შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 17:03
მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020
შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტერეო+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/331 გადაწყვეტილებით შპს „სტერეო +“-ს დაევალა 2019 წლის 1 აგვისტომდე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №411/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო შპს „სტერეო+“-ის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის იმ კომპონენტების შემოწმება, რომელთა დარღვევების აღმოფხვრა დაევალათ კომისიის გადაწყვეტილებებით. სამუშაოები შესრულდა 03.12.19-06.12.19 და 11.12.19-13.12.19 პერიოდებში. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
1. ურთას მთა - კვლავ ფუნქციონირებს MUXB, MUXE მუქსების გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული №363/1 10.07.14, №411/2 26.07.18 გადაწყვეტილებებით;
2. სოფ. სადმელი - ფუნქციონირებს MUXB, MUXE მუქსების გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული №363/1 10.07.14, №411/2 26.07.18 გადაწყვეტილებებით;
3. სოფ. კვაცხუთი - ფუნქციონირებს MUXB, MUXE მუქსების გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული №363/1 10.07.14, №411/2 26.07.18 გადაწყვეტილებებით;
4. ამბროლაურის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებს MUXB და MUXE მუქსების გადამცემები;
5. მრავალძალი - ფუნქციონირებს MUXB, MUXE მუქსების გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული №363/1 10.07.14, №411/2 26.07. გადაწყვეტილებებით;
6. ონის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებსMUXB, MUXE მუქსების გადამცემები;
7. ყვარელის ანძა - MUXB, MUXE მუქსების გადამცემები გადატანილია 370 მეტრით;
8. სიღნაღის ანძა - მუქსების MUXB, MUXE გადამცემები გადატანილია 615 მეტრით;
9. სოფ. არბოშიკის ანძა - სამივე მუქსების MUXB, MUXE გადამცემები გადატანილია 1050 მეტრით;
10. ტალახას მთა - კვლავ ფუნქციონირებს MUXB, MUXE მუქსების გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული №363/1 10.07.14, №411/2 26.07.18 გადაწყვეტილებებით;
11. მარნეულის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებს მუქსების MUXB, MUXE გადამცემები;
12. ბოლნისის ანძა - მუქსების MUXB, MUXE გადამცემები გადატანილია 380 მეტრით;
13. ასპინძა - MUX-E კვლავ ფუნქციონირებს MUX-D-ს არხზე (41-ე არხი);
14. აბასთუმანი - MUX-E კვლავ ფუნქციონირებს MUX-D-ს არხზე (41-ე არხი);
15. ახალციხე - MUX-E კვლავ ფუნქციონირებს MUX-D-ს არხზე (41-ე არხი);
კომისიის მიერ საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომაზე. რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომა გადაიდო 2020 წლის 6 თებერვლისთვის შპს „სტერეო+“-სთვის“ ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გადაცემის მიზნით.
2020 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენელი ნ.გელაძე და განაცხადა, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ დარღვევები აღმოფხვრილია და მოითხოვა აღნიშნული საფუძვლით სხდომის გადადება და განმეორებითი მონიტორინგის ჩატარება. შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლის ნ.გელაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ, ვინაიდან დარღვევა დაფიქსირდა მონიტორინგის დროს, რაც პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს განმეორებითი მონიტორინგის შედეგები.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებითი ბარათი თანდართული შემოწმების აქტებით;
2. შპს „სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილება;
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს N464/19 გადაწყვეტილება;
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2015 წლის 19 ივნისის N362/2 გადაწყვეტილება;
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის N598/2 გადაწყვეტილება;
6. “შპს „სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2016 წლის 19 მაისის N306/2 გადაწყვეტილება;
7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2017 წლის 4 აპრილის N220/2 გადაწყვეტილება;
8. შპს „სტერეო+-სა“ და შპს „დი+-ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილება;
9. „შპს „სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილება;
10. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან შპს „სტერეო+ის“ შესახებ;
11. კომისიის 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე შპს „სტერეო+“-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,სტერეო+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010); ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა, რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება WiMax; B.F.3 მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი; ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი;
2. ,,შპს ,,სტერეო+”სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „სტერეო+“ თავდაპირველად ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებს;
3. შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს „დი+“ და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიას განესაზღვრა შესაბამისი სალიცენზიო პირობები, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიები, („შპს „სტერეო+სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილება);
5. კომისიის 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/331 გადაწყვეტილებით შპს „სტერეო +“-ს დაევალა 2019 წლის 1 აგვისტომდე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B და №MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის №411/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა;
6. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის მობილური ჯგუფების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+ის“ მონიტორინგი, მის მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული MUX-B, MUX-E ლიცენზიების პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შემოწმების მიზნით;
7. კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის მობილური ჯგუფების მიერ განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებით ბარათზე თანდართული შემდეგი შემოწმების აქტებით: შემოწმების აქტი 03.12.2019 N489, შემოწმების აქტი 03.12.2019 N490, შემოწმების აქტი 04.12.2019 N493, შემოწმების აქტი 04.12.2019 N493, შემოწმების აქტი 04.12.2019 N494, შემოწმების აქტი 04.12.2019 N497, შემოწმების აქტი 05.12.2019 N506, შემოწმების აქტი 06.12.2019 N512, შემოწმების აქტი 11.12.2019 N521, შემოწმების აქტი 11.12.2019 N523, შემოწმების აქტი 11.12.2019 N526, შემოწმების აქტი 12.12.2019 N528, შემოწმების აქტი 12.12.2019 N530, შემოწმების აქტი 12.12.2019 N534, შემოწმების აქტი 12.12.2019 N537, შემოწმების აქტი 12.12.2019 N538. აღნიშნული შემოწმების აქტები შედგენილია
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს; 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;
შპს „სტერეო+-მა“ დაარღვია ,,შპს ,,სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NMUX-B და NMUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „სტერეო+“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის, შპს „სტერეო+“ უნდა გაფრთხილდეს და ამავდროულად უნდა დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა სალიცენზიო პირობების შესაბამისად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, ,,შპს ,,სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NMUX-B და NMUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „სტერეო+“-ს (საიდენტიფიკაციო N204986408) მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,შპს ,,სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+-ის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N MUX-B და N MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებებისა და კომისიის 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/331 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;
2. შპს „სტერეო+ს“ დაევალოს 2020 წლის 1 აპრილამდე ,,შპს ,,სტერეო+-სთვის“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N MUX-B და N MUX-E ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N411/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სტერეო+ისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „სტერეო+ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+ისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „სტერეო+“სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა)
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
