წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 198

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2020 16:46

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი  ბარათის  (N2010-237, 28.01.2020) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (N20-10-230, 27.01.2020 და N20-10-299, 03.02.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების    საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: 2019 წლის  დეკემბრის ფორმა - 1.1 შემოსავლები, დეკემბრის ფორმა - 1.2 თანამშრომლები;  ფორმა 1.3. ინვესტიციები და სალიცენზიო გადასახადები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) დეკემბრის თვის ფორმა - 4.3 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება; ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების მონაცემები ფორმა - 4.4   მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აბონენტები კვარტალში; დეკემბრის ფორმა - 4.5 მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება - აღწერა.

ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილისთვი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება  (N გ-20-03/346, 05/02/2020) ფოსტით გაეგზავნა „ნანული კაიკაციშვილს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და  99–ე მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებების  და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის  გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილს“ ჩაბარდა 6 თებერვალს და კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე     არ  გამოცხადდა. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ დაუსწრებლად.

2020 წლის 7 თებერვალს კომისიაში შემოვიდა ინ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“  წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/660, 07.02.2020), რომელშიც აღნიშნული, რომ კომპანიამ შეავსო და  წარმოადგიან კომისიაში ყველა დანაკლისი. ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომას ვერ დაესწრება.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-443, 13.02.2020) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N20-10-445, 13.02.2020) დამატებით ირკვევა, რომ ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის სრულად აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებებისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორები.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2. კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათები (N20-10-230, 27.01.2020 და N20-10-299, 03.02.2020);

3. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/346, 05/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტუდრებელი დოკუმენტაცია;

4.   ინ.  მეწარმე     „ნანული  კაიკაციშვილის“  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის Nშ-20-6/660, 07.02.2020);

5. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10- 443, 13.02.2020);

6. კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-445, 13.02.2020);

7. ამონაწერი    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო    (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ინდ.   მეწარმე   „ნანული   კაიკაციშვილი“   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. ინდ.   მეწარმე   „ნანული   კაიკაციშვილი“,   როგორც   ავტორიზებული   პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის  დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.    „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25 მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ   ძალადაკარგულად      ცნობისა და  სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას,  დაევალათ     ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4. ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილს“ არ ქონდა წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების   საფასურის  გაანგარიშებები  (1.9 ფორმა) და სტატისტიკური  ანგარიშგების ფორმები, კერძოდ: 2019 წლის  დეკემბრის ფორმა - 1.1 შემოსავლები, დეკემბრის ფორმა - 1.2 თანამშრომლები; ფორმა 1.3. ინვესტიციები და სალიცენზიო   გადასახადები   (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) დეკემბრის თვის ფორმა - 4.3 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება; ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების მონაცემები ფორმა - 4.4 მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აბონენტები კვარტალში; დეკემბრის ფორმა - 4.5 მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურება - აღწერა;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილმა“ კომისიაში სრულად     წარმოადგინა     რეგულირების    საფასურის     გაანგარიშებები     და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (აღმოფხვრა დარღვევა);

6. ინდ.   მეწარმე   „ნანული   კაიკაციშვილის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის  განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობა, მათ შორის,    საქართველოს მთავრობის  დადგენილებები,აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას  დაქვემდებარებული    საქონლის    (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28  ოქტომბრის №12 დადგენილების  შესაბამისად,  დადგენილია    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული   პირები   და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული   პირები   ვალდებულნი   არიან   ყოველთვიურად,   არაუგვიანეს საანგარიშო  თვის  მომდევნო  თვის  20  რიცხვისა,  ამ  დადგენილებით  განსაზღვრული ფორმით       (დანართი      №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge)  ფორმა  1.9-ის  (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა) საშუალებით,   წარუდგინონ   კომისიას   ინფორმაცია   საანგარიშო   თვის   გაანგარიშებული რეგულირების   საფასურის   თაობაზე   და   ჩარიცხონ   კომისიის   ანგარიშზე   რეგულირების საფასური;

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   2008   წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,    ავტორიზებული    პირის მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,   მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი  წერილობით    გააფრთხილოს,    ხოლო    დენადი    ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში  წარმოუდგენლობით  ინდ.  მეწარმე „ნანული  კაიკაციშვილის“  მხრიდან  ადგილი  აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12  მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011   წლის  25  მარტის N144/22    გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის,     კომისიის     დადგენილებებითა    და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კომისიას  მიაჩნია,  რომ ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  76-ე მუხლის   პირველი   ნაწილის  ბ)  ქვეპუნქტის,   95,    98-ე   და   99-ე   მუხლების,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების  მე-4  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა    და    გადახდის  წესების     შესახებ“  კომისიის 2005  წლის  28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილი“   ცნობილ    იქნას    სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის   2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  ინდ.  მეწარმე „ნანული კაიკაციშვილისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება    შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის    საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ინდ. მეწარმე „ნანული კაიკაციშვილისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   მე-4  პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე       წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები