წვდომის მენიუ

შპს „ჯეო ჩენელზისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 297

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2020 18:53

მიღების თარიღი მარტი 05, 2020

შპს „ჯეო  ჩენელზისათვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-237, 28.01.2020) და კომისიის აპარატის ადმინისტრაციის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (N 20-10-230; 27/01/2020) და წერილის (N 20-10-299; 03/02/2020) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო ჩენელზისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სამსახურებრივის ბარათების თანახმად, შპს „ჯეო ჩენელზს“ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად (1.9 ფორმა), ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 224.54 ლარის ოდენობით და ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (IV კვ).

შპს „ჯეო ჩენელზისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2020 წლის 5 მარტი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-20-03/720, 27/02/2020) შპს „ჯეო ჩენელზს“ გაეგზავნა ფოსტით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ    წარმოებაში   ჩააბას   დაინტერესებული   მხარე   მისი   მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების      შესახებ     აცნობოს     დაინტერესებულ     მხარეს,     თუ     ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. შპს „ჯეო ჩენელზის“ სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფის მიზნით შეტყობინება ასევე გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djeo-chenelzs.page). კომისიის 2020 წლის 5 მარტის სხდომაზე შპს „ჯეო ჩენელზის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ვინაიდან, შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსი საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ჯეო ჩენელზის“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.   კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N20-10-237, 28.01.2020), კომისიის აპარატის ადმინისტრაციის ბაზრის ანალიზისა და  სტრატეგიული  განვითარების  დეპარტამენტის  მოხსენებითი  ბარათი  (N  20-10-230; 27/01/2020), წერილი (N 20-10-299; 03/02/2020) და 2020 წლის 5 მარტის განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით.

2. კომისიის შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინება (N გ-20-03/720, 27/02/2020) და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  ასევე შეტყობინების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების  ბმული (http://www.gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-djeo-chenelzs.page).

3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეო ჩენელზის“ შესახებ.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს  „ჯეო  ჩენელზი“  წარმოადგენს  ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. შპს „ჯეო ჩენელზი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

3.   შპს „ჯეო ჩენელზს“ ერიცხებოდა რეგულირების საფასურის დავალიანება 224.54 ლარის ოდენობით და ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (IV კვ).

4. შპს „ჯეო ჩენელზმა“ გადაწყვეტილების მიღების დღისთვის კომისიაში წამოადგინა 2019 წლის სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმები   (IV   კვ),   მაგრამ   კვლავ   ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 224.54 ლარის ოდენობით.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით    (დანართი    №1)    ელექტრონულად,    კომისიის    საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.   „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის     2011  წლის  25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით   ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის    შესაბამისად, ავტორიზებული  პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობის, მათ შორის,   კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით ირღვევა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

შპს „ჯეო ჩენელზის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, შესაბამისად,  ის  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა დაევალოს კომისიაში 224.54 ლარის ოდენობით რეგულირების საფასურის დავალიანების გადახდა ამ გადაწყვეტილების მითვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ და „ლ“  ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ჯეო ჩენელზს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო;

2.   შპს „ჯეო ჩენელზს“ დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების, 224.54 კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეო ჩენელზისთვის“    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ. კაველიძე) შპს „ჯეო ჩენელზისთვის“     ადმინისტრაციული     პასუხისმგებლობის     დაკისრების     თაობაზე ინფორმაციის     კომისიის     ავტორიზებულ     პირთა     უწყებრივ     რეესტრში     შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯეო ჩენელზისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  და  მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები