წვდომის მენიუ

შპს „ასანეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 295

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 18:40

მიღების თარიღი მარტი 05, 2020 18:40

შპს    „ასანეტისათვის“     ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობის    დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-237, 28.01.2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ასანეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივის ბარათების თანახმად, შპს „ასანეტს“ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად (1.9 ფორმა), ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 74.64 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „ასანეტს“ ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმა.

შპს „ასანეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება შპს „ასანეტს“ გაეგზავნა ფოსტით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. კომისიამ ასევე შეასრულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით განსაზღვრული  ვალდებულება, დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის    აპარატის    ადმინისტრაციის    საფინანსო-საბიუჯეტო    ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით.

2. კომისიის შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს „ასანეტისათვის“ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ასანეტის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.

შპს     „ასანეტი“     წარმოადგენს  ელექტრონული

კომუნიკაციების     სფეროში

 

ავტორიზებულ პირს.

 

2.

შპს   „ასანეტი“   როგორც   ავტორიზებული პირი,

ვალდებულია   შეასრულოს

ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობა,  მათ შორის,     საქართველოს     მთავრობის     დადგენილებები,     აგრეთვე     კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

3.   შპს „ასანეტს“ ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 74.64 ლარის ოდენობით და   არ   ჰქონდა   წარმოდგენილი   2019   წლის   დეკემბრის   თვის სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმა.

4. შპს „ასანეტმა“ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება, მაგრამ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

2.   „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის  25  მარტის N144/22  გადაწყვეტილების    ნაწილობრივ    ძალადაკარგულად    ცნობისა    და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ    ვადაში    აღმოუფხვრელობის    ან 1    წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის წარმოუდგენლობით ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

შპს „ასანეტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად,  ის  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმის წარმოდგენა.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის   მე-19  მუხლის  მე-2  პუნქტის   „ბ“     ქვეპუნქტის, 45-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს    „ასანეტს“    მიეცეს    წერილობითი    გაფრთხილება    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების    ნაწილობრივ    ძალადაკარგულად    ცნობისა    და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   შპს „ასანეტს“  დაევალოს კომისიაში 2019 წლის დეკემბრის თვის სტატისტიკური ანგარიშგების 1.2 ფორმის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ასანეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. კაველიძე) შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ასანეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ასანეტისათვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები