “Inter +”, К 1”, “К 2”, “Enter Фильм”,”Кинокомедмия“, “RTVi”, “Домашний инт”, „НТВ Мир“, „Киносерия“, „Paramount comedy“,”Бокс ТВ”, “Sony”, “Моя планета”, „МАМА“,“Музыка первого”, Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, “Че”,“360”, “T 24”, “Travel channel”, “Охота и рыбалка”,“Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”,“ “24 xabar, ”VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, “Роман“, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”.
შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 12 დეკემბერს, რის შესახებ შპს „TV ERA“-ს ფოსტით გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება არ ჩაბარდა შპს „TV ERA“-ს და საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 19 დეკემბრისთვის. 2019 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება გარდა იმისა, რომ გაიგზავნა ფოსტით (Nგ-19-03/3928 16.12.2019), ასევე გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gncc.ge შეტყობინებების განყოფილებაში:
http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-tv-era-s2.page.
2019 წლის 19 დეკემბრის კომისიის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა შპს „TV ERA“, თუმცა კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებებისრეგულირების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომისთვის, დამატებითი მოკვლევის მიზნით. თუმცა აღნიშნული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი და კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმეორებითი შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი მოკვლევის მიზნით, კვლავ გადაიდო საკითხის მოსმენა 2020 წლის 9 იანვრის სხდომისთვის. შეტყობინება 2020 წლის 9 იანვრის სხდომის დღის, დროისა და ადგილის თაობაზე შპს „TV ERA“-ს ფოსტით გაეგზავნა, როგორც იურიდიულ მისამართზე (ბათუმი, ერას ქ. N17), გზავნილის კოდი - AP01007053057, ისე ფაქტობრივ მისამართზე (ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N17) გზავნილის კოდი - AP01007053054 , თუმცა არცერთ მისამართზე არ ჩაბარდა უწყება და ორივე მისამართზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე აღნიშნული ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს. შეტყობინება გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gncc.ge, შეტყობინებების განყოფილებაში:
http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-tv-era-s4.page.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაციის დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს: იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; შპს „TV ERA“-ს იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართის ცვლილების თაობაზე კომისიისთვის არ მოუმართავს, შეტყობინება გაიგზავნა ფოსტით და გამოქვეყნდა საჯაროდ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისიამ შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (N20-10-14 08.01.2020) სამსახურებრივი ბარათის თანახმად, დამატებითი მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ გარდა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხებისა შპს „TV ERA“-ს მიერ სამაუწყებლო არხების “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Discovery Science” და “DTX” საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტიც არამართლზომიერად ხორციელდება.
II. შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2301 28/11/2019) თანდართული დოკუმენტებით;
2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 15 ნოემბრის შემოწმების აქტი N125, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD) და შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის N19-10-2412 11.12.2019 სამსახურებრივი ბარათი;
4. ფოსტით გაგზავნილი კომისიის შეტყობინებები (Nგ-19-03/3854 09/12/2019, Nგ-19-03/3928 16.12.2019, Nგ-19-03/4040 24.12.2019, Nგ-19-03/4097 31.12.2019,) შპს „TV ERA“-ს და შესაბამისი უკუგზავნილები;
5. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის N20-10-14 08.01.2020) სამსახურებრივი ბარათი თანდართული Discovery Communications” 2020 წლის 8 იანვრის Nშ-20-8/28 წერილით;
6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს “TV ERA-ს” თაობაზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1.კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
2. 2019 წლის 15 ნოემბერს, 08:25 საათზე, ქ. ბათუმში, მისამართზე: ფარნავაზე მეფის N16, სასტუმრო შპს „სენჩერი თრეველში“, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N125. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - შპს „სენჩერი თრეველის“ დირექტორი თ. ჯინჯიხაძე;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,„ერთსულოვნება“, „ერა“, „ტელეარხი 25“, „GDS“, „ОРТ“, „Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „ТВЦ“, „Дом Кино“, „Paramount channel“, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Fashion TV”, “History”, “Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“, „Пингвин“, „Шансон“, „Da vinchi kids“, “Eurosport 1”, “Eurosport 2”,“TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ru”, “Explorer”, “Visat History”, “Nature”, “Viasat sport”, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Amedia hit HBO”, “Elevensports 1”, “TRT sport”, “Звезда”, „Мир“, “Amedia premium”, “RT”,“Детский”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Зоопарк”, „Еврокино“, “Иллюзион ру”,“Иллюзион+”, “Киномикс”, „Перец“, “CTC love”,“CTC”, “Домашний”, „Рен ТВ“, „Пятница“, “TV3”,Inter +”, “К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„ Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „XXI“, „МАМА“, „Авто 24“, “Музыка первого”, “Amedia 2”,“Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, “Мир 24”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, “Че”, “ТНТ4”, „ЧЕ“, „Euronews“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Discovery Science”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”,„Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”.
4. შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 15 ნოემბრის N125 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით - 1 (CD);
5. შპს ,,TV ERA“-ს გადაწყვეტილების მიღების დღეს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“,„Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”,“Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”,„Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Discovery Science” და “DTX” საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
6. კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის N76/18 გადაწყვეტილებით „შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, შპს “TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18/455 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 9 247,10 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციისმე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50- ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
3. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები,სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს.
„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოსკანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების:„იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“,„Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”,“Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”,„Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”,„Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Discovery Science” და “DTX” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც სანქცირების საფუძველია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას ორჯერ, კერძოდ, კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის N76/18 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს “TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება და კომისიის 2019 წლის პირველი აგვისტოს Nგ-19-18/455 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“-ს დაეკისრა ჯარიმა 9 247,10 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე, 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არაუმეტე 90 000 ლარისა. შპს „TV ERA-ს“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი შეადგენს 17,272.78 ლარს, შესაბამისად, შპს „TV ERA“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმა 17,272.78 ლარის ოდენობით; ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: არხების: „იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“,„Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”,“Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”,„Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Discovery Science” და “DTX” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
„საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის„ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნი აციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „TV ERA” (ს/ნ 245439609) დაჯარიმდეს 17,272.78 (ჩვიდმეტი ათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50- ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „TV ERA-მ“ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. უზრუნველყოს შპს „TV ERA”-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: არხების:„იმედი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „მესამე“, „მარაო“, „GDS“, „ОРТ“,„Россия 1”, “Киносемья”, „Кинопремиера“, „Матч ТВ“, „Россия К”, „Дом Кино“, „Paramount channel“,“Fashion TV”,“Nick jr”, “Океан”,“Детский Мир”, „Дикий“, „Мир сериала“, „Мир увлечений“,„Пингвин“, „Шансон“, “Vip premiera”, “Vip megahit”, “Vip comedy”, “Elevensports 1”, “TRT sport”,“Звезда”, “RT”, “C1”, “Телеканал футбол”, „Extrim sport“, “Совcек”, “Киномикс”,“CTC love”,“Домашний”,„Рен ТВ“,“TV 3”,“К 1”, “К 2”, “Enter Фильм”, „Кинокомедмия“, “TBN”,“Домашний инт”, „НТВ Мир“,„Киносерия“, „Индия ТВ“, „Бокс ТВ“, “Sony channel”, “Моя планета”, „МАМА“, “Наука”, “Pro 100”, “РБК”, „НСТ“, „Ностальгия“, „Жара“, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “Elevensports 2”,“RU TV”, „Ю“, “THT music“, “Хорошее Кино”, “Disney”, „Союз“, “Матч премиер”, „ЧЕ“, “360”, “T 24”, “Travel channel”,“Охота и рыбалка”, “Food Tv”, “Наше tv”, “Fine living”, “История”, “Nickelodeon”, “VH1”, “DTX”,“Муз.ТВ”,“Сарафан”, “MTV hits”, „Детектив“, „Бетселер“, „Живая планета“, “Cinema”,“Nat Geo Wild”, “Кухня ТВ”, “National Geographic”, “ID”, “Animal planet”, “Discovery”, “TLC”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “Discovery Science” და “DTX” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA”- სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნება (ო.ვოტ);
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „TV ERA“-ს სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) და ადმინისტრაციის საბიუჯეტო-საფინანსო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
