წვდომის მენიუ

შპს „ჩვენი რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 215

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2020 13:12

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020 13:12

შპს „ჩვენი რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. N20-10-237) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენი რადიოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „ჩვენ რადიოს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება - 69.96 ლარი.

შპს    „ჩვენი რადიოსთვის“  ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების   საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 20 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/507, 17/02/2020) ფოსტით გაეგზავნა შპს „ჩვენ რადიოს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში  მონაწილეობისმისაღებად. მას,   ასევე,    განემარტა    საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების     წარმოდგენის,  აგრეთვე,     საქმის     გარემოებათა გამოკვლევისა     და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „ჩვენ რადიოს“ შეტყობინება ჩაბარდა  2020  წლის  18  თებერვალს.  კომისიის  2020  წლის  20  თებერვლის  სხდომაზე    არ გამოცხადდა,       შესაბამისად       კომისიამ    მიიღო    გადაწყვეტილება    შპს    „ჩვენი    რადიოს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 20 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ჩვენი რადიოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა რეგულირების სფასურის გაანგარიშებები და გადახდილ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2.     კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/507,  17/02/2020)  და  აღნიშნული  შეტყობინების  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 20.02.2020);

4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჩვენი რადიოს“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს „ჩვენი რადიო“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს;

2. „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის  2011   წლის   25 მარტის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ       ძალადაკარგულად ცნობისა  და   სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3.     კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის       სფეროში       ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     შპს  „ჩვენ  რადიოს“  კომისიაში  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი  2019  წლის დეკემბრის  თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება   (1.9   ფორმა) და კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 69.96 ლარი;

5.  წინამდებარე    გადაწყვეტილების    მიღების    დღისთვის    შპს   „ჩვენმა  რადიომ“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება სრულად (აღმოფხვრა დარღვევა);

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას     წარმოადგენს  მაუწყებლობის   სფეროში   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება;

2. „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების     დაწყების     საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი,  საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  და      რადიო,    ამ      ანონის    საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4.     „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5 პუნქტის  თანახმად, რეგულირების  საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის        (მომსახურების)     მიწოდების     ან/და     შესრულებული     სამუშაოს     მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა,  კომისიის ანგარიშზე  ჩარიცხონ  რეგულირების  საფასური  და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6.  „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დამტკიცების    შესახებ“    კომისიის    2016    წლის    11    თებერვლის    N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ  ან/და  ლიცენზიის მფლობელ      პირთა   მიერ სტატისტიკური    ანგარიშგების    ფორმების შევსებისა და პერიოდულად  კომისიაში    წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით,    ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ან    მაუწყებლობის    სფეროში    საქმიანობის    ლიცენზიას,    დაევალოთ    ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

7. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი         ორგანოების       მიერ       მათი      უფლებამოსილების  ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის,   აგრეთვე     ლიცენზიის/    ავტორიზაციის     პირობების     დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების   შემთხვევაში    კომისია  უფლებამოსილია     მაუწყებელი     წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში  არ  აღმოფხვრა  გაფრთხილებაში  აღნიშნული  დარღვევა  ან არ  შეასრულა  კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობითა და რეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით შპს „ჩვენი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)   ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ0  ქვეპუნქტის,  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-5  პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  76-ე  მუხლის  პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული კომისიის    საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის  მე-13   და   მე-14   პუნქტების, „რეგულირების   საფასურის  განსაზღვრისა  და გადახდის  წესების  შესახებ“  კომისიის   2005  წლის  28  ოქტომბრის   №12    დადგენილებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს   „ჩვენი   რადიო“   ცნობილ   იქნას   სამართალდამრღვევად  „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების   მე-6 პუნქტისა და „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების   დამტკიცების    შესახებ“    კომისიის    2016    წლის    11    თებერვლის    N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „ჩვენი რადიო“ განთავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „ჩვენი რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჩვენი რადიოს“ სამართალდამრღვევად  ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს   „ჩვენი  რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჩვენი რადიოსთის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები