წვდომის მენიუ

შპს „დი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 281

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 17:12

მიღების თარიღი თებერვალი 06, 2020 17:12

შპს „დი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „დი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/332 გადაწყვეტილებით შპს „დი+“-ს დაევალა 2019 წლის 1 აგვისტომდე „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს №545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო შპს „დი+“-ის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის იმ კომპონენტების შემოწმება, რომელთა დარღვევების აღმოფხვრა დაევალა შპს „დი+“-ს კომისიის გადაწყვეტილებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

1. ლენტეხი - შპს „დი+“-ს MUX D მულტიპლექსის გადამცემის ფუნქციონირება კვლავ არ ფიქსირდება;

2. ურთას მთა - კვლავ ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემი. აღნიშნული გადამცემის ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული კომისიის  №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით;

3. ფოთის ანძა - შპს „დი+“-ის MUXD არ ფუნქციონირებს;

4. სოფ. სადმელი - ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემები. აღნიშნული გადამცემების ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით;

5. სოფ. კვაცხუთი - ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემი. აღნიშნული გადამცემის ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით;

6. ამბროლაურის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებს  MUXD მუქსის გადამცემი;

7. მრავალძალი - ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემები. აღნიშნული გადამცემის ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით;

8. ონის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემი;

9. ყვარელის ანძა - MUXD მუქსის გადამცემი გადატანილია 370 მეტრით;

10. ლაგოდეხის ანძა - კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“-ის MUXD მუქსის გადამცემი არ ფუნქციონირებს;

11. სიღნაღის ანძა - მუქსის MUXD გადამცემი გადატანილია 615 მეტრით;

12. სოფ. არბოშიკის ანძა - მუქსის MUXD გადამცემი გადატანილია 1050 მეტრით;

13. ჩოხატაურის ანძა - კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“-ის MUXD მუქსის გადამცემი არ ფუნქციონირებს;

14. ტალახას მთა - კვლავ ფუნქციონირებს MUXD მუქსის გადამცემი. აღნიშნული გადამცემის ფუნქციონირება არ არის განსაზღვრული კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით;

15. ზუგდიდის ანძა - კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“- ის MUXD გადამცემი კვლავ არ არის განთავსებული;

16. მარნეულის ანძა - კვლავ არ ფუნქციონირებს მუქს MUXD გადამცემი;

17. ბოლნისის ანძა - მუქს MUXD გადამცემი გადატანილია 380 მეტრით;

18. წალკის ანძა -კომისიის  №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“- ის MUXD გადამცემი კვლავ არ არის განთავსებული;

19. ნინოწმინდა - კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“-ის MUXD გადამცემი კვლავ არ არის განთავსებული;

20. ახალქალაქი - კომისიის №545/5 17.08.17 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შპს „დი+“-ის MUXD გადამცემი კვლავ არ არის განთავსებული;

21. ასპინძა - მუქსი MUX-D ფუნქციონირებს MUX-E-ს არხზე (32-ე არხი);

22. აბასთუმანი - მუქსი MUX-D არ ფუნქციონირებს;

23. ახალციხე - მუქსი MUX-D ფუნქციონირებს MUX-E-ს არხზე (32-ე არხი).

კომისიის მიერ საკითხის განხილვა დაინიშნა 2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც შპს „დი+“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2020 წლის 23 იანვრის კომისიის სხდომა გადაიდო 2020 წლის 6 თებერვლისთვის შპს „დი+“- სთვის“ ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულყოფილად გადაცემის მიზნით.

2020 წლის 6 თებერვლის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „დი+“-ის წარმომადგენელი ნ.გელაძე და განაცხადა, რომ შპს „დი+“-ის მიერ დარღვევები აღმოფხვრილია და მოითხოვა აღნიშნული საფუძვლით სხდომის გადადება და განმეორებითი მონიტორინგის ჩატარება. შპს „დი+“-ის წარმომადგენლის ნ.გელაძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ, ვინაიდან დარღვევა დაფიქსირდა მონიტორინგის დროს, რაც პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს განმეორებითი მონიტორინგის შედეგები.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის   აპარატის   სპექტრისა   და   ტექნოლოგიის   დეპარტამენტის   N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებითი ბარათი თანდართული შემოწმების აქტებით;

2. „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილება;

3.   ამონაწერი   სამეწარმეო   და   არასამეწარმეო   პირთა   რეესტრიდან,   ასევე   კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „დი+ის“ შესახებ.

4.   შპს „დი+“-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის 2020 წლის 6   თებერვლის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,დი+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 03.05.2017); ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი;

2. შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს „დი+“ და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიას განესაზღვრა შესაბამისი სალიცენზიო პირობები, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;

3. კომისიის 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/332 გადაწყვეტილებით შპს „დი+“-ს დაევალა 2019 წლის 1 აგვისტომდე „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს №545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა.

4. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის მობილური ჯგუფების მიერ განხორციელდა შპს „სტერეო+ისა“ და შპს „დი+ის“ მონიტორინგი, მათ მიერ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 და 2017 წლის 17 აგვისტოს №545/5 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული MUXB, MUXE და MUXD ლიცენზიების პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შემოწმების მიზნით;

5. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონიტორინგის მობილური ჯგუფების მიერ განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის N19-10-2487 19.12.2019 მოხსენებითი ბარათზე თანდართული შემდეგი შემოწმების აქტებით: შემოწმების აქტი 03.12.2019 N491, შემოწმების  აქტი 03.12.2019 N492,  შემოწმების აქტი 04.12.2019 N495, შემოწმების აქტი 04.12.2019 N496,  შემოწმების აქტი 04.12.2019 N498, შემოწმების აქტი 04.12.2019 N502, შემოწმების აქტი 05.12.2019 N505, შემოწმების აქტი 05.12.2019  N508,  შემოწმების აქტი 05.12.2019 N510, შემოწმების აქტი  06.12.2019 N514,  შემოწმების აქტი 06.12.2019 N515, შემოწმების აქტი 11.12.2019 N517, შემოწმების აქტი 11.12.2019 N519, შემოწმების აქტი 11.12.2019 N520, შემოწმების აქტი 11.12.2019 N522,  შემოწმების  აქტი  11.12.2019  N525, შემოწმების აქტი 11.12.2019 N527, შემოწმების აქტი 12.12.2019 N529, შემოწმების აქტი 12.12.2019 N531, შემოწმების აქტი 12.12.2019 N533, შემოწმების აქტი 12.12.2019 N535, შემოწმების აქტი 12.12.2019 N536, შემოწმების აქტი 12.12.2019 N539. აღნიშნული შემოწმების აქტები შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი  პუნქტის   შესაბამისად,   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის    ზ)    ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისიის    ძირითად    ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების   დაცვის   ზედამხედველობა   და   მათი  დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

3.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების   სფეროში  საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ  მიერ  ელექტრონული  კომუნიკაციების    სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და    ვალდებულებების შესრულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების  დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12  კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული    ერთობლივი    შემოსავალი    დღგ-ის    გარეშე)    0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა;

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6.   კომისიის    2003    წლის    27    ივნისის    N1    დადგენილებით    დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა;

შპს „დი+“მა დაარღვია „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „დი+“-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის, შპს „დი+“ უნდა გაფრთხილდეს და ამავდროულად უნდა დაევალოს დარღვევის აღმოფხვრა სალიცენზიო პირობების შესაბამისად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-D ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „დი+“-ს მიეცეს გაფრთხილება (საიდენტიფიკაციო N 400166262) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევისა და 2019 წლის 30 მაისის №გ-19-18/332 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო;

2. შპს „დი+ს“ დაევალოს 2020 წლის 1 აპრილამდე „შპს „სტერეო+სა“ და შპს „დი+ს“ შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის გადაპირების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს N545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის აღმოფხვრა და სალიცენზიო ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „დი+“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი), შპს „დი+“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „დი+“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „დი+“-სათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები