წვდომის მენიუ

ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 232

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2020 23:20

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. N20-10-237)    საფუძველზე    კომისიაში    დაიწყო    მარტივი    ადმინისტრაციული    წარმოება    ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/564, 19/02/2020) ფოსტით გაეგზავნა ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“   და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 20 თებერვალს. კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე   გამოცხადდა ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ დირექტორი კამილა მამედოვა, რომელსაც ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 27 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ მიერ წარმოდგენილ იქნა რეგულირების სფასურის გაანგარიშებები.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.  კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020.N20-10-237);

2.  კომისიის  შეტყობინება  (N  გ-20-03/564,  19/02/2020)  და  აღნიშნული  შეტყობინების  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

3. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 27.02.2020);

4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“ წარმოადგენს რადიომაუწყებელს;

2.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ   ძალადაკარგულად   ცნობისა და   სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3.     კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული   პირები  და მაუწყებლობის  სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება   (1.9   ფორმა);

5. წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღების  დღისთვის  ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმამ“ კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის და იანვრის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშება (1.9 ფორმა) (აღმოფხვრა დარღვევა);

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის     ფუნქციას     წარმოადგენს  მაუწყებლობის   სფეროში   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება;

2. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

3.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი,  საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზია  და რადიო, ამ კანონის  საფუძველზე ტელემაუწყებლობის    ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5 პუნქტის თანახმად, რეგულირების  საფასურის  გადამხდელები  არიან  მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა,  კომისიის ანგარიშზე  ჩარიცხონ  რეგულირების  საფასური  და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

6.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25   მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების         დამტკიცების    შესახებ“    კომისიის  2016    წლის  11    თებერვლის    N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ  ან/და  ლიცენზიის მფლობელ  პირთა მიერ სტატისტიკური    ანგარიშგების    ფორმების    შევსებისა    და პერიოდულად კომისიაში    წარმოდგენის    ვალდებულება    ახალი    პირობებით,    ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის              ან    მაუწყებლობის    სფეროში    საქმიანობის    ლიცენზიას,    დაევალოთ    ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

7.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  70-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს  კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების  ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;

8.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის     პირობების     დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების   შემთხვევაში    კომისია   უფლებამოსილია     მაუწყებელი     წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში  არ  აღმოფხვრა  გაფრთხილებაში  აღნიშნული  დარღვევა  ან არ  შეასრულა  კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობითა ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმას“ მხრიდან ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რადიომაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)   ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ0  ქვეპუნქტის,  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის  მე-5  პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  76-ე  მუხლის  პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული კომისიის    საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  36-ე მუხლის  მე-13   და   მე-14   პუნქტების, „რეგულირების   საფასურის  განსაზღვრისა  და გადახდის  წესების  შესახებ“ კომისიის   2005  წლის  28  ოქტომბრის   №12    დადგენილებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.    ააიპ    „ჟურნალისტთა    კავშირი    ხალხის    ხმა“    ცნობილ    იქნას  სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის№12  დადგენილების    მე-6 პუნქტისა    და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. ააიპ   „ჟურნალისტთა   კავშირი   ხალხის   ხმა“ განთავისუფლდეს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.    დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციას    (ო.ვოტ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების   ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი  ხალხის     ხმის“     სამართალდამრღვევად     ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  ააიპ  „ჟურნალისტთა  კავშირი ხალხის ხმისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება     შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები