წვდომის მენიუ

შპს „დატანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 268

გამოქვეყნების თარიღი მარტი 11, 2020 14:33

მიღების თარიღი მარტი 05, 2020

შპს „დატანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“)აღნიშნავს, რომ კომისიის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი  ბარათის  (N2010-237, 28.01.2020)  საფუძველზე კომისიაში  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დატანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების თანახმად, შპს „დატანეტს“ კომისიაში წარმოდგენილირეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 266.82 ლარი.

შპს „დატანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება  (N გ-20-03/583, 20/02/2020) ფოსტით გაეგზავნა შპს „დატანეტს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შეტყობინება შპს „დატანეტს“ ჩაბარდა 21 თებერვალს და კომისიის 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე   არ    გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფორტის მეშვეობით 2020 წლის 27 თებერვალს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დატანეტის“ მიერ გადახდილ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება სრულად. ასევე, ირკვევა, რომ შპს „დატანეტს“ 2020 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი 2020 წლის იანვრის თვის რეგულირების სფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დატანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2020 წლის 5 მარტს, 15 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „დატანეტს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N გ-20-03/737, 28/02/2020), რომლითან დამატებით გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების   მასალა     -     კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 27.02.2020). კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/737, 28/02/2020) შპს „დატანეტს“ ჩაბარდა 2020 წლის 4 მარტს. კომისიის 2020 წლის 5 მარტის სხდომაზე შპს „დატანეტი“ არ გამოცხადდა. ვინაიდან, კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „დატანეტის“ დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ, ელექტრონული ფორტის მეშვეობით 2020 წლის 5 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „დატანეტის“ მიერ გადახდილ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება სრულად და წარმოდგენილ იქნა 2020 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა).

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (28.01.2020. N20-10-237);

2. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/583, 20/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტუდრებელი დოკუმენტაცია;

3.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 27.02.2020);

4. კომისიის შეტყობინება (N გ-20-03/737, 28/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

5.    კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი ინფორმაცია (გამოგზავნის თარიღი: 05.03.2020);

6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დატანეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „დატანეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;

2. შპს „დატანეტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის  დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.    „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის    2011   წლის   25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების  ნაწილობრივ    ძალადაკარგულად  ცნობისა და  სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმების  დამტკიცების  შესახებ“  კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას,  დაევალათ     ამ     გადაწყვეტილების  დანართი  N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.    შპს   „დატანეტს“   ერიცხებოდა   რეგულირების   საფასურის   დავალიანება   266.82   ლარის ოდენობით და არ ქონდა წარმოდგენილი 2020 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა);

5. წინამდებარე  გადაწყვეტილების  მიღების  დღისთვის  შპს  „დატანეტმა“ კომისიაში სრულად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და   გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება (აღმოფხვრა დარღვევა);

6. შპს „დატანეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონი კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,    მათულ    შორის,    საქართველოს მთავრობის  დადგენილებები,  აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული    საქონლის    (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12  დადგენილების  შესაბამისად,  დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული   პირები   ვალდებულნი   არიან   ყოველთვიურად,   არაუგვიანეს საანგარიშო  თვის  მომდევნო  თვის  20  რიცხვისა,  ამ  დადგენილებით  განსაზღვრული ფორმით (დანართი №1)   ელექტრონულად, კომისიის საერთო    სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge)  ფორმა  1.9-ის  (რეგულირების  საფასურის  გაანგარიშების  ფორმა) საშუალებით,   წარუდგინონ   კომისიას   ინფორმაცია   საანგარიშო   თვის   გაანგარიშებული რეგულირების   საფასურის   თაობაზე   და   ჩარიცხონ   კომისიის   ანგარიშზე   რეგულირების საფასური;

4.     „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2008   წლის   25  ივლისის№421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების     ნაწილობრივ  ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად  კომისიაში     წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით,     ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან    მაუწყებლობის სფეროში    საქმიანობის    ლიცენზიას,    დაევალოთ    ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის,   მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი    წერილობით    გააფრთხილოს,    ხოლო    დენადი    ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან  1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობით და რეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობით შპს „დატანეტის“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12   მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის  25მარტის N144/22   გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დატანეტის“ სამართალდამრღვევად ცნობითა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერების პრინციპი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ”   საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  53-ე  მუხლის,  76-ე მუხლის   პირველი   ნაწილის   ბ)   ქვეპუნქტის,   95,    98-ე   და   99-ე   მუხლების,   საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების  მე-4  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13  და  მე-14  პუნქტების,  „რეგულირების საფასურის                განსაზღვრისა    და    გადახდის   წესების     შესახებ“    კომისიის     2005     წლის     28 ოქტომბრის   №12   დადგენილებისა   და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „დატანეტი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის       2005   წლის   28   ოქტომბრის   №12  დადგენილების   და   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.  შპს „დატანეტი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს   კომისიის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ)   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შპს „დატანეტისთვის“        გაგზავნა        და        კომისიის        ოფიციალურ        ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „დატანეტის“ სამართალდამრღვევად       ცნობისა     და     ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „დატანეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „დატანეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   (გარდა   მე-4   პუნქტისა) დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები