წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 201

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2020 19:21

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2020

შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. N20-10-237) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (27.01.2020. N20-10-230) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 13 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/341, 05/02/2020) ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 6 თებერვალს. კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე   არ    გამოცხადდა,    შესაბამისად    კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის ადმინისტრაციის   საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10- 443, 13.02.2020) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი   ბარათის (N20-10-445, 13.02.2020) თანახმად, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარმა“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება. ხოლო შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ კომისიაში არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა).

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2. კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (27.01.2020. N20-10-230);

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10- 443, 13.02.2020);

4.  კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (N20-10-445, 13.02.2020);

5.   კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/341, 05/02/2020) გაგზავნილი შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს  „ტელე-რადიო პრესკომპანია  ზარის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „ტელე-რადიო  პრესკომპანია  ზარი“  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციებისა  და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.   შპს   „ტელე-რადიო   პრესკომპანია   ზარი“,   როგორც   ავტორიზებული   პირი,  ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  და  მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად   ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

5.  შპს  „ტელე-რადიო  პრესკომპანია  ზარს“  კომისიაში  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი 2019  წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება   (1.9   ფორმა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღბის დღისათვის შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარმა“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება (ფორმა 1.,9);

6. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღბის დღისათვის არ აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.2 თანამშრომლები, რომელიც ივსება            წელიწადში    ერთხელ    შესაბამისი    პერიოდის    დასრულებიდან    არაუგვიანეს    20 კალენდარული დღისა;

7.  შპს   „ტელე-რადიო   პრესკომპანია   ზარის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის     შესაბამისად,  ავტორიზებული პირი    ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,   მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ)ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს  მთლიანი  ღირებულების  (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის     ფუნქციას     წარმოადგენს     მაუწყებლობის  სფეროში   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

4. „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში  ადმინისტრაციული    წარმოების  დაწყების    საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი,  საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  და რადიო, ამ  კანონის საფუძველზე  ტელემაუწყებლობის    ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

6.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად, რეგულირების  საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის       (მომსახურების)     მიწოდების     ან/და     შესრულებული     სამუშაოს     მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა,  კომისიის ანგარიშზე  ჩარიცხონ  რეგულირების  საფასური  და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების    შესახებ“ კომისიის  2016  წლის  11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ  ან/და  ლიცენზიის მფლობელ  პირთა  მიერ სტატისტიკური ანგარიშგებსფორმების    შევსებისა    და პერიოდულად    კომისიაში    წარმოდგენის  ვალდებულება    ახალი    პირობებით,    ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან  მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

9. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის   მიერ   ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის   შემთხვევაში   კომისია უფლებამოსილია დამრღვევი  წერილობით   გააფრთხილოს,   ხოლო   დენადი   ხასიათის დარღვევის  კომისიის გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ  ვადაში  აღმოუფხვრელობის  ან  1 წლის განმავლობაში  ახალი  ერთჯერადი  ხასიათის  დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა,  მათ     შორის,     კომისიის    დადგენილებები    და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

11.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლისმსაქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან      შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ      მათიუფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული  ზედამხედველობისა   და კონტროლისა;

12.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთველიცენზიის/ავტორიზაციის        პირობების        დარღვევის შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში    კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი     წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის  ან  პრევენციისათვის  ღონისძიებათა  განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში  არ  აღმოფხვრა  გაფრთხილებაში  აღნიშნული  დარღვევა  ან არ  შეასრულა  კომისიის გადაწყვეტილება,  აგრეთვე  თუ  მან  ზემოაღნიშნული გაფრთხილების  მიღებიდან  1  წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით    შპს    „ტელე-რადიო    პრესკომპანია    ზარის“    მხრიდან    ადგილი    აქვს

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას. ხოლო, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით     - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის 2011   წლის   25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,   კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით (კომპანიამ წარმოადგიან 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმა), გაათავისუფლოს შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ამ ნაწილში. ხოლო, 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (1.2 თანამშრომლები) წარმოუდგენლობისთვის    უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა,   ის   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.     ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორის - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,   45-ე  მუხლის პირველი  პუნქტის,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4  მუხლის  პირველი  პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის  და  36-ე  მუხლის  მე-13   და   მე-14   პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“  კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის№12   დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს     „ტელე-რადიო     პრესკომპანია     ზარს“     მიეცეს     გაფრთხილება    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011   წლის   25   მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო;

2. შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ დაევალოს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (1.2 თანამშრომლები) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „ტელე- რადიო პრესკომპანია ზარისთვის” გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის” ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

 ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე        წევრი

მერაბ ქათამაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები