წვდომის მენიუ

შპს „დიჯი+“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 255

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2020 11:36

მიღების თარიღი თებერვალი 27, 2020

შპს „დიჯი+“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (28.01.2020. N20-10-237) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წერილის (N 20-10-324, 04/02/2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დიჯი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „დიჯი+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების    საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა) და 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

შპს „დიჯი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/555, 19/02/2020) ფოსტით გაეგზავნა შპს „დიჯი+“-ს და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „დიჯი+“-ს შეტყობინება ჩაბარდა 2020 წლის 19 თებერვალს. კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე  არ   გამოცხადდა,  შესაბამისად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „დიჯი+“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად. 

კომისიაში 2020 წლის 20 თებერვალს შემოვიდა შპს „დიჯი+“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/905, 20.02.2020), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიას პრაქტიკული საქმიანობის დაწყების თარიღი ქონდა გადავადებული. შესაბამისად, მათვის უცნობი იყო, რომ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდათ რეგულირების საფასურისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისათვის, კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 27 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დიჯი+“-ის  მიერ წარმოდგენილ იქნა   რეგულირების   საფასურის   გაანგარიშებები   და   სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმები სრულად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2. კომისიის  აპარატის  ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (N 20-10-324, 04/02/2020);

3. კომისიის  შეტყობინება  (Nგ-20-03/555,  19/02/2020)    და  აღნიშნული  შეტყობინების  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4. შპს „დიჯი+“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-20-6/905, 20.02.2020);

5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დიჯი+“-ის   შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „დიჯი+“    წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციებისა  და  მაუწყებლობის  სფეროში ავტორიზებულ პირს;

2.  შპს  “დიჯი+“-ი, როგორც  ავტორიზებული  პირი,  ვალდებულია  შეასრულოს  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  და  მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ ძალადაკარგულად  ცნობისა  და  სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.     კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული  პირები და მაუწყებლობის       სფეროში       ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა  1.9-ის (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა)  საშუალებით,  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

5.     შპს „დიჯი+“-ს კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება   (1.9   ფორმა) და 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების;

6.    წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის შპს „დიჯი+“-მა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულირების  საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა და 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,   მათშორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები   და გადაწყვეტილებები,       ხოლო      ლ)     ქვეპუნქტის  შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

 

2.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს  მთლიანი  ღირებულების  (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის     ფუნქციას     წარმოადგენს     მაუწყებლობის   სფეროში   მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ასევე ერთ-ერთი ფუნქციაა ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

4. „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში   ადმინისტრაციული     წარმოების    დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი  არის  საზოგადოებრივი  მაუწყებელი,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის    ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

6. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-5  პუნქტის თანახმად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების)     მიწოდების     ან/და შესრულებული სამუშაოს  მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა,  კომისიის ანგარიშზე  ჩარიცხონ  რეგულირების  საფასური  და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

8.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25   მარტის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების    შესახებ“ კომისიის    2016    წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ  ან/და  ლიცენზიის მფლობელ პირთა  მიერ სტატისტიკური  ანგარიშგების    ფორმების  შევსებისა და პერიოდულად კომისიაში    წარმოდგენის  ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

9.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე მუხლის  პირველი პუნქტის   შესაბამისად,   ავტორიზებული   პირის   მიერ  ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის  დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის   შემთხვევაში   კომისია უფლებამოსილია დამრღვევი   წერილობით   გააფრთხილოს,   ხოლო   დენადი   ხასიათის დარღვევის  კომისიის  გადაწყვეტილებით  განსაზღვრულ  ვადაში  აღმოუფხვრელობის  ან  1 წლის  განმავლობაში  ახალი  ერთჯერადი  ხასიათის  დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

10.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ  შორის,  კომისიის  დადგენილებები     და    გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

11.  „მაუწყებლობის   შესახებ“  საქართველოს   კანონის  70-ე მუხლის მე-2  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათიუფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული   ზედამხედველობისა   და კონტროლისა;

12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან      მიღებული      შემოსავლების      თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში       გათვალისწინებული       უნდა       იქნეს       ასევე       ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები;

13.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების   დარღვევის შემთხვევაში  კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში კომისია     უფლებამოსილია     მაუწყებელი     წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ  ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში  არ  აღმოფხვრა  გაფრთხილებაში  აღნიშნული  დარღვევა  ან არ  შეასრულა  კომისიის გადაწყვეტილება,  აგრეთვე  თუ  მან  ზემოაღნიშნული  გაფრთხილების  მიღებიდან  1  წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების      და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით   შპს „დიჯი+“-ის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუქნტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის 4 პუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2011  წლის  25  მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტითა და„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)   ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დიჯი+“-ის სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება  კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,   45-ე  მუხლის პირველი  პუნქტის,  „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე   მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98- ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული     კომისიის     საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და  მე-14  პუნქტების,  „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28  ოქტომბრის  №12   დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს   „დიჯი+“   ცნობილი   იქნას   სამართალდამრღვევად   „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის  მე-10  პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის, 70-ე  მუხლის  მე-4  პუქნტის,  ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12  დადგენილების მე-6 პუნქტისა    და  „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. შპს „დიჯი+“   განთავისუფლდეს      ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ)    აღნიშნული  გადაწყვეტილების შპს „დიჯი+“-სთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  გოშუა)  შპს  „დიჯი+“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა  და ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების  თაობაზე   ინფორმაციის  კომისიის  ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „დიჯი+“-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „დიჯი+“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები