სს ,,სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2020 16:34
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020
სს ,,სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-329, 04.02.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, სს „სილქნეტის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N20-10-329, 04.02.2020) თანახმად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით. საკითხის საფუძვლიანი შესწავლისთვის 2019 წლის 11 დეკემბერს (წერილის Nგ-19-08/3902) სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ვიონი საქართველოს“ გაეგზავნათ წერილი და კომპანიებს დაევალათ კომისიაში წარმოედგინათ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კომპანიის მიერ, როგორც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე, ასევე სხვა ავტორიზებულ პირებზე და უცხო ქვეყნის (არარეზიდენტ) პარტნიორ კომპანიებზე, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული SMS მომსახურებების მიწოდება. სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/5052) მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რის გამოც 2020 წლის 9 იანვარს გაეგზავნა საპასუხო წერილი კომისიიდან (წერილი Nგ-20-08/37) და კომპანიას ეთხოვა ორი სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა ხელშეკრულებები როგორც ადგილობრივ ავტორიზებულ, ასევე არა ავტორიზებულ პირებთან. დამატებით, 2019 წლის 24 დეკემბერს ოპერატორებს (სს „სილქნეტს“, შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონი საქართველოს“ და შპს „გლობალ სელს“) გაეგზავნათ წერილი (Nგ-19-08/4041), სადაც დაევალათ 2019 წლის 26 დეკემბრამდე კომისიაში წარმოედგინათ შემდეგი სახის ინფორმაცია: 2017 და 2018 წლების, აგრეთვე 2019 წლის 11 თვის (იანვარი - ნოემბერი) განმავლობაში ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურებებიდან (A2P SMS და Bulk SMS ცალ-ცალკე) და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების და შესაბამისი SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, ასევე ანაზღაურების გარეშე აღნიშნული მომსახურებების განხორციელებისას, მხოლოდ მიღებული SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, თვეების ჭრილში, იურიდიული პირების მიხედვით (როგორც ავტორიზებული, ასევე არა ავტორიზებული პირები). სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 30 დეკემბერის წერილით (Nშ-19-6/5016) აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის ითხოვა დამატებითი ვადა 2020 წლის 25 იანვრამდე.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათში (N20-10-329, 04.02.2020) აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 11 დეკემბრის წერილით (Nგ-19-08/3902) მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა არასრულად, ხოლო 2019 წლის 24 დეკემბრის წერილით (Nგ-19-08/4041) მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე ზეპირი მოსმენა კომისიაში დანიშნულია 2020 წლის 20 თებერვალს და აღნიშნული საკითხის შესწავლისთვის აუცილებელია სს ,,სილქნეტმა“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინოს სრულყოფილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 13 თებერვალს, რის თაობაზეც სს ,,სილქნეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (Nგ-20-03/416; 11.02.2020) და ამავე შეტყობინებით განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება (კომისიის შეტყობინება Nგ-20-03/416; 11.02.2020 სს ,,სილქნეტს“ ჩაბარდა 2020 წლის 11 თებერვალს, რაც დასტურდება კომპანიის კანცელარიის თანამშრომლის ჟ. მ. ხელმოწერით).
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 4 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/571), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია ამ წერილით კომისიაში წარმოადგენდა კომისიის წერილებით (N19-08/4041; 24.12.2019; Nგ-20-08/37; 09.01.2020) მოთხოვნილ ინფორმაციას და ხელშეკრულებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 11 თებერვალს კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/727; 11.02.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ წერილით კომპანია წარმოადგენს სს ,,სილქნეტის“ 2020 წლის 4 თებერვლის წერილით წარმოდგენილი მონაცემების დაზუსტებულ ვერსიას. წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია 2019 წლის მონაცემები კომპანიების მიხედვით და 2018 წლის დაჯამებული მონაცემები. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის მონაცემების კომპანიის ბაზიდან ამოღება ვერ ხერხდება იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიაში მონაცემთა ცვლილების გამო ვერ ხორციელდება ისტორიულ მონაცემებთან სრული წვდომა.
კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიას ხარვეზი ჰქონდა 2019 წლის მონაცემების ჩაშლაზე და კომისიის მიერ გამართულ სხდომაზე მათ გაცხადებული ჰქონდათ, რომ შეეძლოთ 2018 წლის მონაცემების დაჯამებული სახით წარმოდგენა. მისი განმარტებით, სს ,,სილქნეტმა“ მოთხოვნილი ინფორმაციის ძირითადი ნაწილი წარმოადგინა ა/წ 4 თებერვალს, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ხოლო ა/წ 11 თებერვალს სს ,,სილქნეტმა“ წარმოადგინა კორექტირებული, სრულყოფილი ინფორმაცია და იმავე დღეს მიიღო შეტყობინება კომისიიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ე. იმედაძემ დაადასტურა, რომ სს ,,სილქნეტმა“ სრულად წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-329, 04.02.2020);
2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-368, 05.02.2020) თანდართული დოკუმენტაციით (კომისიის წერილი Nგ-19-08/3902; 11.12.2019; კომისიის წერილი Nგ-19-08/4041; 24.12.2019; კომისიის წერილი Nგ-20-08/37; 09.01.2020; სს ,,სილქნეტის“ წერილი Nშ-19-6/5052; 30.12.2019; სს
,,სილქნეტის“ წერილი Nშ-19-6/5016; 30.12.2019);
3. სს ,,სილქნეტის“ წერილი (Nშ-20-6/571; 04.02.2020);
4. სს ,,სილქნეტის“ წერილი (Nშ-20-6/727; 11.02.2020);
5. კომისიის წერილების (Nგ-19-08/3902; 11.12.2019; Nგ-19-08/4041; 24.12.2019; Nგ-20-08/37; 09.01.2020) სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები;
6. მონაცემები სს ,,სილქნეტის“ შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
7. სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება;
8. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ე. იმედაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფa; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფa; CDMA; LTE; WIMAX; GSM; WCDMA; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL), CDMA, ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება, კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up), WiMax, WiFi, ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება, 3G, სხვა. B.F.3 მონაცემთა გადაცემა: მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება: B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება; B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით: ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება: თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება);
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
2. კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით, რის თაობაზე ზეპირი მოსმენა კომისიაში დანიშნულია ა/წ 20 თებერვალს. საკითხის საფუძვლიანი შესწავლისთვის, კომისიის 2019 წლის 11 დეკემბრის Nგ-19-08/3902 წერილით სს ,,სილქნეტს“ მოეთხოვა კომისიაში ორი სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება კომპანიის მიერ, როგორც მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებზე, ასევე სხვა ავტორიზებულ პირებზე და უცხო ქვეყნის (არარეზიდენტ) პარტნიორ კომპანიებზე, როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული SMS მომსახურებების მიწოდება. სს „სილქნეტმა“ კომისიის 2019 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე წარმოადგინა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/5052) მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. კომისიის 2020 წლის 9 იანვრის Nგ-20-08/37 წერილით სს ,,სილქნეტს“ მოეთხოვა ორი სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ხელშეკრულებები როგორც ადგილობრივ ავტორიზებულ, ასევე არა ავტორიზებულ პირებთან, ორი სამუშაო დღის ვადაში;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-329, 04.02.2020), კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-368, 05.02.2020) თანდართული დოკუმენტაციით, კომისიის წერილი (Nგ-19-08/3902; 11.12.2019) და მისი სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფოსტის გზავნილის კოდი:AP01007052389,) სს ,,სილქნეტის“ წერილი Nშ-19-6/5052; 30.12.2019); კომისიის წერილი (Nგ-20-08/37; 09.01.2020) და მისი სს ,,სილქნეტისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილი კოდი: AP01007189558).
3. კომისიის 2019 წლის 24 დეკემბრის N19-08/4041 წერილით სს ,,სილქნეტს“ მოეთხოვა 2019 წლის 26 დეკემბრამდე კომისიაში წარმოედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: 2017 და 2018 წლების, აგრეთვე 2019 წლის 11 თვის (იანვარი - ნოემბერი) განმავლობაში ლოკალური არასტანდარტული სახის SMS მომსახურებებიდან (A2P SMS და Bulk SMS ცალ-ცალკე) და საერთაშორისო არასტანდარტული სახის SMS მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების და შესაბამისი SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, ასევე ანაზღაურების გარეშე აღნიშნული მომსახურებების განხორციელებისას, მხოლოდ მიღებული SMS რაოდენობების შესახებ ინფორმაცია, თვეების ჭრილში, იურიდიული პირების მიხედვით (როგორც ავტორიზებული, ასევე არა ავტორიზებული პირები). სს „სილქნეტმა“ 2019 წლის 30 დეკემბერის წერილით (N შ-19-6/5016) აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის ითხოვა დამატებითი ვადა 2020 წლის 25 იანვრამდე;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-329, 04.02.2020), კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-368, 05.02.2020) თანდართული დოკუმენტაციით, კომისიის წერილი (N19-08/4041; 24.12.2019) მისი სს ,,სილქნეტისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01007052913, სს ,,სილქნეტის“ წერილი Nშ-19-6/5016; 30.12.2019).
4. სს „სილქნეტმა“ კომისიის 2019 წლის 11 დეკემბრის Nგ-19-08/3902 წერილით, 24 დეკემბრის N19-08/4041 წერილითა და 9 იანვრის Nგ-20-08/37 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია არასრულად წარმოადგინა 2020 წლის 4 თებერვალს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/571), ხოლო 2020 წლის 11 თებერვალს კომისიის ამავე წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგინა სრულად (წერილის კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/727).
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ე. იმედაძის მიერ კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტება, სს ,,სილქნეტის წერილი (Nშ-20-6/571; 04.02.2020); სს ,,სილქნეტის წერილი (Nშ-20-6/727;11.02.2020).
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშისაქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
5. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიის წერილებით (Nგ-19-08/3902; 11.12.2019; N19-08/4041; 24.12.2019; Nგ-20-08/37; 09.01.2020) მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით სს ,,სილქნეტის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სს „სილქნეტს“ შესრულებული აქვს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2020 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, სს „სილქნეტმა“ კომისიაში წარმოადგინა კომისიის წერილებით (Nგ-19-08/3902; 11.12.2019; N19-08/4041; 24.12.2019; Nგ-20-08/37; 09.01.2020) მოთხოვნილი ინფორმაცია, გარდა 2017 წლის მონაცემებისა, რომელთა წარმოდგენა შეუძლებელია კომპანიის მონაცემთა ბაზის ცვლილების შედეგად ისტორიულ მონაცემებთან სრული წვდომის შეუძლებლობის გამო. შესაბამისად, კომისია არ ითხოვს სს ,,სილქნეტისგან“ 2017 წლის მონაცემებს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ,,სილქნეტის“ საბილინგო სისტემის შეცვლის შედეგად ახალი ფორმატის მქონე ისტორიულ მონაცემებთან წვდომის შეზღუდვის გამო 2018 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის მოთხოვნილი სახით კომისიაში წარმოდგენის შეუძლებლობა გახდა სამართალდამრღვევად ცნობილი სს ,,სილქნეტის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი 2019 წლის 14 ნოემბერს (იხ. კომისიის გადაწყვეტილება Nგ-19-18/635; 14.11.2019). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. სს „სილქნეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) სს
„სილქნეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მისი დამოწმებულის ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.იმედაძეს).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
