წვდომის მენიუ

შპს „მაქსტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 220

გამოქვეყნების თარიღი მარტი 05, 2020 19:42

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2020

შპს „მაქსტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 

I.           აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისია   (შემდგომში   „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. N20-10-237)     საფუძველზე     კომისიაში დაიწყო     მარტივი     ადმინისტრაციული     წარმოება     შპს „მაქსტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „მაქსტელკომს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 4.00 ლარი.

შპს „მაქსტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 20 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/500, 17/02/2020) ფოსტით გაეგზავნა შპს „მაქსტელკომს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება შპს მაქსტელკომს“ ჩაბარდა 18 თებერვალს და კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „მასტელკომის“ დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 20 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „მაქსტელკომის“ მიერ წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და გადახდილ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება. ასევე ირკვევა, რომ შპს „მაქსტელკომს“ არასრულად აქვს წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. კერძოდ, არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა); 2019 წლის იანვრიდან ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში; 2019 წლის დეკემბრის ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა.

II.          ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის   ადმინისტრაციის      საფინანსო-საბიუჯეტო      ჯგუფის   მოხსენებითი   ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2.    კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/500,  17/02/2020)  და  აღნიშნული შეტყობინების შპს „მაქსტელკომისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 20.02.2020);

4.     ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „მაქსტელკომის“ შესახებ;

III.        კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს „მაქსტელკომის“      წარმოადგენს      ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.     შპს    „მაქსტელკომი“,    როგორც    ავტორიზებული    პირი,    ვალდებულია  შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.     „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25 მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.   კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის  შესახებ“    N12  დადგენილების მე-6 პუნქტის  შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

5.  შპს  „მაქსტელკომს“  კომისიაში  არ  ჰქონდა  წარმოდგენილი  2019  წლის დეკემბრის  თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) და კომისიაში წარმოდგენილი გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 4.00 ლარის     ოდენობით;     წინამდებარე     გადაწყვეტილების     მიღების     დღისათვის შპს „მაქსტელკომმა“  წარმოადგინა  2019  წლის  დეკემბრის  თვის  რეგულირების  საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება;

6.     შპს   „მაქსტელკომს“   წინამდებარე   გადაწყვეტილების   მიღების   დღისათვის   არ   აქვს წარმოდგენილი  სტატისტიკური   ანგარიშგების   შემდეგი   ფორმები:       ფორმა   -   1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა); 2019 წლის იანვრიდან ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში; 2019 წლის დეკემბრის ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა;

7.     შპს   „მაქსტელკომის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.        გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში    საქართველოს    კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და    რეგულირებას    დაქვემდებარებული    საქონლის    (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25   მარტის   N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას,  დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი  №1–ით     განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის,  კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით    გააფრთხილოს,    ხოლო    დენადი    ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს „მაქსტელკომის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, ხოლო რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით  და  რეგულირების  საფასურის  დადგენილ  ვადებში  გადაუხდელობით  - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე- 19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაქსტელკომის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან და  რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებული იქნა    (დარღვევა  აღმოფხვრილი იქნა)   ნებაყოფლობით,    კერძოდ, შპს „მაქსტელკომის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,   კომისია უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „მაქსტელკომის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან ამ ნაწილში. ხოლო, 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (ფორმა - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა); 2019 წლის იანვრიდან ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში; 2019 წლის დეკემბრის ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა. წარმოუდგენლობისთვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით   გააფრთხილოს.   გამომდინარე   იქიდან,   რომ      შპს „მაქსტელკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.  ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების (ფორმა - 1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა), 2019 წლის იანვრიდან ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში; 2019 წლის დეკემბრის ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა)  შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში.

V.          სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22    გადაწყვეტილების    ნაწილობრივ  ძალადაკარგულად    ცნობისა  და სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების დამტკიცების  შესახებ“  კომისიის  2016  წლის  11  თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „მაქსტელკომს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-19   მუხლის   მე-2   პუნქტის   ბ)   ქვეპუნქტის   და „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა  და  გადახდის  წესის  შესახებ“  კომისიის   2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.    შპს „მაქსტელკომს“ დაევალოს 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის (ფორმა -1.2 თანამშრომლები (ივსება წელიწადში ერთხელ შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა); 2019 წლის იანვრიდან ფორმა 4.2. მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში; 2019 წლის დეკემბრის ფორმა 5.4. საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა) შევსება და კომისიაში წარმოდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შპს „მაქსტელკომისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივ    დეპარტამენტს    (თ.  გოშუა) შპს „მაქსტელკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „მაქსტელკომისთვის” ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მაქსტელკომისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები