წვდომის მენიუ

შპს „ჯენეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 266

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2020 14:15

მიღების თარიღი მარტი 05, 2020

შპს „ჯენეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 20-10-562, 25/02/2020) მიხედვით, კომისიაში შემოვიდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის, შპს „ჯენეტის“ (ს/კ 434158403) წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-6/859, 18.02.2020), რომელშიც მითითებულია რომ შპს „ჯენეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში განხორციელდა ცვლილება -   კერძოდ, შპს „ჯენეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი ილხამ მამედოვის ნაცვლად გახდა ელჩინ მამედოვი. დასახელებული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ჯენეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, რადგან შპს „ჯენეტს“ კომისიისთვის წინასწარ არ მოუმართავს აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის მისაღებად.

შპს „ჯენეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 5 მარტს, რის შესახებაც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ   იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაშიმონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებითგათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯენეტის“ წარმომადგენელი უჩა სეთური, რომელმაც კომისიას მოახსენა, რომ კომპანიამ აღმოფხვრა სამართალდარღვევა, დააბრუნა ტრანზაქციამდე არსებული მდგომარეობა და შპს „ჯენეტის“ დირექტორად და წილის 100%-ის მფლობელად დარეგისტრირდა კვლავ ილხამ მამედოვი. წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ჯენეტ“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში სამომავლოდ ცვლილებებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წინასწარ მიმართავს კომისიას შესაბამისი თანხმობის მისაღებად.

II.        კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N20-10-562, 25/02/2020);

2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯენეტის“ შესახებ;

3.  შპს „ჯენეტის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

III.       კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.       შპს „ჯენეტს“ გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა ოპტიკურ- ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება WiFi B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

2. შპს „ჯენეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობა,  მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  2020    წლის 6 თებერვალს    განხორციელდა    ცვლილება    შპს „ჯენეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში. კერძოდ, კომპანიის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელი ილხამ მამედოვის ნაცვლად გახდა ელჩინ მამედოვი. შპს „ჯენეტს“ მისი წილის ელჩინ მამედოვის მიერ შეძენის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ ტრანზაქციის განხორციელებასთან დაკავშირებით;

4.  2020 წლის 4  მარტს    კვლავ    განხორციელდა    ცვლილება    შპს  „ჯენეტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტებში. ცვლილების მიხედვით, კომპანიის დირექტორად და წილის 100%-ის მფლობელად კვლავ ილხამ მამედოვი აღირიცხა.

5.   შპს „ჯენეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.       სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი  პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და  ნებართვის  მფლობელების  მიერ  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისიის ძირითად ამოცანებს მიეკუთვნება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა    და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

4.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 43-ე  მუხლის პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  კომისია  აკონტროლებს  ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ   ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, შეასრულოს ელექტრონული       კომუნიკაციების       სფეროში       საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

6. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის      შემთხვევაში      კომისია      უფლებამოსილია    დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

შპს „ჯენეტის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის გასხვისებით დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. აღნიშნული ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამასთანავე, კომპანიამ ადმინისტრაციული  წარმოების  დასრულებამდე აღმოფხვრა დარღვევა და აღადგინა არამართლზომიერ ტრანზაქციამდე არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, შპს „ჯენეტ“ უნდა იქნეს ცნობილი სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

V.        სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99- ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და 27-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს      „ჯენეტ“      ცნობილ      იქნეს      სამართალდამრღვევად    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

2.  დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო. ვოტ)     აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯენეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „ჯენეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6)  შპს  „ჯენეტისთვის“  ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

 ვახტანგ აბაშიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები